შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ ტირის მზე


19-05-2022, 00:04
ავტორი Verventus
ნანახია 9 368

* * * - შეხედე მზე როგორ ანათებს (იღიმის) როცა გავიზრდები მინდა მეც ასეთი ვიყო ; - რას გულისხმობ (გაკვირვებულია) - უბრალოდ მინდა რომ ადამიანები გავათბო , რომ არავინ მოიწყინოს და არავის შეცივდეს. ასე ხომ ყველა ბედნიერი იქნება (კვლავ იღიმის ) - თუ ასეა შენ უკეთესი იქნები და უფრო ლამაზიც , როცა გავიზრდებით შენ ჩემი მზე იქნები და ყოველთის გამათბობ (ახლა უკვე ბიჭიც იღიმის ) - რათქმაუნდა, შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ . - მაგრამ იცოდე ასე შორს არ წახვიდე როგორც ის, კარგი? - რატომ ? - უშენოდ ხომ მოვიწყენ, მერე ვის ვეთამაშო — - მაშინ შორს არ წავალ ? - ისე როგორ გაათბობ შორს თუ არ წახვედი? სითბო ხომ სხვებსაც უნდა. მზე შორს იმიტომაა, რომ ყველა გაათბოს . ხომ იცი ზოგჯერ აღარ ჩანს და იკარგება ერთხელ ბაბუამ მითხრა ეგ იმიტომაა, რომ ცოტათი ყველას შეხვდესო. - (ცოტა დაიბნა ) მოვიფიქრეე! არ წავალ, აქ ვივლი, აქედან სხივებს გავუშვებ შორს და თან ბევრს . ასე უფრო მალე მივა ყველასთან — - ვაააა რა მაგარია , ორი მზე იქნებით ის ცაში იქნება , შენ აქ ჩვენთან (სულელივით იცინის ; ბედნიერი გამომეტყველება აქვს ) - თუ გინდა მე შენი ღრუბელი ვიქნები - ღრუბელი ? ( გაოცებულია ) - ხოო , მზესაც ხომ სჭირდება ღრუბელი.... არ იცი ამბავი მზესა და ღრუბლებზე ? - არაა, მომიყვები ? გთხოოვ - კარგი ,კარგი მისმინე მზე ხომ ყოველთვის ანათებს ხოდა , თურმე ერთ დღეს ძალიან დაიღალა, ღონე არ ქონდა და ვერ ანათებდა , იფიქრა ცოტა ხანს დავიძინებო , დაიძინა მაგრამ ძალიან დიდხანს ეძინა და იცი რამოხდა ? - რაა , მალე მითხარი ?! - ადამიანებს შეცივდათ და თან სულ ღამე იყო ბნელოდა, მზეს გაუბრაზდნენ შენი ბრალია რომ არ ანათებო . - მერეე - (ჩურჩულით ამბობს: ) მზემ როცა გაიღვიძა უკვე ყველა გაყინულიიყო - ჰააა :( ეგ როგორ ? - ხოო აბა რა გეგონა ადამიანები ხომ გაუბრზდნენ მას, მზემ მოიწყინა , ტირილი დაიწყო ადამიანებს უფრო შესცივდათ და გაიყინა ყველა ... თუარ გათბები ხომ გაიყინები. - და მერე რა მოხდა ? - ხოდა ღმერთმა ადგა და ღრუბლები შექმნა , რომ გადაეფარონ მას . - რომ არ დავინახოთ როგორ ძინავს ? - არაა სულელო იმიტომ , რომ არ დავინახოთ როგორ ტირის მზე ...... ჩვენ თუ დავინახავთ მოწყენილ მზეს უფრო მოვიწყენთ და მერე ყველას შეცივდება - გაყინულ ადამიანებს რა მოუვიდათ ? - ღრუბლების დანახვაზე მზემ გაიღიმა , გამოანათა და ყველა გაათბო - ღრუბლების დანახვამ გააბედნიერა ? - რათქმაუნდა , ის უკვე მარტო აღარ იყო და აღარ მოიწყენდა - მას მერე როცა იძინებს მზე ღრუბლები იცავენ მას, მეც ასე დაგიცავ როცა დაგეძინება , რომ არ მოიწყინო , დაგეფარები რომ არასდროს იტირო... თან მეგობარი მზესაც ხომ უნდა - ეს რატომ ვერ მოვიფიქრე ის ხომ სულ მარტოა, მასაც უნდა, რომ გათბეს .... ანუ შენ ჩემი ღრუბელი იქნები? ჩემი მეგობარი ღრუბელი ( იღიმის ) - (თავს უქნევს თანხმობის ნიშნად ) შენ სხვებს გაათბობ , მე კიდევ შენ. ცოტა ხანს გაჩუმდა ორივე ..... მზეს უყურებდნენ ...... იცით მას მერე ჩვენთვის ორ მზეს არასდროს უნათებია, ადამიანების გათბობაზე არავის უდარდია , მათ ბედნიერებასა და სიხარულზე არავის უფიქრია ... განა იმიტომ , რომ მათ ეს არ სურდათ ? გგონიათ დაავიწყდათ მათი სიტყვები? - არა, უბრალოდ ... უბრალოდ ... ისინი გაიზარდნენ .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent