შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს


27-03-2018, 01:53
ავტორი sweetgirl
ნანახია 1 808

სადღაც შორს,სადაც მუდამ დარია;
სადაც მზემ დრო და დარდი არია;
სადღაც შორს,სადაც შენ არ იქნები
იქ წავალ,მშივიდად ჩუმი ფიქრებით.

სადღაც შორს ვიცი,ბენდიერება
შემოანათებს,დარჩება ჩემთან;
ეს არ გეგონოთ ქედნიერება
არ მიწერია ვიყო იმ ერთთან.

სადღაც შორს არ მაქვს ჩემს თავთან დავაც,
შენთან ახლოს ვარ?უფრო ვერ გავძლებ;
გიყურებ როგორ მშორდები კვლავაც
შენგან შორს წავალ და ამას დავძლევ.

სადღაც შორს მელის მე მომავალი
სადაც რატომღაც შენ არ იქნები
ეჰ,რას მპირდება ეს დრო მავალი,
სად აღმომაჩენს დროის ისრები?

სადღაც შორს წავალ ჩუმად,უმიზნოდ;
მთავარია,რომ მალე გაგშორდე;
მსგავსია,რომ გულს ტყვია უმიზნოთ,
ადვილია, რომ შენს სწორს დაშორდე?

სადღაც შორს,სადაც სევდაც მოივლის;
სადაც არჩენენ დაფლეთილ გულებს;
შევხვდები იმას,ვინც მე მომივლის
იმას გავყვები,ვინც დამიგულებს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent