შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


23-05-2022, 23:25
ნანახია 877

მუსიკა სისხლად იქცევა... პაკეტად იფუთება და ინახება.... ინახება გადასასხმელად.... ინახება მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი ბინძური სისხლი დროდადრო გავფილტრო და ახლით შევაზაო..... ვისხამ ახალ მუსიკას და ვგრძნობ ძველი რაღაცები მავიწყდება თავისით .... ახალი კვამლით მევსება თავი... და უფრო და უფრო მეტად მინდება ეს საზიზღარი ცეკვა.... ცეკვა... ცეკვა....
სიზმრებში მხოლოდ წყალია.... წყალი და წყალი.... იქაც კი მგუდავს ერთი და იგივე....
ახლა თვალებს ვხუჭავ და მინდა ყველაფერს ვლეწავდე.... მინდა ვფშვნიდე და ისმოდეს... ისმოდეს მუსიკა.... მუსიკა....
ბევრი არაყი.... ბევრი სასმელები... ყველაფრის დალეწვა და მუსიკა , რომლის სიმაღლეც უფრო მეტად ბასრავს ტვინის ძარღვებს....
დიდი წყალი და ჰოპ....
დრამი და სიკვდილამდე დაკვრა მასზე...
დრამი და ამოხეთქილი ემოციები....
არაფერი მთელი.... ყველაფერი ნაკუწ-ნაკუწ გადაფშვნილი
დილა შუადღდება.... ღამე დილავდება... შუადღე ღამდება და....  ყველაფერს ეხება ცვლილება .... ყველაფერს ჩემი თავის გარდა.... .
არ მავიწყდება , რომ შენ გელაპარაკები... და ,არც ის მინდა ჩემით თავს გაბეზრებდე.... და საერთოდაც არ მინდა ვინმე მიცნობდეს ოდესმე ....
გათიშვა და დროებით სიკვდილი მინდა .... სიკვდილი მანამ სანამ მე თვითონ არ გადავწყვეტ წამოდგომას....  სიკვდილი მანამ სანამ მე არ მომინდება დანახვა.... და იქნებ მკვდრად დავრჩე ბოლომდე....  რა განსხვავებაა?!... ჩემ შემთხვევაში სულ ერთია... გინდა ვიცოცხლო და გინდა მოვკვდე.... შენ, როგორც გაგეხარდება ჩემო მკითხველო....
იცეკვე... იცეკვე... გაიღიმე....
არ ვამთავრებ ...
არ ვამთავრებ ცხოვრებას და ვაგრძელებ წერას....
ერევა მღვრიე გრძნობები ახლა ამ შავ ასოებს და სიტყვები გამოდის....
ბინძური ჰაერი თავისით შედის ნესტოებში და ვიგუდები....
არ მინდა მერქვას...
არ მინდა დანახვა .... გახედვა.... გამოთქმა .... არსებობა...
და არც სიკვდილი მოდის და.... გავიჭედე შუაში სადღაც ... სადღაც, სადაც არაფერი აღარ ღირს.... სადაც უარაფრობა მომკლავს თავისით....  სადაც შეუწუხებლობა მაწუხებს.... სადაც შეუშლელობა ჭკუიდან მშლის.... სადაც გაჩერება და დასვენება არ მასვენებს...   სადაც არ შეიძლება ცეკვა.... სადაც ვიცლები სისხლისგან ბოლო წვეთამდე და მაინც ყველაფრის გარეშე იძულებული ვარ ვიარსებო... და შენ არ გაიგო, რომ მე მოვმკვდარვარ თურმე....
სიახლეები.... ამბები....  და გიჟური დღეები, რომლებიც აღარ არსებობს და ჩემ გარდა, არც არავინ იცის ამ დედამიწაზე.... კოსმოსს აღწევდა არარსებული ნამდვილი სივრცე, რომელიც ერთ წუთში დაპატარავდა და ჩემი ოთახის კედლამდე დავიდა....
ჩაჟამდა ყველა ნახატი და ახლა სულ ამაოდ ვეძებ მიზეზებს წერისთვის....
ჩემ თავს ისევ ვთხრი მიწიდან, მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ თავიდან დავმარხო....
აღარ მინდა... მოვრჩით!... შეჩერდეს!... დამთავრდეს!    შეწყდეს, სამუდამო უსასრულობა ამ ჩემ გახუნებულ თავში და დამთავრდეს აღქმა და დაირღვა აღთქმა ....
აფეთქდა ნერვები.... აფეთქდა ყველა ნერვი და ნეირულა .... ყველა ალვეოლი გასკდა და სუნთქვაც ჩერდება , აჩქარებით....
მხოლოდ ერთი ხსნა გვრჩება ახლა მე და შენ.... სისხლის გადასხმა... მხოლოდ ახალი და სუფთა მუსიკა თუ გვიშველის, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადავისხათ.... გავფილტროთ ძველი და ავაჩქროლოთ ახალი.... გავგიჟდეთ ... ავწიოკდეთ.... გავაფრინოთ.... ავიჭრათ..... ახალი მუსიკის პაკეტი ბოლომდე შევუშვათ ძარღვებში.... ჩაჩუტული ვენები ისევ გავბეროთ.... მუსიკით.... გული მოვამარაგოთ ახალი სისხლით.... მუსიკით....
დაუწერელი და უთქმელი ლაპარაკი გავაბათ ბოლომდე..... და მოვკვდეთ ცეკვაში.... მოვკვდეთ  უთქმელად.... მოვკვდეთ უსიტყვოდ.... მოვკვდეთ უსიკვდილოდ....
მე და შენ ... ჩემო მკითხველო....
,, მხოლოდ მუსიკა გვინათებდა გზას..."...
სიკვდილთან მივფოფხავ... ახლა.. და ხელები მესერება.... სიკვდილთან დაჩოქილი მივდივარ....
მივდივარ და მაინც ყველა გზას , რაღაც არ არმთავრებს.... რაც არ უნდა ავარჩიო არ მთავრდება.... სიკვდილამდე დრო იწელება....  იწელება და მბეზრდება..... სიკვდილთან ვიცეკვებ უკანასკნელად.... სიკვდილთან ვილაპარაკებ უსიტყვოდ.... და მხოლოდ სიკვდილთან ცეკვისას ვიგრძნობ, რას ნიშნავს გიპყრობდეს დასასრული.... რას ნიშნავს თავის ჭკუაზე ანელებდეს რიტმს რაიმე  .... რას ნიშნავს გრძნობდე, რომ უკანასკნელი არსებობის წამები გაქვს.... სიკვდილით შებოჭვისას მივხვდები , როგორია დახრჩობა მაშინ, როცა სუნთქავ.... სიკვდილის გაღიმებისას, მივხვდები , რას ნიშნავს გააყალბო საკუთარი თავი... რას ნიშნავს ცბიერება....
სიკვდილთან უკანასკნელად ვიცეკვე .... ვიცეკვე ..... სხვებთან მიცეკვია სიკვდილამდე.... თუმცა ახლა სიკვდილთან ვცეკვავ და ახლა ეს ცეკვა სიკვდილთან ცეკვაა.... სიკვდილის შემდეგ კი ვეღარავისთან ვიცეკვებ....
არასოდეს არავისთან მიცეკვია სიკვდილამდე.... სხვები არ არსებობს.... მხოლოდ მე.... მარტო მე.... მხოლოდ მე.... არარსებობს არავინ და არაფერი... მხოლოდ მე და ისიც ნაცრისფერზე უფრო გახუნებულ ტონებში...
ცეკვა... და, როცა სიკვდილი მთლიანად ერთიანდება უჩინრად ჩემში ... მეყინება ძარღვები და სისხლი მდორდება.... გული ყინულს იკიდებს.... და ლურჯდება კანი.... მე ვხედავ... ვხედავ , თუმცა ჩემი თვალები ვეღარ მოძრაობენ .... მექცევა მდორე სისხლი თვალებში და წითლად იღებება სივრცე.... მეყინება ცხვირი და ჰაერის წვრილი ნაკადი შემოდის მხოლოდ....
უცებ იჭიმება ყველა მყესი და ... მეღიმება.... მეღიმება ისე, როგორც ახლა.... უკანასკნელად....
ჰო ... ეს არის... ეს არის სრულყოფილება.....
ამას ჰქვია ცეკვა... ცეკვა სხეულით, რომელსაც სიკვდილის წილი სისხლი გადავუსხი.... ..  .
და მაინც მე არ გამცინებია... ეს სიკვდილი იყო ... მან დამიგრიხა ბაგე.... და გაიღიმა თვითონ.... თვითონ, რათა წითელი თვალებიდან უკანასკნელად დენახებინა ჩემთვის, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტყუილი....
კოსმოსმა წამიღო.... არაგრავიტაციულ სივრცეში დააქანებს ახლა ჩემ მკვდარ სხეულს...  და ასე იქნება მანამ , სანამ გადასასხმელი სისხლის მარაგს არ ამოვწურავ....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent