წვიმის ქალღმერთო
როცა წვიმს ასე მგონია, ეს შენი ცრემლები ეცემა მიწას და ყველაფერს სევდის ელფერს სძენს. არ ვიცი რატომ ტირი ასე ხშირად და ალბათ არც უნდა ვიცოდე. შენი თვალები კი როგორც ჩანს ცრემლებს მიეჩვივნენ. მგონი არც კი გინდა ვინმემ ცრემლები შეგიმშრალოს,დაგამშვიდოს და დაგაჯეროს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან შენ სევდას ისე შეეჩვიე, როგორც მე შევეჩვიე წვიმიან ამინდებს. მაგრამ მაინც ვისურვებდი , შენი სევდის გაქრობა შემძლებოდა , ან სულ თუ არაფერი მისი ნაწილი მაინც გავმხდარიყავი. ასე უფრო ახლოს ვიქნებოდი შენთან, და ვინ იცის იქნებ მაშინ მაინც შეგემჩნიე? თუმცა არაუშავს თუ ვერც შემამჩნევ, რადგან ყოველთვის როცა წვიმს შენთან სიახლოვეს ვგრძნობ. უცნაურად ჟღერს არა? გეთანხმები უცნაური ვარ , ძალიან უცნაური, შენ კი წვიმის ქალღმერთი ხარ, რომელსაც არასოდეს ელევა ცრემლები. მუდამ შორიდან გიყურებ, ლამის უსინდისო სტალკერად გადავიქცე და მიუხედავად იმისა, რომ შენთან მოსვლა ვერასდროს გავბედე, როცა სევდიანს გხედავ მინდება მოვიდე და გაგაღიმო. არ ვიცი როგორ შევძლებდი ამას, მაგრამ ისე მინდა წვიმის ქალღმერთი მზის ქალღმერთად ვაქციო, რომ მზად ვარ სიმამაცე მოვიკრიბო და მოვიდე. სიმამაცე, რომელიც არ მაქვს! ნეტავ მართლა, რომ მოვიდე რა რეაქცია გექნება? ალბათ ვიღაც გარყვნილად ჩამთვლი, რომელიც მთელ თავის თავისუფალ დროს ლამაზი გოგონების თვალთვალში ხარჯავს. მაგრამ შენ ხომ არ იცი, რომ ერთადერთი ხარ ვისაც უკან დავყვები. მე არ ვარ ის საფრთხე, რომელსაც უნდა გაექცე ან დაემალო. პირიქით მე ის მშვიდი თავშესაფარი ვარ, რომელსაც უნდა ეძებდე. თუმცა სამწუხაროდ შენ ჩემზე არაფერი იცი და ვერც გაიგებ, რადგან საამისო გამბედაობა ვშიშობ არასდროს მექნება, ოდნავი სითამამეც კი იმისა პირისპირ , რომ შეგხვდე და შენი ცხოვრება გავაფერადო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.