ცხოვრების წესი
წვიმის წვეთები ნელა მიიწევდნენ დედამიწისკენ და მათივე შესრულებულ სიმღერაზე წყვილად ცეკვავდნენ. პატარა გოგონა სიცილით მიაბიჯებდა წვიმის გუბეებში და მხიარულად ღიღინებდა -წვიმს,წვიმს,წვიმა მოდის!-გაჰკიოდა ის,მისთვის დრო გაყინულიყო,მხოლოდ ის და წვიმის წვეთები არსებობდნენ ახლა. გოგონას უამრავი ოცნება და მიზანი ჰქონდა. მიუხედავად იმისა რომ 10 წლის იყო,ის ყველაფერს აკეთებდა რასაც მასზე საკმაოდ უფროსები აკეთებდნენ და არც აზროვნებით ჩამოუვარდებოდა სხვას. უყვარდა ყველაფერი და არაფრის მიმართ გამოხატავდა სიძულვილს. მაშინ როცა გოგონამ რკინის ქილას ჩაუარა,უცნაური ხმები შემოესმა -აქ ვინ არის?-იკითხა გოგომ და ქილისკენ დაიძრა,შიგნით პატარა შავი კნუტი იჯდა,რომელიც სიცივისაგან კანკალებდა. გოგონამ კისერზე მოხვეული წითელი შარფი მოიხსნა და პატარა კნუტს შემოაფარა -ფრთხილად იყავი ფისო,შენი დედიკო სადა?-საუბრობდა გოგონა და თან ჩანთაში რაღაცის ძიებას განაგრძობდა -აი გამომართვი ჭამე- ჩანთიდან ამოღებული პური კნუტს დაუდო და მასთან საუბარი განაგრძო -მე სახლში დედა დამხვდება და გემრიელ საჭმელს დამახვედრებს ამიტომ შენ ჭამე,იმედია დედაშენი დაბრუნდება...- უთხრა ღიმილით,წამოდგა და გზა განაგრძო. ცა უფრო და უფრო მუქდებოდა,წვიმაც უფრო იმატებდა,გზაზე წვიმისგან დაყენებულ გუბებში სახესაც კი დაინახავდი,გოგონამ გზა გადაჭრა როცა ის მოხვდა რასაც არავინ ელოდა... განა თქვენ ელოდით? სწრაფად მიმავალი მანქანა გზაზე სრიალდება და პირდაპირ გოგონას სხეულისკენ მიიწევს,მისი ბოლო სიტყვები იყო "დედა" და შემდეგ მისი სხეული ჰაერში აიჭრა,მძიმედ დაენარცხა გზას და სუნთქვა შეწყვიტა,მანქანა დანაშაულის ადგილს მოსწყდა. გზაზე გოგონას პატარა სხეული განისვენებდა,მის გვერდით პატარა კნუტი იჯდა პირში წითელი შარფით და თვალებიდან ცხელი ცრემლები მოსდიოდა. წვიმის წვეთებმა ცეკვა შეწყვიტეს და სევდიანად დაიწყეს მოძრაობა,გოგონას სახეზე პატარა ღიმილი გამოსახვოდა,რომელიც ელოდა,სიცოცხლეს ელოდა,რომელიც აღარასდროს დაუბრუნდებოდა მას. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.