შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღელვა


12-08-2022, 23:25
ავტორი aomame.13
ნანახია 4 815

ყოველთვის სამწუხარო შესახედია,
შენი ადამიანი როგორ იკარგება საკუთარ თავში
და არაფერს ელოდები ხოლმე ისე,
როგორც მის ნათქვამ "ყველაფერმა კარგად ჩაიარა,
ჩემი თავი ვიპოვნე"-ს,
მაგრამ ყოველთვის იგვიანებენ ეს სიტყვები
და ხშირად იმდენად,
რომ ლოდინიც გავიწყდება.
ყველაზე რთული სანახავია შენი ადამიანის უმისამართო ხეტიალი ადამიანებში
და ერთ სულზე ხარ,
იპოვოს ის ერთადერთი ადამიანი,
რომ ბინა დაიდოს
და თავისი აფორიაქებული სული დაამშვიდოს.
გინდა,
აღარ ფიქრობდე იმას,
რომ შესაძლოა ახლა,
როცა მის გვერდით არ ხარ ფიზიკურად,
შეიძლება ტიროდეს,
ან უარესი-ვერ ტიროდეს.
გინდა,
ამ დროს ხელი ჩაკიდო და დედამიწა შემოატარო,
შეაგრძნობინო მთელი სილამაზე ამ ცხოვრების
და ფერების აღქმა თავიდან ასწავლო,
თუმცა ამ დროს იაზრებ,
როგორი უძალოა..
და მაშინ გინდა,
რომ ზურგზე შემოისვა და ისე დაანახვო,
თუ სად არის სიცოცხლე,
მაგრამ იმას იაზრებ,
რომ ამისთვის საჭიროა,
რამეს მაინც გრძნობდეს
და ცხოვრების ფიქრებს მისცეს მეტამორფოზის საშუალება.
ის კი არაფერს გრძნობს სიმძიმის გარდა
და არც ფიქრები იცვლებიან.
როცა იცი,
რომ შენი ადამიანი ცუდად არის,
გინდა შენი ბედნიერება გაიხადო
და მას მხრებზე შემოახვიო..
და ეს რომ შესაძლებელი იყოს, დაუფიქრებლად გააკეთებდი..
ყველა სიხალისეს მოაგროვებდი
და თმებში ყვავილების გვირგვინად ჩააწნავდი..
ყველაზე მხიარულ დადგმას მოაწყობდი
და სიზმრად გაუგზავნიდი,
რომ გაღვიძებისას პირველი რასაც გააკეთებდა,
გაღიმება ყოფილიყო..
როცა შენი ადამიანი ცარიელი დადის,
გინდა,
მოძებნო სიტყვები მის გადასარჩენად..
გინდა,
იპოვნო ბილიკი,
რომელიც მთელ ცხოვრებას უსაფრთხოდ და ლაღად გაავლევინებს...

და როცა მისი თვალები ჩამქრალია,
გინდა სრულიად გალაქტიკა აანთო მისთვის..

***
ამ ყველა სურვილზე მეტად კი ის გინდა,
რონ შენ გიყურებდეს გადარჩენასავით,
გადარჩენისთვის...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent