შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსის კატები (თავი 3-4)


24-08-2022, 17:44
ავტორი cyberacid
ნანახია 614

☉ Თავი მესამე

Ყოველ ჩვენგანს წყინს, მაგარამ წყენა ყველას სხვაგვარად გადააქვს. Პირადად მე წყენას ყოველთვის სხვა და სხვანაირად ვუმკლავდებოდი და ზოგჯერ ძალაც არ მქონდა მის წინ დავმდგარიყავი და ხელჩართული ბრძოლა გამეჩაღებინა. Ხანდახან გავრბოდი, როგორც აზნაურები გარბოდნენ ოდესღაც შემოსევების დროს, მეც მეშინოდა მათსავით, არ მომრეოდა წყენა, თავისთან არ წავეყვანე და ზღვის ფსკერზე ქაჯთა ციხეში არ დავეტყვევებინე. Ამიტომაც მრჩებოდა მხოლოდ ერთი გამოსავალი, რაც გაქცევა და მისი არარსებობის დაჯერება იყო. Აქ ძალიან ცოტახანია რაც ვარ და სამწუხაროდ უკვე მოხერხდა ისე, რომ ჩემს გულს, რომელიღაც გალაქტიკაში, ნეგატიურობის სპირალზე მბრუნავი განწირული ვარსკვლავი სინათლის სისწრაფით დატაკებოდა და ოდნავ შეეჯანჯღარებინა, სამოთხიდან გამოეხედა, გამოეფხიზლებინა. Მოხდა ისე, რომ მომიწია დაფიქრება იმ საოცარ გრძნობებზე, რასაც გულს მიაწერენდნენ. Იმ გულწრფელ და უმწიკლო გრძნობებზე, რაც სრულიად ბუნებრივია. Გრძნობები, რომლებიც ხელოვნურად არ ჩნდებიან, გრძნობები, რომლებთაც გამართლება მუდმივად აქვთ. Მათი დაბადება ხომ გარემოსა და სიტუაციეების დამსახურებაა. Სწორედ ეს გრძნობები ასუსტებს ადამიანს და ზოგჯერ მიწასთანაც ასწორებს, თუ მათ გაკონტროლებას არ ისწავლის. Ეს მორიგი გამოწვევა იყო, ამოცანა რომელიც შემეძლო რთულად ამომეხსნა ან გამარტივებული გზა ამერჩია.საბედნიეროდ ყოველივე ეს ბუნებრივად მოხდა და ჩემში მალევე წარმოიშვა მრავალი გრძნობა, რომლებიც ციცინათელებით განათებულ სასაფლაოს კუბოებში განისვენებდნენ. Ჩემი საფლავის გრძნობები პირველად დაუკავშირდა აქაურობას იმის მერე, რაც მხოლოდ ჩემი თავი და მე ვვარსებობდით. Გამოჩნდნენ სხვები, ადამიანები, რომლებიც ზღვის ჰორიზონტიდან მოცურავდნენ, ზოგი თბილი ქვეყნებიდან ჩემკენ მოილტოდა, ზოგიც დაწყევლილი კუნძულებიდან მიახლოვდებოდა. Ამ ადამიანების არამარტო შემჩნევაა საკმარისი, არამედ გააზრებაც რამხელაა მათი პირდაპირი თუ ირიბი კავშირი ჩვენთან.
Ადამიანები არიან არსებები, რომლებთაც შესწევთ ძალა დაგირღვიონ იდილია, გადმოგაგდონ ედემის ბაღებიდან და ჩამოგაგდონ ევას ქალიშვილებთან და ძეებთან. უნდა აირჩიო ოქროს შუალედური გზა, რომელიც ხეების გასწვრივ გადის და მოგონებების სახით მსუბუქ იარებს გაყენებს. ადამიანები ყოველთვის აფექტის ეგოისტურ მდგომარეობაში იმყოფებიან, Როდესაც საფრთხე ექმნება მათ ქაოსის ფუძეზე აგებულ იდეალურ წყობას, რაშიც ისინი თავს იდეალურად გრძნობენ, ამიტომაც საჭიროა მკვეთრი რეაგირება, რაც დაუფიქრებლად ხორციელდება. Მაგრამ არსებობენ ადამიანებიც, რომლებიც დაფიქრებას უგულვებელყოფენ და მხოლოდ თავიანთი გადმოსახედიდან იყურებიან. Შეგრძნება თუ როგორია რეალურად მიტევება, როდესაც მათი შეცდომების გამო შენც განიცდი, მე-ს გარდაქმნის გამოვლინებაა.

☉ Თავი მეოთხე

Მეტროპოლისებში გადაჭიმული უსასრულო ჰორიზონტები მოჩანს. Საიდანაც ოლიმპოს ღმერთები გადაჰყურებენ ნახევარსფეროეებს. Ჰორიზონტი თითქოს დასასრულია ან დასაწყისი სხვა სამყაროსი. Რკინით გაჟღენთილი ქალაქები, რომლებშიც სულები ბუდობენ, ადამიანები, რომლებიც პლანეტებს ამძიმებენ. Ზეფირის თბილი ნიავი აღწევს ტყვიაგაუმტარ საბჭოთა შენობებში. Მეტამორფოზას განიცდის ყველა სხეული. Სიტყვებითა და აზრებით დამძიმებული სულები დაძრწიან ნეტართა კუნძულებზე. Სხეული კანკალით თბება და ისევ მგონია მაკვირდება ყველა, ჩემ გვერძე აღმართული სვეტიდან. Აქამდე მოსაღწევად ქარონი მეხმარება, რომლის საფასურიც რამოდენიმე დღის წინ გავისტუმრე, ჩემი ცხოვრების სახით. Კიდურები შეშდება, ხელს აღარ აქვს ძალა დაწეროს გონების აზრები, მაგრამ ნელ-ნელა გონებაც იყინება და ნაწილებად იშლება. Სიცივე ტვინში აღწევს და აიძულებს ხელს გაჩერდეს. Ჩემი მუზა კართაგენში იბრძვის. Ზღვის ნიმფები დასეირნობენ ივერნის თავზე. Გრაციები სხეულს მითბობენ და ნაზად ეალერსებიან ჩემს ტუჩებს, რომელიც სადაცაა ჩამოიფშხვნება. Შეიძლება ნისლში სხივების დანახვა? Ეს ყველაფერი ხომ ამაოებაა, იმედი იმისა რომ იქ სადღაც მზის სხივები ისევ არსებობენ.
Როდესაც მომწყდარი ხარ შენს სამყაროს და გინდა თუ არა გიწევს თავი გაიტანო იმ რეალობაში, რომელსაც ასე ვერ იტან, რთულია წერო საკუთარი სამყაროს შესახებ. Ჩემი მუზა ჩემი სამყაროს ერთ-ერთ კუთხეში კვდება. Ადამიანები თვლიან, რომ ილუზია რეალობა ვერასდროს იქნება, ისინი მუდმივად კრიტიკულად უყურებდნენ ჩემს სამყაროს, რადგან მისი არსებობის არ ჯეროდათ. Მათ არ ქონდათ ნანახი ბევრი რამ, ისინი არ ფიქრობდნენ ბევრ რამეზე, განა ოცნება დანაშაულია? რატომ უნდათ მიწაზე დაეშვა, რადგან ისინი ვერ ადიან მაღლა? Და საბოლოოდ ვინ საზღვრავს რა არის რეალობა და რა ილუზია? Რათქმაუნდა საზოგადოება, რომელიც უმრავლესობას შეადგენს. Ისინი ვის გამოც ჩემი სამყარო სამუდამოდ დავკარგე. Ამ მდგომარეობაში მე შემიძლია მხოლოდ პოლუსებზე გესაუბროთ, ურბანულ-ინდუსტრიულ საზოგადოებაზე, თეორიებზე, ჩემს გრძნობებზე, ისტორიაზე, და ამ ყველაფერს შეულამაზებლად აგიღწერთ. Დიდიხანია არ წავსულვარ ჩემს დაპროექტებულ სამოთხეში, აქამდე როგორღაც ვცდილობდი გამეხსენებინა ის კოსმოსი, ის ალტერნატიული რეალობა, მაგრამ ახლა არაფერი მახსოვს მის შესახებ. Არ მახსოვს მისი ქალაქები, არც იქ მცხოვრები გობლინები, ნიმფები, გრაციები, ფასკუნჯები და სხვა მრავალი გონების პროდუქციები. Დროებით აუცილებელია ჩემი ცნობიერება გაიწმინდოს, შეივსოს დაკარგული ნაწილები ახლით და სრულად მომზადებული გაემგზავროს ხავერდოვანი მდელოების განზომილებებში და სწორედ ამის შემდეგ მისი ამღვრეული გონება არფით დამშვენებულმა მუზებმა მოიცვან. Დრო ნელა გადის, ამიტომაც ტრანსფორმაცია მალევე ხდება ხილული. Მართალია ვერ დავბრუნდები იქ სადაც ვმოგზაურობდი, მისი პოვნა შეუძლებელია. Გონება იმდენად უსუფთაო და ხარახურებით სავსე მქონდა, მისი დალაგებისას ნაგავს რელევანტური ნივთები გადავაყოლე, რომლებიც იმედია ცოტახნით იქნებიან ტრივიალურ ნაგავსაყრელზე. Იმედია მალე შევხვდებით გონებაში არსებულო საოცარო ქმნილებებო.
ყოველი არეული ნივთი თავის ადგილს უბრუნდება. Უბრუნდება არა ისე როგორც აქამდე იყო, არა, გონება სრულიად ახალი ნივთებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მყარადაა დაწებებული, ხოლო რამდენად მყარად ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. Ესაა ცოდნის განზომილება, რომელიც კაცობრიობას გადარჩენისთვის ეხმარება, ბერკეტი, რომლითაც შანსი ეძლევათ გააცოცხლონ ოდესღაც ხილული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent