მოხუცის სევდა
მოხუცის სევდა იჯდა მოხუცი, ძველი სახლის პატარა ვერანდაზე. რომლის კედლებიც, მისი ხნის, ან ვინ იცის უფრო მეტისაც იყო. იჯდა და სადღაც უსასრულობაში ჩაკარგულიყო მისი მზერა, დიდრონ მწვანე თვალებსაც დასტყობოდათ გარდასული წლები და ქარტეხილები. უსასრულო სევდა იკითხებოდა მის სახეზე, ვინ იცის ახლა რაზე ფიქრობდა მისი გონება, იჯდა და ხელში ფსკვნილს ათამაშებდა, მისი სიცოცხლის ხიდან ჩამოცვენილი წლებივით ჰყრიდა ფსკვნილის მარცვლებს. მერე თითქოს სიცოცხლე დაუბრუნდაო ისე შეირხა და ცრემლითა და სევდით სავსე თვალები, სკოლიდან მომავალ ბავშვებს მიანათა, რომლებიც სიცილ-ყიჟინით ბრუნდებოდნენ შინ. მათ დანახვაზე ოდნავ ღიმილი შეეპარა ასაკისგან დამჭკნარ, დაღარულ ბაგეებზე. თუმცა მერე ისევ სევდიანმა გამომეტყველებამ ჩაანაცვლა დიდი ხნის დავიწყებული ღიმილი, არა მოხუცს არ შურდა მათი. პირიქით, ბავშვების დანახვაზე გული სიხარულით ევსებოდა, უბრალოდ მის ბავშვობას ახსენებდნენ, თითქმის საუკუნის წინანდელ ბედნიერ, უდარდელ დღეებს და ამიტომაც ნაღვლიანდებოდა. რამდენი აუხდენელი ფიქრი და ოცნება დატოვა ბავშვობასთან ერთად, იქვე დარჩა ტკივილი და შიმშილის გამო ტირილში გათენებული ღამეები. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ყველაზე ტკბილი მისთვის მაინც ბავშვობის მოგონებები იყო. სისხამ დილით შუა ცეცხლზე ადუღებული ჩაის მირთმევა მშობლებთან და პატარა ძმასთან ერთად, ძმა რომელიც სიცოცხლეზე მეტად ეძვირფასებოდა. ისიც სხვა დანარჩენთან ერთად წაართვა წლებმა. მაშინ ამ სიმარტოვეს ვერ იფიქრებდა, ვერც წარმოიდგენდა, რომ უძლურების ჟამს წყლის მიმწოდებელიც არ ეყოლებოდა გვერდით, და იმ სახლის და კედლების ტყვე გახდებოდა, რომელსაც ასე რუდუნებით უვლიდა და უფრთხილდებოდა... ფიქრებიდან, თვალზე ჩამოგორებულმა ობოლმა ცრემლმა გამოაფხიზლა, დაკოჟრილი ხელით მოიწმინდა სახე და მზერა ისევ უსასრულობას მიაპყრო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.