მოხუცის ხვედრი
ოჰ,რა ძნელია მოხუცის ხვედრი აუტანელი,დაუნდობელი, შენ კარგი გინდა შენი თავისთვის მაგრამ გაგტანჯავს წუთისოფელი. რა კარგი იყო ახალგაზრდობა, სახე ლამაზი,ტანი წერწეტა აწ სახე მახინჯს, წელში მოხრილსა აღარც კი გინდა თავის შეხედვა. არ უყვარს მოხუცს,გულდაწყვეტილსა სარკეში ნახვა თავის თავისა, ფიქრობს მის თავზე გულდაწყვეტილი რა იყო ადრე, ახლა რა არის. წამალს მოითხოვს მოხუცებული და შეგარქმევენ ხომ სულმოკლესო, აწი რად უნდა მაგას წამალი მოხუცია და უნდა მოკვდესო. გაზრდი შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილსაც ხელს მოჰკრავ, შემდეგ,ისეთს გაკადრებენ იქნებ ამან მთლად მოგკლას. მოხუცს უნდა თბილი სიტყვა, მხოლოდ სიტყვით დაფასება ამით მაშინ მოხუციც და ახალგაზრდაც დაფასდება. მოხუცს უყვარს სულ ყველა, თავისი მომავალია, ამას,ის გვერდს ვერ აუვლის ეს ხომ მისი ვალია. მე გთხოვთ ახალგაზრდებო შეიცვალოთ ფიქრები, ერთ დროს თქვენც ხომ მოხუცნი და უძლურნი იქნებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.