შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ო აი ჩიჩი (სრულად)

11-09-2022, 10:54
ავტორი guroo
ნანახია 3 108

შუა ლექციის დროს შემოყო თავი და ლექტორი გაიხმო. აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოდგა. მერე უსიამოვნო ხმა გავიგე. მეგონა, რომელიმე იდიოტმა პატარა საახალწლო მაშხალა ააფეთქა და თურმე იმ წვერგაუპარსავს უსვრია ლექტორისთვის.
იცით, როგორ გამოიყურებოდა? გაბანჯგლული კისერი და ყელი ჰქონდა, სახეზეც კარგა გრძელი წვერი ჩამოზრდოდა - თავი რომ შემოყო, მაშინვე შევამჩნიე და ზიზღი მომგვარა. პირველად ვნახე ადამიანს ასე ნათლად რომ აჩნდეს, რისი გამკეთებელია. ჰაბიტუსი, როგორც აბრა, ზედ მიწერილი გაფრთხილებით: "ჩემგან კარგს არაფერს ელოდო", ნამდვილად ააშკარავებდა ამ კაცის დეგრადირებულ პიროვნებას (თუკი ოდესმე იყო მაინც პიროვნება), თითქოს მისმა თავმოუვლელობამ გათქვა ჩუმი და ბოროტი განზრახვები; თითქოს მიმანიშნა, რომ ამ კაცისთვის უცხო უნდა ყოფილიყო სისპეტაკე, კეთისინდისიერება და არ უნდა ჰქონოდა სუფთა გული, რაც, ჩემი წარმოდგენით, კეთილშობილ ადამიანებს ახასიათებთ.
ლექტორი მოკლა. სისხლის გუბეში ჩაწოლილი დატოვა ქალი და გაიქცა.
ახლო ნაცნობობა არ მქონია ამ ქალთან. თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძნობ არაფამილალურ ურთიერთობებში, ამიტომ ფორმალობების მოყვარული ვარ და ლექტორთანაც მაქსიმალურ დისტანციას ვინარჩუნებდი. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, დამენახა, რომ ჩემი ლექტორი უზღვავ თავდაჯერებას აფრქვევდა, მყარი ღირებულებათა სისტემა ჰქონდა და სხვა ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, შეუბოჭავი და თავისუფალი იყო, მართლა ბოლომდე ღია ნებისმიერი სიახლისთვისა თუ უჩვეულობისთვის. ჩემი ღრმა რწმენით, ახალი ეპოქის, ახალი სულიერი და პიროვნული ორიენტაციის ადამიანი სწორედ მისნაირი უნდა ყოფილიყო: ვისაც შეუძლია პატივი სცეს ადამიანებს შორის არსებულ განსხვავებებს. იმდენად ჭარბი დადებითი ენერგიები მოედინებოდა მისგან, რომ ვერასდროს ვიფიქრებდი, მტრები თუ ეყოლებოდა. მე კი იმ კაცში ამოვიცანი ზიზღისმომგვრელი ბოროტება და არაფერი გავაკეთე. ყურადღებაც არ მიმიქცევია მაშინ გაჩენილი წინათგრძნობისთვის. იმიტომ, რომ საკუთარ თავს ყოველთვის იმაზე გვიან ვუსმენ, ვიდრე საჭიროა. ლექტორი ცოცხალი რომ დაბრუნებულიყო აუდიტორიაში და ლექცია გაეგრძელებინა, ღამეული კოშმარივით უგულისყუროდ მივივიწყებდი ყველა უსიამო მინიშნებას, აღარასდროს დავფიქრდებოდი იმაზე, ნამდვილად ეტყობოდა თუ არა კაცს, რომ ვინმეს მოკვლა შეეძლო...
გულწრფელი რომ ვიყო, პეპლის ეფექტით რაც არ უნდა საუკეთესო ვარიანტი შევარჩიო ამ თავზარდამცემი ამბის სხვაგვარი სცენარით გასავითარებლად, უნდა ვაღიარო, რომ მაინც ვერ გადავარჩენდი ჩემს ლექტროს, რადგან შემეშინდებოდა, არ გავტოკდებოდი, ვერაფერს ვიზამდი. მე ქვეშაფსია ლაჩარი ვარ.
მთელი დღე გამაწვალა მკვლელობის გამო გადატანილმა შოკმა და დამნაშავეობის შეგრძნებამ. რაკი ამის გაძლება არ შემეძლო, სახლში რომ მივედი, ოჯახის წევრებს ვთხოვე, ცოტა დაგველია. ყველა დაფაცურდა. საღამოსთვის ისედაც ჰქონდა გემრიელი საჭმელები გამზადებული, მაგრამ დედამ მოინდომა, ბარემ მთელი ოჯახი შევკრებილიყავით და დიდი ლხინი მოგვეწყო. ამიტომ ბებიასთან ერთად შეუდგა დამატებითი კერძების მომზადებასა და ხაჭაპურების ცხობას. მამამ მაშინვე მობილური მოიმარჯვა და ჩემს დას დაურეკა, უფროსწორად სიძეს და ისინიც დაპატიჟა. კაცები კაცებთან უნდა აგვარებდნენო საქმეებს - ასე უთხრა დედაჩემს, რომელმაც უსაყვედურა საკუთარი შვილისთვის რომ დაგერეკა, კი არ შეგჭამდაო. მე, რა თქმა უნდა, ბებიაჩემის დაყენებულ საშობაოს მივაშურე, დიდი ჭურჭლიდან ჩამოვასხი ულამაზეს, გამჭვირვალე შუშის დოქში და ცარიელი სუფრის შუაგულში დავდგი. მერე სავარძელში მოვთავსდი, რომ აფუსფუსებულ ოჯახს დავლოდებოდი და მართალია, არ ვიცოდი რამდენ ხანს გასტანდა ლოდინი, გადავწყვიტე, მთელი ეს დრო სხვებისგან მალულად გამომეხრა თავი და ბოლო ზღვრამდე მიმეყვანა სულის ფორიაქი.
როგორ ვგავდით მე და საშობაო ერთანეთს. ის ნათურისგან შუქფენილი და მუქ შვინდისფრად მოელვარე მარტოდმარტო იდგა დიდ მაგიდაზე, მე კი - დარდისგან სახემოქუფრული, ოჯახის საერთო წყობიდან ამოვარდნილი, ეული ვესვენე ფართო სავარძელში და იმედი არ მქონდა, რომ ვინმეს გამოვძებნიდი, მწუხარება რომ მისთვის გამეზიარებინა და მძიმე ფიქრებისგან გავთავისუფლებულიყავი.
ჩამთვლიმა. როცა გამაღვიძეს, ჩემი და უკვე მოსულიყო ქმართან და შვილებთან ერთად, ყველანი მაგიდის გარშემო ისხდნენ.
- მოდი, გიორგი, შენს ლოდინში ნერწყვით აგვევსო პირი.
- სუფრასთან ეგ რომ არ ახსენო, არ შეგიძლია? - დედამ ზიზღით შეუბღვირა მამაჩემს; - მოდი, შვილო, შენ გელოდებით, რომ ჭამა დავიწყოთ.
კიდევ კარგი, ასეთ სიტუაციებში მაინც შემიძლია, რომ თავი ვიგრძნო რაღაც ჩემზე დიდის ნაწილად.
საღამო ლაღად წარიმართა. ვსვამდი და ვთვრებოდი, ვიღიმოდი და ნაღველს ვფარავდი, ვლპარაკობდი დანარჩენების გასაცინებლად და თანდათან მავიწყდებოდა, რატომ მოვინდომე ალკოჰოლის მიღება.
- ახლა დროა, რომ ყველამ ერთად თავი გავიგიჟოთ! - ჭიქის გამოცლისთანავე შევძახე გავარვარებულ ყელში ახმიანებული მსუყე ხმით და თვალი მოვატარე ირგვლივ მყოფებს; - ბებო, შენი მოქნილობის და ენერგიულობის ნახვა ისე მინდა, როგორც არასდროს და ამიტომ, ამჯერად უარი არ უნდა მითხრა; - ისე დამაჯერებლად გამომივიდა, რომ ბებიაჩემის დათანხმება შევძელი.
ჩემი დიშვილების მკლავებს ჩავაფრინდი, ენერგიულად მოვქაჩე და სიმთვრალის გამო ოდნავ ძალადობირივი გამომივიდა მათი სკამებიდან წამოყენება, მაგრამ ყველას ესმოდა ჩემი, არავის გაუპროტესტებია ცხოველივით რომ ვიქცეოდი. მე ხომ ამდენი დავლიე და მიჭირდა ძალის მოზომვა... დანარჩენიბიც ხალისით შემოგვიერთდნენ, მხოლოდ ბებიაჩემი წუწუნებდა სიბერესა და ამისთანა რაღაცებზე.
წრეზე დავდექით. მე ცენტრში გადავინაცვლე და იქიდან შევეცადე თამაშის წესების ახსნას:
- ე.ი. რასაც ვიტყვი და გავაკეთებ, თქვენც იგივეს იმეორებთ. ოღონდ მას შემდეგ, როცა მე დავასრულებ. იგივე სიტყვები, იგივე მოძრაობები, იგივე ტონალობა! გასაგებია?
ყველამ გაიგო.
-ო აი ჩიჩი; - მარჯვენა ხელი ავწიე, საჩვენებელი თითის გარდა სხვა თითები მოვხარე და ეს ჰაერში აღმართული, ზედ ბეჭედწამოცმული თითი წრიულად დავატრიალე.
დაველოდე, ისინი როდის იტყოდნენ და გაიმეორებდნენ.
- ჩიჩი კორე; - მარჯვენა ხელი კვლავ იგივე პოზაში მქონდა, მაგრამ ახლა მარცენა ხელიც მივაშველე და ისევ წრიულად დავატრიალე საჩვენებელი თითი.
მათ სიცილ-კისკისით გაიმეორეს.
- ჩი კო რისა! - ორივე ხელი დავატრიალე და მერე ტაში შემოვკარი.
კვლავ უშეცდომოდ გაიმეორეს.
- ა რისა რისა მანგა; - ხელები ჩამოვუშვი და თეძოები სექსუალურად ავამოძრავე.
ყველას სიცილი წასკდა. უფრო მეტად იმაზე გაეცინათ, რომ წარმოიდგინეს ამას როგორ გააკეთებდენ თვითონ და მერე სასმლისგან გათამამებულებმა ესეც უყოყმანოდ გაიმეორეს. თუმცა, ბებიაჩემს გაუჭირდა მოქნილი ჩატეხვების შესრულება.
- სან სიმანგა - ორივე ხელი მარცხნივ გავაცურე, თითქოს რაღაც სალოლიავები გადავაადგილე.
და მათაც გაიმეორეს.
- სიმანგა; - იგივე მოძრაობა, ამჯერად მარჯვნივ.
კიდევ ორჯერ დავაძახებინე სიმანგა, ორჯერ გავაკეთებინა ბოლო მოძრაობა და როცა ყველას სახეზე კმაყოფილება, სიმორცხვეზე გამარჯვებისგან მოზღვავებული ადრენალინი ამოვიკითხე, შვებით ამოვისუნთქე. მიხაროდა, რომ გამომივიდა მათი გამხიარულება.
თამაშის მთავარი ხიბლი ისაა, რომ მეორედ ჩურჩულით აკეთებ ამ ყველაფერს, მესამედ კი - იოგების ჩაწყვეტამდე ხმამაღალი ყვირილით. ღრიალს მეტი სიმძაფრე მოაქვს, სახესაც მეტი თეატრალურობით გამანჭვინებს... ისე გამოვიდა, რომ ბოლოს ერთმანეთის გადმოკარკლულ თვალებზე, შეშლილ გამომეტყველებაზე და განწირულ ყვირილზე ვბჟირდებოდით სიცილისგან.
- ვინმემ მუცელი დამიჭირეთ; - უკვე მეათედ მაინც იხვეწებოდა ჩემი სიძე და თან ბებიაჩემს დასცინოდა, ეს რა დავინახეო.
მარტო ის კი არა, ყველა ბებიაჩემს დავცინოდით. იმიტომ, რომ ამ თამაშის ნამდვილი ვარსკვლავი აღმოჩნდა.
შემდეგ დაღლილები ისევ მაგიდას მივუსხედით. კიდევ ერთი სადღეგრძელო მივუძღვენით ჩვენს ვარსკვლავ ქალბატონს, ბებიაჩემს და სასმელს სულმოუთქმელად დავეწაფეთ. იმ ჭიქის მერე რა ხდებოდა, ბუნდოვნად მახსოვს.
შემომრჩა მხოლოდ ერთი მომენტი, რომლის სრული კონტექსტი ვერაფრით აღვიდგინე, მაგრამ მაშინ იმდენად ძლიერ მომეფხორჭნა სული, განწირული ვიყავი, რომ ამას ვერ დავივიწყებდი.
მახსოვს, რომ ბებიაჩემმა ტელევიზორის ყურება მოინდომა. ახალი ამბები თუ არ მოვისმინე, ისე რა დამაძინებსო. ჰოდა, რომელიღაც საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანმა გამოაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა სიცოცხლეს გამოასალმა. ჩემი უნივერსიტეტის სახელმაც გაიჟღერა და წამის მეასედში გადაიძრო მუმიასავით ნიღბებით შეძონძილმა სასოწარკვეთილებამ ყველა ქარაგმა, მანამდე რომ თავგზას უბნევდა ჩემს ცნობიერებამდე ჩახერგილი გზების გამოსავლელად.
- ვაიმე, დედი, შენ მოგიკვდეს ლამარა. ნეტავ, არასდროს გადაყროდი მაგ პირუტყვსა; - ძლივს წაილუღლუღა ბებიაჩემმა და ხმამაღლა აქვითინდა.
მე კი გული მომეწურა. თავი ასმაგად და ათასმაგად დამნაშავედ ვიგრძენი. მეტკინა, რომ შევძელი და უმტკივნეულოდ დავივიწყე ყველაფერი. ლაჩარი ვიყავი, სრულყოფილი, სრულქმნილი, იდეალური ლაჩარი.

№1 სტუმარი Mirabel müller

ყოველ ჯერზე,როცა ვიგებ ახალ მსხვერპლზე ტანში უსიამოვნოდ მცრის. ეს კაცები ავადმყოფები არიან და თავისუფლად დადიან. დღეს ერთი, ხვალ მეორე. ამ დროს კი ამდენი ადამიანი სულ ტყუილად ვართ ამ ქვეყნად. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, მეტზე ფიქრი არ მინდა. მყოფნის მოარული ამბები.

№2  offline მოდერი guroo

Mirabel müller

მგონი, ჩანახატშიც იგრძნობა ერთგვარი შეგუება მოცემულობის მიმართ. აქცენტი დასმულია არა მკვლელობაზე, არამედ გიორგის უაღრესად სუბიექტურ დამოკიდებულობაზე. იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს, საიდან საზრდოობს მისი პოზიცია, როგორ ერწყმის და ექსოვება მანამდე უკვე არსებულ ტრავმატულ ხალიჩას.
პირადად ჩემთვის, საინტერესოა, გიორგისთვის რომ მეთხოვა, პერსონაჟები დამიხასიათე და მითხარი მათგან რა ვაიბები მოდის-მეთქი, რას მეტყოდა. ფაქტია, მხოლოდ მკვლელის შესახებ ლაპარაკობს და ისიც ფაქტია, რომ ადამიანების გარეგნობასა და ქცევებზე დაკვირვებით გარკვეული მინიშნებების წაკითხვაც უყვარს, ან შესაძლოა თვითონ ქმნის პარალელებსა და ასოციაციებს, რასაც შემდგომში წინათგრძნობასა და წინსწრებით რაღაცის მიხვედრას უწოდებს. ამას რა მნიშვნელობა აქვს... მე მაინტერესებს, რატომ არიდებს თავს, ამგვარადვე გაანალიზოს ოჯახის წევრები. რატომ აიგნორებს მამამისის რეპლიკას, რომ კაცები კაცებთან უნდა აგვარებდნენ საქმეს ან რატომ არ ამბობს, როგორი შეიძლება იყოს ადამიანი, ვინც ჭამის დროს ნერწყვის შესახებ საუბრობს? მან ხომ რუდუნებით აგვიხსნა იმ წვერგაუპარსავ კაცში რა ენიშნა არასასიამოვნო? ჰოდა, ნუ არის ჩუმად, ნუ არის შერჩევითი ამ ჩანახატის პერსონაჟების მიმართ.
მგონი, საკმარისად ვთქვი. აქ მორჩა.

№3 სტუმარი Mirabel Müller

guroo

ყველაფერი შერჩევითია, ნუ მოსთხოვ მეტ თანაგრძნობასა და შემწყნარებლობას. პერსონაჟებს ასე ღრმად რომ შეჰხებოდა, მეეჭვება რომელიმე კარგად დაგვმახსოვრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს აბსოლუტურად კარგი ან ცუდი. ადამიანურ ბუნებას სხვაგვარად არ შეუძლია,უნდა შესცოდოს კიდეც და არც სიკეთის გარეშე შეუძლია.
რაც შეეხება იმას, რომ კაცებმა კაცებთან უნდა მოაგვარონო,ხომ?! ხომ იცი ამ საუბრის ტონს რაც ჰქვია? პირში ნერწყვის მოდგომა... ჰმ, ეთიკისგან შორსაა, სადღაც იქით და არც ძალიან შორს. დანარჩენებს გამოვტოვებ, საბოლოო ჯამში, უცნაური ვინმე ხარ, ბატონო ავტორო.

№4  offline მოდერი guroo

არა, პერსონაჟებისგან იმაზე მეტს ვერ მოვითხოვ, რაც მე არ გავაკეთებინე. გამოდის, მოთხოვნები უნდა წავუყენო საკუთარ თავს. მაგრამ რაკი ასეთ ამბივალენტურობამდე მივედით და ამაზე ღიად ვლაპარაკობ, ესე იგი, განზრახ და გააზრებულად დავწერე ყველაფერი.
რაც შეეხება ჩემი, როგორც მკითხველის, პრეტენზიებს გიორგის მიმართ, ისინი განპირობებული არ არის იმ სურვილით, რომ მეტის წაკითხვა და ამით სიამოვნების მიღება მინდა. ვცდილობ, გამოვჩხრიკო გადაკვეთის წერტილი, რომელიც საერთოა მკვლელობისთვისაც, გიორგის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვისაც და იმ გათამაშებული სპექტაკლისთვისაც, რაც ჩანახატში ვიხილეთ.
ადრე მიხაროდა ხოლმე, თუ ვინმე მეტყოდა, უცნაური ხარო. ახლა გული მწყდება.
მაგრამ სულ ერთია. შენ მაინც დიდი მადლობა გამოჩენილი ყურადღებისთვის❤️ ვაფასებ ამას.

№5  offline წევრი ჰაიკო

"..ვსვამდი და ვთვრებოდი, ვიღიმოდი და ნაღველს ვფარავდი, ვლპარაკობდი დანარჩენების გასაცინებლად". ამ 10 სიტყვაში ჩატეული ყველაფერი.
აქვე: "..ძველ ტკივილებს ნერვებში ვიზელ, სხვებთან ვიღიმი, სულ მარტივად ვასაღებ ნაგავს."

გურამ, გრამატკიკული კუთხით შეცდომები აშკარაა, თუმცა ეს იმდენად უმნიშვნელოა შინაარსთან და შენს სათქმელთან შედარებით, რომელიც ამ ჩანახატით უბრალოდ შეგინიღბავს, მოვკეტავ. ბრწყინვალედ გაქვს გადმოცემული სულიერი განცდები, ყველაზე ზუსტი, შეულამაზებელი სიტყვებით, ვაფასებ.
ბრავო, ოსტატო.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

№6  offline მოდერი guroo

ჰაიკო
"..ვსვამდი და ვთვრებოდი, ვიღიმოდი და ნაღველს ვფარავდი, ვლპარაკობდი დანარჩენების გასაცინებლად". ამ 10 სიტყვაში ჩატეული ყველაფერი.
აქვე: "..ძველ ტკივილებს ნერვებში ვიზელ, სხვებთან ვიღიმი, სულ მარტივად ვასაღებ ნაგავს."

გურამ, გრამატკიკული კუთხით შეცდომები აშკარაა, თუმცა ეს იმდენად უმნიშვნელოა შინაარსთან და შენს სათქმელთან შედარებით, რომელიც ამ ჩანახატით უბრალოდ შეგინიღბავს, მოვკეტავ. ბრწყინვალედ გაქვს გადმოცემული სულიერი განცდები, ყველაზე ზუსტი, შეულამაზებელი სიტყვებით, ვაფასებ.
ბრავო, ოსტატო.

გამარჯობა, ჰაიკო! დილით შენი კომენტარი რომ დავინახე, მერე რომ წავიკითხე და გავიბადრე თავიდან ფეხებამდე, სულ მთლიანად, აი, მაგის შემდეგ საოცარი სამუშაო დღე მქონდა. სუპერ შედეგი დავდე!
თითოეული სიტყვისთვის ძალიან დიდი მადლობა შენ❤️ ამდენად ყურადღებიანი წაკითხვისაც მადლობა! მე ხომ იმიტომ ვწერ, რომ შემდეგ დაწერილით მკითხველს ვეთამაშო. ა ბატონო, თავსატეხი. ამოხსენით და გამახარეთ იმის შეგრძნებით, რომ კარგი, შეკრული, ლოგიკური და მართლა ხელშესახები გამომივიდა. ხომ იცი, როგორ გამისწორდა?! უჰჰჰჰ❤️❤️❤️
მეორე ციტატა საიდან არის? დამაინტერესა.
შეცდომები ზოგი აკრეფისას გამეპარა, ზოგიერთი მათგანი კი უვიცობის გამო დავუშვი. ამიტომ, ნუ მოგერიდება და თუ მაინც და მაინც სიზარმაცის პრობლემა არ გაქვს, აუცილებლად მიმითითე უკლებლივ ყველაზე.
კიდევ ერთხელ მადლობა❤️

№7 სტუმარი სტუმარი ლილიანა

იცი როგორი ასოციაცია დამიტოვა ამ ჩანახატმა? აი, რომ იტყვიან, თავის თვალში დირეს ვერ ამჩნევს და სხვის თვალში ბეწვსა ხედავსო. თვალში ცუდად მომხვდა გიორგის მამის დამოკიდებულება ქალების მიმართ. თუმცა, გიორგი ამაზე არ ამახვილებს ყურადღებას და მკვლელის სულს კი ღრმად იკვლევს. თუმცა მხოლოდ იკვლევა. საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, ვერც შეაჩერებდა. შეიძლება პროტესტიც ვერ გამოეხატა ხმამაღლა. შესაძლოა კი არა, ასე იქნებოდა. სახლშიც კი ვერ თქვა, რა აწუხებდა. არადა, როგორ გახშირდა ქმრებისგან ცოლების დახოცვის ფაქტები. აქ, საზოგადოება უნდა იყოს მყარი და ძლიერი. საზოგადოებას კი თითოეული ჩვენგანი ვქმნით. ჩვენ თუ ლაჩრებივით მოვიქცევით, რა გარანტია გვაქვს, შემდეგი მსხვწრპლი ჩვენ არ ვიქნებით. სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო. მხოლოდ წუხილით შემოვიფარგლებით.კი, ჩვენც გვქონია მომენტი, როდესაც ფრჩხილები დაგვიჭამია ნერვიულობით, ასე რომ მექნა, ეს ხომ არ მიხდებოდაო, მაგრამ მსგავს სიტუაციაში ხელმეორედ აღმოჩენისას ისევ ძველებურად მოვქცეულვართ. გამბედაობა არ გვყოფნის და იმიტომ. ძალიან ავურიე. აზრი გამექცა. იმის თქმა მინდოდა, რომ, როგორც კი შევნიშნავთ გარშემო ძალადობის ფაქტს, მსხვერპლს თანადგომა უნდა აღმოვუჩინოთ, რომ მკვლელობამდე აღარ მივიდეს საქმე. ძალა უნდა ვიპოვოთ ჩვენს თავებში. და საზოგადოების განკურნვა ოჯახებიდან უნდა დავიწყოთ.

სულს ხვდება და გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს...

№8  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა

სამარცხვინოდ გვიან გპასუხობ.
არ მადარდებს, რომ ვიღაც მოკლეს. ამისთვის არ დამიწერია. ეს ჩანახატი არის გიორგის შესახებ და ყველაფერი, რაც აქ წერია, საერთოდ ყველა ამბავი (არეულად თუ მწყობრად მოყოლილი), ნაძვის ხის მოკაზმულობასავითაა. უბრალოდ ასეა საჭირო. უნდა მორთო ნაძვის ხე. სხვა კი არაფერია გასაკეთებელი.
ამ შემთხვევაში ფემიციდი ისე კი არ არის განხილული (ღმერთო, რა განხილვა, რის განხილვა დდდ გადაჭარბებით ვწერ ამ სიტყვას), როგორც პრობლემა, არამედ როგორც ყოველდღიურობის შემადგენელი ერთი არაფრით გამორჩეული კომპონენტი. რუტინის მცირედი ნაწილი. მშრალი ფაქტი. ვითომ კარტოფილი შეწვი და შეჭამე. დაახლოებით ამ დონეზე ჩვეულებრივი, ანუ!
მაგრამ სწორედ ასეთი უმნიშვნელო წვრილმანები ან დიდმანები შეეხებიან ხოლმე ჩვენს მიძინებულ, ინერციას მინდობილ შინაგან ზემატერიალურს და მერე ფსიქიკა გვერყევა. მერე იღვიძებს დიდი სევდა, მერე ფუხფუხს იწყებს სულის დასარქველებული წუმპე - მყრალი და საზიზღარი...
აი, ამაზე მინდოდა, დამეწერა და არ გამომივიდა.

№9 სტუმარი სტუმარი ლილიანა

ნახევარი წელი გავიდა))) ცოცხალი ხარ გურამ?
სიახლეც აღარ აგიტვირთავს......

№10  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
ნახევარი წელი გავიდა))) ცოცხალი ხარ გურამ?
სიახლეც აღარ აგიტვირთავს......

ვაიმე, ახლა არ გავსკდე ბედნიერებისგან!
ცოცხალი ვარ, არაფერი მიჭირს. უბრალოდ დიდი ხანია აღარ დამიწერია.
იმედს ვიტოვებ, რომ შენც კარგად ხარ❤️
საოცარი გოგო ხარ, ძალიან თბილი და ყურადღებიანი. მილიონი მადლობა ამისთვის შენ!!!!!

№11  offline ადმინი ელ პინი

ალბათ, გძინავს. არა, ამ დროს ადამიანებს ზოგადად ძინავთ, მაგრამ მე უკუღმა ვცხოვრობ. უკვე მეძინა. ვეღარც ვითვლი მერამდენე დღეა გათენებას ველოდები, თუ მერამდენე ღამეა... რავი, რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი. ამ შემოთენებისას იმის ნაცვლად რომ გეომეტრიის ახსნები მომესმინა, აქ შემოვედი. ვერ ვიტან ამ გულახდილობის ბუნაგს და ვერც შენ. არ უნდა შემოვსულიყავი, რაღაცნაირად გაბრაზებული მივდივარ და იმიტომ. განა რამეს ვეძებდი წასაკითხად? პირდაპირ აქ შემოვალაჯე, რამე ემოციურად გამანადგურებელი მინდოდა წამეკითხა, კარგად რომ მეტირა. ვიღაც სირ.მა ტირილი საუკეთესო თერაპიააო. თავს იმით ვიმშვიდებ ხანდახან, რომ უბრალოდ თერაპიისთვის ვტირი და არა - მიზეზების გამო. კაცმა რომ მკითხოს, ბედნიერი ვარ. სისულელეა ამაზე გაგრძელებაც. კაი გაღიმებული დავრჩი. მაგარია, ტირილის ნაცვლად ნერვი ამიშალე. გულწრფელად რომ ვთქვა, მე ეს გიორგი გურამი მგონია. ის გურამი, რომელსაც გარშემო ყველაფერი ფეხებზე კიდია, მაგრამ ხანდახან მაინც ფიქრობს რაღაცებზე კი ვდარდობო - ესეც ნამუსისთვის. როგორი რაღაცაა იცი? აი, ლაწირაკი რომ რაღაცაზე მაგრად გაბრაზდება და მერე საყვარელ საჭმელს უყიდის დედამისი შემოსარიგებლად, იმ წუთასვე ივიწყებს იმ ბრაზს და ძალიან ბედნიერად შეექცევა პილმენს. ეს პილმენი საიდან მომაგონდა ამ წუთას არ ვიცი, მაგრამ განსაკუთრებით ლაწირაკები კი ივსებენ კუჭს. დაახლოებით ასეთივე იყო "გიორგად" ჩაფიქრებული გურამის დამოკიდებულებაც. ვითომ ლექციაზე კი არ იჯდა წუთის წინ, სახლში მოკალათებული ბატიბუტის ყბაში გაქანებით უყურებდა რომელიღაც საშინელებათა ფილმს. ანუ ქალი მოკლეს და შენ ვერაფერი. ის მიყვარს, გონებაში რომ ვხატავთ ხოლმე ჩვენი ქცევების დიაპაზონს. გულის სიღრმეში მაგარი ჩმორიკები ვართ (?). თუ გაკეთება და ჰერკულესობა გინდა, ააგდე ეგ ზემოთ და დროულად იმოქმედე, თორემ მერე ლაყბობის აზრი? უბრალოდ ლენჩი ხარ, რომელმაც ლაპარაკის მეტი არაფერი იცის. ეს ძალიან მაგიჟებს ხოლმე, მე არ შემიძლია ასეთ ურეაქციო ადამიანებთან ურთიერთობა. მაგარი მოსაწყენია. როცა მე სულ სადღაც მეჩქარება, ხელებს ვშლი, სახის ყველა მიმიკას ვიყენებ, სქელ ტუჩებს გიჟივით ვამეტყველებ, შენ ერთი ემოციით როგორ უნდა მისმინო ან ამყვე დიალოგში? ასეთი დებილი პერსონაჟი კიდევ თუ ვინმე გყავს, ვერ ვიხსენებ. რომ გელაპარაკე, მაშინ ის ჩიტებიანი კაცი გიხსენე მემგონი და ახლა ამან გადმოიწია წინა პლანზე. გუშინწინ დედაჩემმა რაღაც საშინელი ფოტოები მაჩვენა, როგორ ვცდილობ დავივიწყო, გონებიდან და თვალებიდან ამოვიგდო, სიმშვიდე რომ აღარ დამერღვას, მაგრამ საშინლად გამომდის და მასწავლის გიორგიმ როგორ აკეთებს ამას? :) თან რა გულისამრევი იყო. მეტკინა და გული მომეწურაო. კარგი, რა! თავის დასამშვიდებლად ისე ვიფიქრებ, რომ ამას თითქოს ძალიანაც უნდოდა არ დაევიწყებინა ასე უცებ ყველაფერი, მაგრამ ვერ გამოსდიოდა. ჯანდაბას! ალბათ, ძალიან ცარიელმა დაწერე. სხვა აზრი ვერ მომდის თავში. თან ისეთი მშრალი იყო ეს სიკვდილის სცენა, სისხლის გუბეში მწოლიარეც ვერ წარმოვიდგინე ქალი. ვერც ის წვერიანი. რამდენს მეტყველებს ფიზიკურობა ადამიანებზე? არის ხოლმე თვალები, რომელიც მხოლოდ ზიზღს აფრქვევს. ალბათ, ამ გონჯსაც ეგეთი ჰქონდა. მერე ეს ოჯახური სცენა... არ მინდა ამაზე არაფრის თქმა. დავარქვათ ამას (მოჩვენებითი) ბედნიერების განსახიერება. (ვიტყუებით). მთელი ჩანახატი იმის მცდელობა იყო, რომ გიორგის დაევიწყებინა მკვლელობის ფაქტი და ამასობაში ძალიან ბევრი რამ ფეხზე დაიკიდა. საერთოდ არ ყოფილა კონცენტრირებული ადამიანებზე, პირიქით, სულერთი იყო ვინ იჯდებოდა სუფრასთან, მხოლოდ სხეულები სჭირდებოდა. ეგეც, მარტო რომ არ ეგრძნო თავი და ძაან უნამუსოდ არ გამოსვლოდა დალევა-გართობა. ეგოცენტრული პერსონაჟია, რას ვიზამთ. თუ გინდოდა, გამოგივიდა. ნანახისგან დაცლაც ამის გამო უნდოდა. რატომ დაიღლის გონებას რო? შენც ასეთი ხარ! რა ვიცი, მეც რაღა ეს გავხსენი? დამეძებნა რამე სხვა, იქნებ, მეტირა მართლა, მაგრამ ჩავთვალოთ რომ ყველაფერი რაღაცისთვის ხდება. დასასრულზე საერთოდ არ ვილაპარაკებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ცალი ტუჩი ამრეზილი მქონდა. გაბრაზებული მივდივარ. იმედია, განცდილ გრძნობებს ინახავ ხოლმე. არ შეიძლება ასე, მე არ მინდა!

№12  offline მოდერი guroo

ელ პინი

საერთოდ არ გამკვირვებია, რომ შუაღამისას თუ გამთენიისას ბუსავით მღვიძარე იყავი. ბუ, ალბათ, რომელიღაც ხის ტოტზე იჯდა თვალებდაჭყეტილი, შენ კი - მორკალებული მთვარის ჩაღრმავებულ ნაწილში მოკალათებული. შენთვითონ ამბობ უკუღმა ვცხოვრობო და უკუღმართს მაინც მე მეძახი ხოლმე. დდდ მგონი, დედამიწისადმი უკუღმაც ცხოვრობ. მლიქვნელობის კიბოთი დაავადებული ტვინი ახლა იმას მკარნახობს, ბარემ უთხარი, რომ დედამიწის უკუ მიღმაა ისედაცო.
ერთი კითხვა მაქვს: რატომ ეძAხი გულახდილობის ბუნაგს იმას, სადაც უამრავ ტყუილს პოულობ? მე დანამდვილებით ვიცი, რომ გულწრფელობასთან დაკავშირებული ყველა სიტყვა, კრიტიკა თუ კომპლიმენტი დამსახურებულად უნდა შევიფერო, მაგრამ მაინც გეკითხები.
ემოციურად გამანადგურებელს ჩემთან რომ ეძებდი, გამისწორდა. ოღონდ ისიც უნდა ვთქვა, რომ ცდებოდი, პინო. აქამდეც ბევრჯერ შემცდარხარ ამაში და ფუჭი მოლოდინების გამო, რომელიც ჩემგან დამოუკიდებლად შეიქმენი, გთხოვ, ნუ მიბრაზდები.
რასაც ვწერ, ექსპერიმენტებია, სიტყვებით გასართობი თამაში, მუზის თანაავტორობის ჟამს კი უფრო სახალისო ხდება და ასოციაციებით ჟონგლიორობად გადაიქცევა ხოლმე. ეს ყველაფერი ზოგჯერ ყ/ლეობაა, ზოგჯერ ღირებული აბდაუბდა. ამის შეხსენება არ გჭირდება. ისედაც იცი. და ბუნებრიავია, არ გქონდა გარანტია, რომ უეჭველად ჩურჩხელას ჩაატკბარუნებდი და არა - ჟოლაბებიდან მახვილებივით ჩამოყინულ ლოლოს.
ყველა პერსონაჟში მე ვარ. ვწერ და საკუთარ თავს, რომელიც ბევნაირია, პერსონაჟებში ვახარისხებ. ზოგჯერ იმ გურამზეც ვწერ, რომელიც ჩვევაში და ყოველდღიურობაში გამჯდარი თვისებების უგულებელყოფის შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს.
ესეც ასე, თავის მართლების მიმიკრია ადგილზეა, ფონი უკვე შეიქმნა იმისთვის, რომ დაგიდასტურო: დიახ, გიორგის პერსონაჟი ჩემი პროტოტიპია. გავშიშვლდი, როგორც ლაჩარი, რომელსაც ამის აღიარება სიტყვებით შეუძლია, მაგრამ მაინც საპირისპიროს მოჩვენებას ცდილობს, რადგან ვერ ეგუება ასეთად ყოფნას. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს თეთრ ფონს გურამის შავი სილუეტი ჩავაკარი და თან წებომაც გამოჟონა კონტურებიდან, ანუ გავაუშნოე რაღაც.
პერსონაჟებს იშვიათად ვქმნი იმისთვის, რომ უყვარდეთ, თანაუგრძნობდნენ და ა. შ. მიზანი მათდამი სიძულვილის გაჩენაა. მეთვითონაც ზიზღით მოცული ვწერ. რაკი ახლა ნერვებაშლილი ხარ, ესეიგი გამომივიდა კიდეც. გიორგიზე რაც თქვი, ყველაფერში გეთანხმები. უბრალოდ ეს თამაში მხოლოდ მას არ ეხება, მისი მნიშვნელოვანება იმაზე მეტს არ წარმოადგენს, ვიდრე ტექსტში ავტორის პროექციას. ამ თამაშში ვერთვებით, რათა მოჩვენებითობას, რომელსაც ცხოვრების ორომტრიალში ბუნებრივი გადარჩევის საწინაღმდეგოდ ფარად ავიფარებთ ხოლმე, პირისპირ შევეჯახოთ. მკვლელობის დასაგმობად ან ამაზე საქვითინოდ არ გავრჯილვარ.
მოდი, არეული სახლი დავალაგოთ. აქვე გამოვტყდები: არ ვიცი სადიან დავიწყო.
ოჯახური შეკრებისას გიორგი თავს მარტოსულად გრძნობს, ერთიანობიდან ამოვარდნილ ნაწილად. ამავდროულად ვხედავთ, რომ მისი ქმედებები საერთოდაც არ ჰგავს განზე მდგომი ადამიანისას. თითქოს თავდაჯერებულია, მხიარულია, არაფერს ერჩის გარშემო მყოფებს, არაფერს უწუნებს... ერთ კომენტარში დავწერე, რომ გიორგი შერჩევითია ნაწარმოების სხვა პერსონაჟების მიმართ და სწორედ აქ იწყება მისი მოჩვენებითობა. იმაზე ფიქრი არ უნდა, რომ იმ წვერგაუპარსავი კაცივით არასასიამოვნო ადამიანებს შორის ცხოვრობს. ლექტორის სიკვდილი რომ ეტკინა, მანდ არ ტყუის, არც მხიარულებაა ყალბი, ერთადერთი ფარსი თვალების დახუჭვაა. იცი, რატომ არის გულწრფელი ლექტორის მკვლელობის გულთან ახლოს მიტანაში?ხომ ამბობს, უზღვავ თავდაჯერებას აფრქვევდაო, ჭარბი დადებითი ენერგიები მოდიოდაო მისგან, ახალი ეპოქის ადამიანი იყოო, ახლოს არ ვიცნობდი და მაინც ვხედავდიო ამ ყველაფერს? სწორედ ის მოკლეს, რაც მოსწონდა და რასაც აფასებდა. ეს ეტკინა. ამიტომ გააწვალა მკვლელობაზე ფიქრმა. სულაც არ ცდილობს დაიბრალოს ემპათიურობა, პირიქით, ამაშიც გულის რევამდე სიწრფელით აშიშვლებს საკუთარ ეგოიზმს. გვეუბნება, რომ ცუდად არის, ლექტორის მკვლელობამ გახადა ცუდად, მაგრამ ეს არ ადარდებს. რაღაც უფრო მიჩქმალულს, ღრმად შეფენილ ჭრილობებს გადაეჭდო ეს ამბავი და ამაზე ფიქრსაც ისევე არიდებს თავს, როგორც ოჯახის წევრების განსჯას.
როცა აღმოაჩენს, რომ თურმე დაავიწყდა ყველაფერი, რამაც ააფორიაქა, ხვდება, რომ საკუთარ თავს უღალატა, იმ ძალიან ინტიმურ და შეუცნობელ, ყრუ ტკივილს უღალატა, რომელიც, მართალია, არ გაუცნობიერებია, მაგრამ სანამ განიცდიდა, თავს განკურნებულად გრძნობდა. უფრო სწორად ხელთ ჰქონდა რაღაც ყველაზე ნამდვილი, უტყუარი, მაგრამ ამასთან ერთად შემაწუხებელი და დისკომფორტულიც.

პ.ს
ის ბრიყვი არ გეგონო, ვისაც ეგონება, რომ ამ ტექსტში ყველაფერი ასე ხელის გულივით ჩანს.

№13  offline მოდერი Catherine Di Perso

"საკუთარ თავს ყოველთვის იმაზე გვიან ვუსმენ, ვიდრე საჭიროა."
"მაინც ვერ გადავარჩენდი ჩემს ლექტროს, რადგან შემეშინდებოდა, არ გავტოკდებოდი, ვერაფერს ვიზამდი. მე ქვეშაფსია ლაჩარი ვარ."

×2

ეგოიზმი, საკუთარი თავის შეცოდების მცდელობა, დაკარგული "მე", რომელიც განწირული კივის, მაგრამ არ უსმენენ და ფრაზა "მე ჰომ გითხარი"...

ერთეულები გატოკდებოდნენ, შენ კი გსურს იყო განსაკუთრებული და მათ რიცხვში შედიოდე. აღიარებითი ჩვენება, რომ ლაჩარი ხარ, ამაზრზენია, რადგან ზედაპირულად ჩანს, რომ არ გსურს ლაჩრობა, მაგრამ ყურადღების გადატანის და მხიარულების მეტს არაფერს აკეთებ, რომ ეს ხასიათის შტრიხი შეცვალო. მერე, რა, რომ მართლა გიხარია და არ თამაშობ? როცა მხიარულება ჩაივლის, ისევ მარტო რჩები საკუთარ თავთან და ყურებს თითებით იცობ, რათა არ გაიგონო შენი "მე"-ს ღრიალი, რომელიც უსიერ ტყეშია ჩაკარგული და გეძახის. შენ შეგიძლია მისი პოვნა, გულში ჩაკვრა და გამთლიანება, მაგრამ ამის ნაცვლად - ო აი ჩიჩი.
"არასოდეს შეეგუო მოცემულობას, მეგან!' ნუთუ, რასაც კითხულობ, არასოდეს გიტივტივდება გონებაში?
გაიღვიძე, გურო. დროა.

№14  offline მოდერი guroo

Catherine Di Perso

დი პერსო, ვერ გეტყვი როგორ მრცხვენია, რომ პასუხი ამდენი ხნის დაგვიანებით უნდა დაგიბრუნო. ყოველთვის ვამოწმებ ხოლმე კომენტარების რაოდენობას, რომელიც დამახსოვრებული მაქვს, მაგრამ რატომღაც ამ სიახლეზე 13 რომ დავინახე, მეგონა, ბოლოს ისედაც მაგდენი იყო და არაფერი შემატებია. ახლა უბრალოდ გადაკითხვა მომინდა საკუთარი ნაწერების და უცებ შენი სახელი აღმოვაჩინე კომენტარებში.
ბოდიში. მართლა მრცხვენია და განვიცდი.
ამ ტექსტზე მუშაობის დროს და მერეც, მკითხველთან ინტერაქციაშიც, მეგანი არ გამხსენებია. ზოგჯერ წაკითხული რაღაცები ზედაპირზე ამოდის და იმის მიუხედავად, რომ ძალიან მინდა, შეგეპასუხო, როგორ არა, რასაც ვკითხულობ, გონებაში მიტივტივდება-მეთქი, იძულებული ვარ ვაღიარო, რომ ასეთი მუშა მეხსიერება და ასოციაციური აზროვნება არ მაქვს.
მშვენივრად შეამჩნიე პერსონაჟის მყიფე წერტილი. ზუსტად ჩაავლე. ყველაფერი, რასაც პირველ პირში ჰყვება, სპექტაკლია და თავის გასაღება სხვა რამედ ან ვინმედ, რომ როგორმე სილაჩრე გადაფაროს.
მადლიერი ვარ დიდი ხნის ძილისგან მოუცილებელი მტვერი რომ გადამბერტყე❤️
ძალიან მიყვარხარ და გაფასებ!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent