შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ადამიანი


22-10-2019, 19:54
ნანახია 1 301

იცით, ადრე ბედნიერი ვიყავი.
მე ჩემი ადამიანი მყავდა... ადამიანი, რომელიც მუდმივად ჩემს გვერდით იყო, ჩემთან ერთად იცინოდა , ტიროდა... ყოველთვის მამშვიდებდა მასთან საუბარი. ვიცოდი, რომ ჩემი ესმოდა, რადგან ერთადერთი იყო, ვინც მე მიგებდა.
ჩუმად ჩამოვჯდებოდი ხოლმე მის გვერდით და არაფერს ვამბობდი, ჩემი უსიტყვოდაც კი ესმოდა, რაც მთავარია მასთან თავის სხვა ადამიანად მოჩვენება არ მჭირდებოდა. ყველასგან განსხვავდებოდა და სწორედ ეს მიყვარდა მასში.
მახსოვს ჩემთან საუბრის დროს, როგორ იწევდა ყურებზე ჩამოყრილ თმებს. პატარა კულულებს თითებზე როგორ იხვევდა და ბედნიერი სახით შემომყურებდა.
მის გვერდით თავი განსაკუთრებული მეგონა.
ერთხელ მითხრა, რომ სხვებს არ ვგავდი, უცნაური ვიყავი და ამიტომ ვერ მიგებდნენ ადამიანები, ამიტომ არ მოვწონდი მათ.
მახსოვს ის დღე ეს რომ მითხრა. ზაფხულის წვიმიანი დღე იყო... ჯინსებზე შავი სვიტერი ეცვა, თავი ახალ გადაპარსული ქონდა და უცნაურად გამოიყურებოდა. ჭრელი წინდები მოუჩანდა, მე რომ ვაჩუქე სწორედ ის წინდები. მითხრა, რომ ცვლილებებისთვის ემზადებოდა.
მაშინ ბოლოჯერ ვნახე... ეს უკანასკნელი შეხვედრა იყო, ალბათ ამიტომაც დამამახსოვრდა ის დღე.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ის მე გამოვიგონე. ამით მის დავიწყებას ვცდილობ, რადგან ის სადღაც წავიდა. ჩემგან შორს არის და ალბათ ასეც სურდა. არასდროს მიცდია მასთან დაკავშირება, ეს ჩემი გადაულახავი სიამაყის ბრალია. ვერ გადავლახე ეს რაღაც. ვერაფრით ვუთხარი, რომ ჩემი ადამიანი იყო!
ახლა აღარ მყავს ჩემი პიროვნება, ბედნიერიც აღარ ვარ.
მე ახლა უბრალოდ მარტო ვარ , უიმედო სევდით შეპყრობილი. ცინიზმით შევყურებ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ყოველ წამს ტკენენ და ბედნიერი ვარ, რომ მათთან აღარ ვურთიერთობ. მე შეუმჩნეველი გავხდი, ისე დავდივარ ადამიანებს შორის, რომ ვეღარ მამჩნევენ. სიმართლე გითხრათ მათ შორის იმ ჩემს ადამიანს დავეძებ, რომელიც ვერა და ვერ მიპოვნია!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent