შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მირაჟი


3-10-2022, 17:07
ავტორი angry strawberry
ნანახია 784

უეცრად გზის პირს მოხვედრილს ნახევარუდაბნოს მტვერი მიწვავს თვალებს. ვიცი, წუთის წინ ზაფხული იყო, ახლა ზამთარია. შევერცხლილ მიწას საახალწლო ნათების ჩრდილი გასდევს ლანდად. მეზობელი ოხშივარადენილ მათლაფას უწვდის ბავშვს. საინტერესოა, რა მინდა აქ? წუთის წინ ზაფხულის სიმძიმით დაღლილი ვგრილდებოდი აბაზანაში და, არა, გამახსენდა, ჩამეძინა, ჩაძინების უფლება მე არ მაქვს, არ მაქვს, რადგან დაიწყება ციკლი ტანჯვის, გვემის, სიკვდილის. ჩაამატებს ამ წყეულ ნაწერში სტრიქონებს, სიმსუბუქისა და ბედნიერების ერთი ფერის გარეშე. მე ხომ შვილი ვარ, მე ხომ შექმნილი ვარ მისი. დამღალა. მინდა, თაროზე შემოდებული ბანალური ისტორია ვიყო, მოზარდული სიყვარული, ზღაპრების კრებული, პროზა, რომელსაც არავინ კითხულობს, მაგრამ ვიყო ბედნიერი. არ მინდა ამ დაწყევლილი ნაწერის, დაწყევლილი ამბის დაწყევლილი გმირობა. ვიცი, სიამოვნებს, სტკივა, იტანჯება და ამ ტკივილით შემქმნა, შემქმნა და მოისვენა. მოისვენა წუთით, საათით, მაგრამ არ ეყო, მეტს ითხოვს, მე კი მეძინება. გაღვიძებულს კი მხვდება მე-მკვდარი, მე-მარიონეტი. ვდგავარ გზის პირს მოხვედრილი და ვგრძნობ, როგორ ხარხარებს ფილტვების დახეთქვამდე, მესმის გუგუნი ახალი ტკივილს, ტრაგედიის. მინდა მომკლას, გამაქროს, თუმცა ვერ მელევა, ახლის შექმნა უბედურებისთვის ენანება. მწარე ნაღველი მადგება ენის წვერზე, ყურს ოკეანის ხმა სწვდება, მაგრამ ვიცი, ეს ჩემი სისხლის ხმაა, სწრაფი და გაწამებული სისხლის ხმა. რუდუნებივით იჭიმება ყოველი ნერვის ბოლო და კუნთებს ჩემს დაუკითხავად ამოძრავებს. კივილისა და ლურჯი საათის ფონად დგას ლამაზი, დაბალი, ღრმა და ვენური კანტისფერი თვალებით გოგო, ნანატრი. მხედავს და მიღიმის, მიაქვს ჩემი დარდი. წამით გულიც მიმშვიდდება, სუნთქვა მიწყნარდება, ხმა მესმის ბუნების. მინდა მივუახლოვდე, ფრთხილად ვეამბორო ხელზე, მაგრამ გოგო ქრება, უწონადოდ ქცეული ხტება ცივ, ულმობელ მდინარეში, მესმის როგორ ხავის გული ჩემი, როგორ უნდა გაჰყვეს უცნობის ნაკვალევს, ჰაერში გაწეროს სიკვდილის წამები და ხვდება ტვინი,- ის არის, მოვიდა, შეიქმნა ასლი მისი, აიხდინა ოცნება და ძლივს, დადგა წამი ბედნიერების, მოიკლა თავი. მეძინება, მინდა კიდევ ვნახო ეს თვალები, შემიყვარდა ის, ვინც შემქმნა ტანჯვისთვის. მეძინება. ვგრძნობ, როგორ მეფერება სიტყვები. ამონასუნთქი ჰაერი ბგერებს ქმნის ჩემს სახეზე, ვერ ვიღვიძებ, მინდა საუკუნოდ ამ სიამის საბურველში გახვეული მშვიდად ვსუნთქავდე. ვიცი, აქ არის. თვალებს ვახელ, ჰაერში გამოკიდებული წერილი ირეკლება ბროლზე,- „რამდენჯერაც წაგიკითხავ, იმდენჯერ მოგიწევს თითოეული ტკივილის, როგორც პირველის გადატანა. მეცოდები, მაგრამ მეცოდება „მე“ შენზე მეტად“.



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

სად ხარ, "სამყაროს კაიფო"?

 


№2  offline წევრი angry strawberry

Catherine Di Perso
სად ხარ, "სამყაროს კაიფო"?


Having roots nowhere, I have everywhere to go. უცნაურია.. მენატრები ხოლმე. არ დამივიწყო, მაგრამ ეს უაზრო ნაწერებიც არ წაიკითხო, გთხოვ! გულს მირევს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent