აკრძალული გრძნობა
რაღაც გრძნობამ, რაღაც ალმა სიცოცხლეს გამომასალმა. პირად მესთან ბრძოლის ქარმა, პრობლემა ვერ განმიქარვა. სიყვარულის მსგავსმა ცეცხლმა ისევ გული დამისერა. თითქოს მე თავიდან შემქმნა ბედად დარდი დამიწერა. ისევ რაღაც მე მაწვება და მე მინგრევს რაღაც ძველმანს. არ ვიცი რა მემართება, ვამსხვრევ მე ჩემს კუთვნილ გემბანს. მწარედ ვიწვი და კვლავ ვიცდი იქნებ მალე ის წავიდეს. სასიკვდილოდ მე განვიცდი, რომ გრძნობებმა არ დამინდეს. სიყვარულსაც ვერ დავარქმევ, რაღაც არის თითქოს სხვა. ჩაკეტილ კარს ვერ გავანგრევ, ფიქრი სხვაგან გამიძღვა. მე მჭირდება მალე გნახო, მე ეშმაკი ფიქრში მყავს. ლექსებში რა გამოვსახო, არც კი ვიცი თუ რა მაქვს. მე წავედი, მჭირდებითქო ჩემთვის ვთქვი ეს ჩუმად. გითხარ, შენ ვერ მიხვდებითქო დროს ვერ ვკარგავ უქმად. რაღაც გრძნობამ, რაღაც ალმა სიცოცხლეს გამომასალმა. პირად მესთან ბრძოლის ქარმა, პრობლემა ვერ განმიქარვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.