ლილიანას უხილავი ლანდი
მიყვრადა. მისი თოვლივით სპეტაკი სახე,ვერბენასავით ნაზი კანის ქვეშ მოქცეული ცისფერი ვენები. სახეზე მზისფერი ჭორფლები და მინდვრისფერი თვალები,თმა კი მზის სხივებივით თვალის მომჭრელი,სახე იისფერი ჰქონდა,სიცივისგან შეშუპებული და გაყინული..თითები ყველაზე თეთრი,ისეთი თეთრი,რომ თოვლის პატარა ფანთელებისგან დაფარული გეგონებოდათ,თუმცა მის სითეთრეს მზის სხივები სხვანაირად ეცემოდა,კანს აცხუნებდა და თითქოს სხივებს უკან აბრუნებდა. წვიმდა. ფოთლები უსულოდ ეცემოდნენ ნამიან ბალახზე. შემოდგომის ცივ ჰაერს პეტრიქორი ერეოდა და გარემოს თავბრუდამხვევად აგრილებდა. სიო კანს ისე ნაზად ეხებოდა,რომ მთელ სხეულში იგრძნობოდა სიგრილე. თავი ზემოთ ავწიე და მივხვდი,რომ მთვარის სხივებისგან გაფითრებული ჰაერი მტკინვეული ხდებოდა.მტკინვეული ხდებოდა ღამე ცხოვრებისთვის,შემოდგომის სუსხისთვის,და იმ უზარმაზარი სიყვარულისთვისაც,რომელიც ჩემს გალაქტიკაში მხოლოდ მე გამაჩნდა.. ციოდა,წვიმის ნამი ბალახებზე იყო მოდებული.მიწიდან ცამდე მანძილი უსასრულოდ,ვარსკვლავებისგან განათებულ სივრცეს ქმნიდა. მთვარის სხივები კი მტკინვეული ნათებით აფითრებდა იმ სინათლეს,რომელიც ვარსვლავების ნათებისგან მოდიოდა. წამით ბედნიერება ვიგრძენი და ტუჩის კუთხე შემიტოკდა.მივხვდი,რომ იქ ვიყავი,საიდანაც დიდი ხანი მინდოდა დამენახა სატურნისა და იუპიტერის მზერა ერთმანეთის მიმართ. ცაზე შავი მასა და მთვარის თეთრი შუქი ერთმანეთში არეულიყო,ვარსკვლავები კი არეულ ფერებს ანეიტრალებდნენ. ისევ ციოდა და თითქოს ცის ქვეშ მოწყვეტილი სითბო დედამიწის ზედაპირზე დაუნდობად ეცემოდა. "]ისევ ცას ვუყურებდი და ვხვდებოდი,რომ შემოდმომის სუსხი შიგნიდან,ნაწილებად მშლიდა..ჩემი სხეული იასამნის ბაღში იწვა,სული კი ცაზე,მთვარესთან ერთად უნათებდა ჰორიზონტს მის ნაზ სილუეტს,რომელიც წვიმისგან გაფითრებული მიუყვებოდა ბილიკს სადღაც შორს,სამყაროს ბოლოს.. მინდვრის ბალახი წვიმის ნამით დაფარულიყო,გარშემო იის სირნელთან ერთად პეტრიქორი ირეოდა და ყოველ შესუნთქვაზე ვგრძნობდი,რომ სხეულს კიდევ ერთი ნაწილი აკლდებოდა და ჰაერში იფანტებოდა. მაგრამ მაინც მიყვარდა. წამით თვალი გავახილე და ჩემი მოლივლივე სილუეტი დავინახე.მზის ამოსვლასთან ერთად ოქროსფერი ხდებოდა,სხივები ათბობდა და მსუბუქად იწყებდა ნათებას. ღამით კი მთვარის ამოსვლასთან ერთად ჰაერში,ვარსკვლავებს ერეოდა და ცივ ბალახს ვერცხლისფერი შუქით ანათებდა. -წვიმა დაიწყო.. ავდექი. ფარდა გადავწიე და ფანჯარა გამოვხსენი. წამით სუნთქვა შემეკრა.პეტრიქორი ოთახში შემოიჭრა და ყველაფერს ყვითელი მოჰფინა. ღამე იყო,ცას თეთრი ფერი ეკრა,ფერწასულს გავდა..თეთრი იყო,მაგრამ კუთხეებში ლურჯი დაჰკრავდა. ლილიანა გამახსენდა,მისი თეთრი სახე,უფერული ხელები,მელნისფერი თვალები. თოვლისგან გაყინული თითები,ფიფქებით დაფარული სახე,რომელსაც იმ ცასავით აქა-იქ ლურჯი ედებოდა და საცოდავად მატებდა სიცივეს.ხელის გული ცივი მთვარესავით თეთრი ჰქონდა,გაყინული და ფერწახდილი იყო.უსულოდ ესვენა ნამიან ბალახზე. უსულოდ ანათებდა მთვარე_უმისამართოდ უგლეჯდა ჭორფლებს,მელნისფერ თვალებს და გაყინულ სხეულს. ცა ლილიანას გავდა.ლილიანა ცას. ვარსკვლავები ლილიანას ჭორფლებს,რომლებიც ვერცხლისფრად ანათებდა ცასაც და მის სახესაც. მისი თვალები კი იასამნის ყვავილის საიდუმლოს ინახავდა.თვალები იასამნის ფერი ჰქონდა,მაგრამ სამუდამოდ გააქრო მთვარის ცივმა შუქმა და ცაზე ლურჯ ფერად აქცია. ის სულ აქ არის. ცაზე. და ღამით მთვარესთან ერთად ანათებს,გარემოს აგრილებს და ჩემთან ის იასამნის სურნელი მოაქვს,რომელიც მის ოქროსფერ თმას ჰქონდა. ის აქ არის და ყოველ ღამით მინათებს ჰორიზონტს. ის აქ არის და წვიმის დროს ბალახს ნამავს,თოვლის დროს კი ფანტელებით ფარავს თავის სხეულს. ის აქ არის და მთვარესთან ერთად ღამით მეხუტება,მე მას ვეხუტები და ორივე ვარსკვლავებს,ცას და იასამნების ბაღს ვუყურებთ,რომელიც მხოლოდ ჩემს მოგონებებში გრძელდება სამუდამოდ,დაუსრულებლად.დედამიწაზე კი მთვარის ნათებასთან სრულდება,რომელიც სამუდამოდ აქრობს ჩვენს კვალს და ცაზე ლურჯ ფერად ხატავს,როგორც ვანგოგის ღამეს,მოგონებებში ჩაძირულს და როგორც ჩემს სხეულს ლილიანას საფლავთან მოლივლივეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.