შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსის კატები (სრულად)


30-10-2022, 18:24
ავტორი cyberacid
ნანახია 1 623

Ნეფრიტის წიგნები მოჩანს კუნძულებიდან, დამაბრმავებელი ზურმუხტის ზღვებიდან. Აკვამარინის ფერში ჩაფლული პოსეიდონი გაჰყურებს უკიდეგანო ზღვას და ოკეანეებს, განაგებს მარჯნის რიფების სამყაროში ჩაძირულ ქვეყნებს, აღსავსე საიდუმლოებანით და სიდიადით. Ზურმუხტისფერი ექსტაზი გაცილებს მე-თა სამყაროს. Სამყაროს, რომელშიც სიმშვიდის უკან ქაოსი იმალება. ქაოსის გარეშე ცხოვრებას კი არანაირი აზრი არ აქვს, არცერთი ჩვენგანისთვის. Ქაოსი, ეს არის მდგომარეობა, რითიც მე ვსაზრდოობ, სწორედ ქაოსის შედეგად ჩნდება მრავალფეროვნება ჩემს გონებაში. Რაც შეეხება სიმშვიდეს შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რუტინა სრულიად მიუღებელი და აუტანელია ჩემთვის. Სიმშვიდე, უაზრობა, ცხოვრებისა და თავგადასავლების დაუკმაყოფილებელი წყურვილი, ერთფეროვნება, ოჯახი, კარიერა, მომავალი, ხელოვნურობა, ეს ყველაფერი მე-თა სამყაროს შემადგენელი ნაწილებია. Სამწუხაროდ ადამიანები მხოლოდ თავიანთ პრობლემებში იძირებიან, რაც მათ უმეცრებას განაპირობებს. Მათთვის ყოველივე ეს სრულიად მისაღებია და საკმარისიც კია იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნონ, რადგან მათი ცხოვრების მიზანი მატერიალური მდგრადობაა. Ისინი არ ცხოვრობენ, ისინი უბრალოდ ცოცხლობენ გადარჩენისთვის, წუთიერებისთვის, და ეს მცირეოდენი რაც მათთვის სრულყოფილი წყობაა იმისთვის, რომ კმაყოფილნი იყვნენ, ჩემთვის წუთისოფლის მონობაა. Ხალხი, რომელსაც ფსევდო, ხელოვნური რეფლექსები ამოძრავებთ, ის რეფლექსები, რომლებიც სხვებისგან აქვთ ათვისებული და დარწმუნებულები არიან, რომ ის მათ აუცილებლად გადაარჩენს. Მათ სჭირდებათ რწმენა, რწმენა ღმერთის ან საკუთარი თავის, რომ მარტო არ დარჩნენ, მათ სჭირდებათ მეგობრები, ნათესავები, ურთიერთობები, რომ თავი მარტოსულად არ იგრძნონ, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ საბოლოოდ ყველანი მარტონი დარჩებიან მარსის სამსჯავროზე. Არასდროს არავინ იქნება მათთნაირი, საკუთარი თავის გარდა. Სამწუხარო ფაქტია, რომ საკუთარ თავზე მეტად გარშემომყოფები უყვართ, ეს კიდევ ერთი მაგალითია ადამიანების უმადურობის.
Ადამიანების სურნელით გაჟღენთილ მეტროში ჩასვლა ყოველთვის მიყვარდა. Ეს იყო Ადგილი, სადაც ყოველთვის ნათლად ჩანდა მათი უკიდეგანო პრობლემები. Თითქოს აქ არნახული სიმშვიდე სუფევდა, დაღლილი ადამიანების ხმაურიანი სიჩუმე. Ადამიანები, რომლებთაც სახე ცხოვრებისგან სრულებით წაშლილი ჰქონდათ. Ეს იყო ადგილი სინათლის სიბნელეში, რომელშიც ისინი ყოფიერებისგან ისვენებდნენ. Ზოგჯერ ჩვენ გაქცევა გვჭირდება, ხოლო გაქცევა ყველას სხვა და სხვანაირად ესმის. Ზოგისთვის ეს შეიძლება თავისი ჰობი იყოს, ზოგისთვის ნეონისფერ ბჟუტავ სინათლეებში გამოვლენილი სრული თავისუფლება, ზოგისთვისაც ზღაპრულ ადგილებში მოგზაურობა, ხოლო ჩემთვის, ამ ყველაფრის კომბინაციას, ოცნება წარმოადგენდა. Გაქცევა, რომელიც არ მოითხოვდა ფიზიკურ და მატერიალურ გარჯას.

კოდები

ძალიან ცივა, მოუთმენლად ველოდები ჩემს მუზას. Მუზას, რომელიც ყველაფერია, ღმერთიც, სერაფიტიც, კოსმიური ძალაც. Ღმერთი, რომელიც ჩემში არსებობს, ჩემი თავია. Სწორედ ეს ღმერთი განაგებს ყველაფერს თავის გარშემო, მისია ეს გალაქტიკაც და მისია ჩემი გონებაც. Სწორედ ეს ცნობიერება, ამოუცნობი ობიექტი იპყრობს მწვერვალებს და მათ შორის მიუღწეველ ქარიშხლის კონცხებს. Კოსმოსით სავსე ბურთს, რომელშიც გატეხილი შუშის ნამსხვრევები ყრია. Აქცევს უსასრულობად, სადაც შენ სამყაროს შეუძლია იხილოს ყველაფერი და თუ ეს ყველაფერი ოდესღაც ამოიწურება, შექმნას ახალი. Ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ჩემ სამყაროში ხომ ამ სამყაროდანაა, რომელსაც თავისი თითქოს და არაფერი აქვს, მაგრამ მისი ერთობლიობა სრულიად სხვა სამყაროს ქმნის, მართალია მისი დეტალები ამ სამყაროდანაა მიტაცებული, მაგრამ იქ ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარადაა. Გარშემო სოციალური მატრიცაა, სადაც ვერაფერს ვიგებთ, თითქოს პროგრამაა, ნგრევის პირას მყოფი პროგრამა, რომლიც ყოველ დღე ცდილობს გადარჩენას. Ამ უსასრულო კოდებით გაჟღენთილი პროგრამიდან უბრალოდ საჭიროა ყველამ აიღოს კოდი, რომელიც მოსწონს ან უბრალოდ უნდა და თავის სამყაროში წაღოს. Ისინი ხედავენ კოდებს, მაგრამ მათთი ვერ თამაშობენ, ვერ აწყობენ მოდერნისტულ კონსტრუქციებს და ზოგჯერ ძლივს დაპროექტებული კონსტრუქციაც თავზე ენგრევათ. Მნიშვნელოვანია აირჩიო სწორი კოდი, რომ ერორმა არ დაიპყროს შენი ქვეცნობიერი. Საჭიროა დავხუროთ ეს ტური. საჭიროა გავიაზროთ სად ვუშვებთ შეცდომას რომ ჩვენი ცხოვრებისეული ლეველის ლუპზე არ აღმოვჩნდეთ. Ცხოვრება კოდებით, პროგრამებით, მიკროსფერული ალტერნატივებით აწყობილი თამაშია. Ზოგს გონია, რომ პროგრამას ვერ შეცვლიან, რადგან ის უკვე ვიღაცის მიერაა დაწერილი. Ეს აზრი უმეტესად “ფიქრისა და გონივრული აზროვნების მოწინააღმდეგე” ორდენს განეკუთვნება, რომლებსაც აქ თქვენთან, დელუზიურ ადამიანებად მოიხსენიებენ. მაგრამ მათ არიციან ის, რომ პროგრამა გამუდმებით ცვლის საკუთარ თავს.

მოგზაურობა

Ბეტონის ჯუნგლებს გადმოვყურებ, რომლებშიც სასტიკი ქვეწარმავლები, ცხოველები და მათ შორის გეტოს მაუგლები ცხოვრობენ. Შემეძლო უდარდელად გამეკიდებინა სიგარეტისთვის და მისი ნათება ჩემი ოთახის საახალწლო მოლივლივე ნათურებს შერწყმოდა, მაგრამ აქ სადაც მე ვარ ეს პატარა ლალისფერი სინათლე კატაკომბებში იმალება, იმალება ნაცნობებისგან, რომლებთაც არასდროს არაფერი ესმოდათ. Ლალისფერი ალი ამოღწევას ლამობს, რომ ჩემი ფილტვები ერთიანად შთანთქოს და ფილტვებს, სურვილის დაკმაყოფილების ორგაზმი განაცდევინოს. Სწორი სიტყვების მოსაძებნად საჭიროა აირჩიო ჰარმონიული სიმღერა, რომელიც თან გაგიყვანს აქედან და თან არ მოგაშორებს შენს აზრებს. სიმღერა, რომელიც მიგაცილებს სამოთხის ჭიშკართან.
Უცნაურია, როდესაც იაზრებ, რომ მთელი ცხოვრება რაღაცეები სხვანაირად ხდებოდა, რაღაცეები სხვაგვარად არსებობდა ხალხის რეალობაში, იმ ერთობლივ სიმულაციაში, სადაც საბოლოოდ ყველა ჩვენგანის გზა ერთმანეთთან იკვეთება, იმ რეალობაში, სადაც ყველაფერი ერთად ყრია. Შეგრძნება, როდესაც იგებ, რომ სამყარო თურმე არც ისეთი ცუდია, როგორიც გეგონა, საკმაოდ იშვიათია. ეს შეგრძნება ჩემმა ახალი ცხოვრების პირველმა დღემ დამანახა. Ქუჩებში ერთი პლანეტიდან მეორეზე მოსახვედრად მამაჩემის მანქანა გამომადგა. Პლანეტებს შორისი გზა საკმაოდ გაწელილი აღმოჩნდა, რამაც ჩემზეც იქონია გავლენა. Გავიდა დღეები, წლები, საუკუნეები, თვალწინ გამიელვა ყველა მოგონებამ, რომელსაც ჩემ პლანეტას ვუანდერძებდი. გარესამყაროში წარმოსახვის ლიმიტი არ არის განსაზღვრული. მაგრამ მე ვუყურებდი თბილისის საბჭოთა დროინდელ არქიტექტურას, ხეებს, რომლებსაც მუდმივად უნდა ეცხოვრათ ჩვენთან, ხალხს, მზის ოქროსფერ ბრჭყვიალა დისკოს, მანქანებს, და არ ვიაზრებდი მათში არსებულ იმ სამყაროს, რაზეც ლაპარაკი არასდროს მომბეზრდებოდა. Ვიყურებოდი ისე, როგორც ამას საკრამენტული ხედვის ადამიანები აკეთებენ, ვერ ვამჩნევდი ვერაფერში და ვერავისში ვერაფერს. Მზერა ერთი ობიექტიდან მეორეზე იმდენად სწრაფად გადადიოდა, ისღა დამრჩენოდა მოელვარე თვალებით აღტაცებულს დამეტოვებინა ჩემი სხეული და გონება. Ჰორიზონტს იქით მიმავალი მზე, აფერადებდა განაცისფრებულ და დამწუხრებულ შენობებს. Იმედის სხივები ჩემ ახლად გამოღვიძებულ ჭორფლიან სახეს ნაზად ეალერსებოდა. Დღის დასაწყისი ახალ დილასთან და შეცვლილ სამყაროსთან ერთად დიდებული რამ იყო.


მიტევება

Ყოველ ჩვენგანს წყინს, მაგარამ წყენა ყველას სხვაგვარად გადააქვს. Პირადად მე წყენას ყოველთვის სხვა და სხვანაირად ვუმკლავდებოდი და ზოგჯერ ძალაც არ მქონდა მის წინ დავმდგარიყავი და ხელჩართული ბრძოლა გამეჩაღებინა. Ხანდახან გავრბოდი, მეც მეშინოდა, არ მომრეოდა წყენა, თავისთან არ წავეყვანე და ზღვის ფსკერზე ქაჯთა ციხეში არ დავეტყვევებინე. Ამიტომაც მრჩებოდა მხოლოდ ერთი გამოსავალი, რაც გაქცევა და მისი არარსებობის დაჯერება იყო. Აქ ძალიან ცოტახანია რაც ვარ და სამწუხაროდ უკვე მოხერხდა ისე, რომ ჩემს გულს, რომელიღაც გალაქტიკაში ნეგატიურობის სპირალზე მბრუნავი განწირული ვარსკვლავი სინათლის სისწრაფით დატაკებოდა და ოდნავ შეეჯანჯღარებინა, სამოთხიდან გამოეხედა, გამოეფხიზლებინა. Მოხდა ისე, რომ მომიწია დაფიქრება იმ საოცარ გრძნობებზე, რასაც გულს მიაწერენდნენ. Იმ გულწრფელ და უმწიკლო გრძნობებზე, რაც სრულიად ბუნებრივია. Გრძნობები, რომლებიც ხელოვნურად არ ჩნდებიან, გრძნობები, რომლებთაც გამართლება მუდმივად აქვთ. Მათი დაბადება ხომ გარემოსა და სიტუაციეების დამსახურებაა. Სწორედ ეს გრძნობები ასუსტებს ადამიანს და ზოგჯერ მიწასთანაც ასწორებს თუ მათ გაკონტროლებას არ ისწავლის. Ეს მორიგი გამოწვევა იყო, ამოცანა რომელიც შემეძლო რთულად ამომეხსნა ან გამარტივებული გზა ამერჩია.საბედნიეროდ ყოველივე ეს ბუნებრივად მოხდა და ჩემში მალევე წარმოიშვა მრავალი გრძნობა, რომლებიც ციცინათელებით განათებულ სასაფლაოს კუბოებში განისვენებდნენ. Ჩემი საფლავის გრძნობები პირველად დაუკავშირდა აქაურობას იმის მერე, რაც მხოლოდ ჩემი თავი და მე ვვარსებობდით. Გამოჩნდნენ სხვები, ადამიანები, რომლებიც ზღვის ჰორიზონტიდან მოცურავდნენ, ზოგი თბილი ქვეყნებიდან ჩემკენ მოილტოდა, ზოგიც დაწყევლილი კუნძულებიდან მიახლოვდებოდა. Ამ ადამიანების არამარტო შემჩნევაა საკმარისი, არამედ გააზრებაც რამხელაა მათი პირდაპირი თუ ირიბი კავშირი ჩვენთან.
Ადამიანები არიან არსებები, რომლებთაც შესწევთ ძალა დაგირღვიონ იდილია, გადმოგაგდონ ედემის ბაღებიდან და ჩამოგაგდონ ევას ქალიშვილებთან და ძეებთან. უნდა აირჩიო ოქროს შუალედური გზა, რომელიც ხეების გასწვრივ გადის და მოგონებების სახით მსუბუქ იარებს გიტოვებს. მსგავს გრძნობებთან შეხების დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო. მათ შეუძლიათ შეგიყვანონ როლში, რომლიდან გამოსვლაც არც თუ ისე მარტივია. როლში დაშვებული შეცდომები კი გამოუსწორებელი. ადამიანები ყოველთვის აფექტის ეგოისტურ მდგომარეობაში იმყოფებიან, Როდესაც საფრთხე ექმნება მათ ქაოსის ფუძეზე აგებულ ერთი შეხედვით ჰარმონიულ წყობას. სუფთაა მიტევების შეგრძნება, როცა მათი შეცდომები შენც გესმის, როგორც შეცდომა.

სხვისი თვალით დანახული ილუზიები

Მეტროპოლისებში გადაჭიმული უსასრულო ჰორიზონტები მოჩანს. Საიდანაც ოლიმპოს ღმერთები გადაჰყურებენ ნახევარსფეროეებს. Ჰორიზონტი თითქოს დასასრულია ან დასაწყისი სხვა სამყაროსი. Რკინით გაჟღენთილი ქალაქები, რომლებშიც სულები ბუდობენ, ადამიანები, რომლებიც პლანეტებს ამძიმებენ. Ზეფირის თბილი ნიავი აღწევს ტყვიაგაუმტარ შენობებში. Მეტამორფოზას განიცდის ყველა სხეული. Სიტყვებითა და აზრებით დამძიმებული სულები დაძრწიან ნეტართა კუნძულებზე. Სხეული კანკალით თბება და ისევ მგონია მაკვირდება ყველა. Აქამდე მოსაღწევად ქარონი მეხმარება, რომლის საფასურიც რამოდენიმე დღის წინ გავისტუმრე, ჩემი ცხოვრების სახით. Კიდურები შეშდება, ხელს აღარ აქვს ძალა დაწეროს გონების აზრები, მაგრამ ნელ-ნელა გონებაც იყინება და ნაწილებად იშლება. Სიცივე ტვინში აღწევს და აიძულებს ხელს გაჩერდეს. Ჩემი მუზა კართაგენში იბრძვის. Ზღვის ნიმფები დასეირნობენ ივერნის თავზე. Გრაციები სხეულს მითბობენ და ნაზად ეალერსებიან ჩემს ტუჩებს, რომელიც სადაცაა ჩამოიფშხვნება.
Როდესაც მომწყდარი ხარ შენს სამყაროს და გინდა თუ არა გიწევს თავი გაიტანო იმ რეალობაში, რომელსაც ასე ვერ იტან, რთულია წერო საკუთარი სამყაროს შესახებ. Ჩემი მუზა ჩემი სამყაროს ერთ-ერთ კუთხეში კვდება. Ადამიანები თვლიან, რომ ილუზია რეალობა ვერასდროს იქნება, ისინი მუდმივად კრიტიკულად უყურებდნენ ჩემს სამყაროს, რადგან მისი არსებობის არ ჯეროდათ. Მათ არ ქონდათ ნანახი ბევრი რამ, ისინი არ ფიქრობდნენ ბევრ რამეზე. რატომ უნდათ მიწაზე დაეშვა, რადგან ისინი ვერ ადიან მაღლა? Და საბოლოოდ ვინ საზღვრავს რა არის რეალობა და რა ილუზია? საზოგადოება, რომელიც უმრავლესობას შეადგენს? Ისინი ვის გამოც ჩემი სამყარო სამუდამოდ დავკარგე? Ამ მდგომარეობაში მე შემიძლია მხოლოდ პოლუსებზე გესაუბროთ, ურბანულ-ინდუსტრიულ საზოგადოებაზე, თეორიებზე, ჩემს გრძნობებზე, ისტორიაზე, და ამ ყველაფერს შეულამაზებლად აგიღწერთ. Დიდიხანია არ წავსულვარ ჩემ ხელოვნურად დაპროექტებულ სამოთხეში, აქამდე როგორღაც ვცდილობდი გამეხსენებინა ის კოსმოსი, ის ალტერნატიული რეალობა, მაგრამ ახლა არაფერი მახსოვს მის შესახებ. Არ მახსოვს მისი ქალაქები, არც იქ მცხოვრები გობლინები, ნიმფები, გრაციები, ფასკუნჯები და სხვა მრავალი გონების პროდუქციები. ნელ-ნელა იშლება ყველა სამოთხის მოგონება. Დროებით აუცილებელია ჩემი ცნობიერება გაიფილტროს, რომ სრულად მომზადებული გაემგზავროს ხავერდოვანი მდელოების განზომილებებში. სწორედ ამის შემდეგ მის ამღვრეულ გონებას არფით დამშვენებული მუზები მოიცავენ. ვერ დავბრუნდები იქ სადაც ვმოგზაურობდი, მისი პოვნა უკვე შეუძლებელია. Იმედია მალე შევხვდებით გონებაში არსებულო საოცარო ქმნილებებო.
ყოველი არეული ნივთი თავის ადგილს უბრუნდება. Უბრუნდება არა ისე როგორც აქამდე იყო, არა ჩემი გონება ახალს ქმნის არსებული დეტალებისგან. იმ ლეგოების მსგავსად, რომლებიც თავის თავში ნული არიან, მაგრამ მათგან მიღებული უამრავი ალტერნატიული ნაგებობა ერთი. Ესაა ცოდნის განზომილება, რომელიც კაცობრიობას გადარჩენისთვის ეხმარება, ბერკეტი, რომლითაც შანსი ეძლევათ გააცოცხლონ ოდესღაც ხილული.

ადამიანის ბუნების გამოვლინებანი

Ხანდახან ადამიანები ისევე, როგორც ძაღლები ვგრძნობთ გარკვეულ ცოდნას, იმ ცოდნას, რომელსაც ფიქრამდე გაუაზრებლად ვიგებთ. Ერთ დღესაც მეც ხელოვნურად ვცადე მეგრძნო მომავალი და გამეაზრებინა, რამდენად კარგი იდეა იქნებოდა ღამის ქუჩებში უსასრულოდ სეირნობა. Დასაწყისი ყოველთვის კარგია, მაგრამ მალევე გვბეზრდება, რისთვისაც საჭიროა მთელი ძალით გაქცევა და საკუთარი თავის დავიწყება. Საჭიროა მომენტი, როდესაც ცუდად ყოფნა იმდენად მომხიბლავია, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობ. Ასეთი გრძნობები ყოველთვის თან ახლავს “ეშმაკის“ მცენარეს. გამოსახულებები ერთმანეთში ირეოდა, მაგრამ ამის მიუხედავად ფოკუსი მაინც მისწორდებოდა კონკრეტულ საგნებზე. Რამოდენიმე ადამიანის გარემოცვაში ვიყავი, ყველა მე მელაპარაკებოდა. Მელაპარაკებოდა გაუჩერებლად იმაზე თუ როგორ ცუდად ვგრძნობდი თავს და რა მჭირდებოდა, იმის მაგივრად რომ ერთმანეთთან ელაპარაკათ და დრო გაეყვანათ, შიშმა რადიკალურად შეცვალა ისინი. Შიში რომელიც უსაფუძვლო იყო. Შიში, რომელიც მათ ეხებოდათ და არა მე. Ისინი ფარისევლურად ზრუნავდნენ ჩემზე. ზრუნავდნენ მაგრამ არ ჩანდა მათში სიყვარული. დაკარგული სულები ბუდობდნენ მათ სხეულებში. იმდენად შორს იყვნენ იმ ცნობიერებისგან, რომ ღმერთსაც კი არ შეეძლო მათი ქმედებების განსაზღვრა. Ეგოისტები არიან ადამიანები, მეც ეგოისტი ვარ, მაგრამ მათთგან განსხვავებული. Ისინი ამ მომენტში ზრუნავდნენ მხოლოდ საკუთარ თავზე. თუმც ყველაფრის მიუხედავდა ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს. Ადამიანები ფიქრობენ რომ ცუდად ვარ მაშინ, როდესაც ჩემ კარგად ყოფნას ვუმტკიცებ. ასე, რომ ერთობლივ როლში შესული საზოგადოება ყველაზე საშიშია. თვლიან რომ “მათი” (რეალურად კი მკაცრად განსაზღვრული, დიდი ხნის მანძილზე ნაფიქრი,კონტროლირებადი აზრი) სამყარო უფრო რეალურია ვიდრე ჩვენი გრძნობები. გრძნობები კი ყველაზე დიდი რეალობაა. Საკმაოდ ცუდი გამოცდილებაა მათი რეალური სახის პირველად დანახვა. უკუნითში მოხეტიალე სულები, თავში არსებული არეული ფიქრებით. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ფიქრებს ყვებიან, არ აქვთ უნარი ყური დაუგდონ კოსმიურ სიმფონიებს, მათ არ ესმით სიჩუმე. მათ საკუთარი არაფერი აქვთ, მხოლოდ სურვილი იმისა, რომ შენსაში შემოიჭრან. მათ საკუთარის შექმნაც კი არ შეუძლიად, და მაინც თავს უფლებას აძლევენ დაგინგრიონ შენი.

რეალობა

ჩემი სამყარო სრულიად გაქრა. მის მაგივრად“ რეალობა“ შემრჩა, რომლიდანაც დრო და დრო ჩემი ილუზიები მიხმობენ. დროთა განმავლობაში მოხდა ისე რომ ჩემს გონებაში რაღაცეები შეიცვალა და დამრჩა მხოლოდ ის რაც თქვენს რეალობას შეესაბამებოდა, იმ რეალობას რომელსაც ასე ვარიდებდი თავს. თუმც საბოლოოდ ყველა ილუზია რეალობად იქცა. ის რაც მუდმივად არსებობდა ჩემში, გარეთაც გახდა ხილული.


ბავშვობა

დღესაც ზამთარია, ახლაც იმ ფანჯარასთან ვდგავარ, რომლის შუშებიც სავსეა ჩემი ბავშვობის ანარეკლებით. კვლავ ვუყურებ იმ თითქოს მისაწვდომ გარე სამყაროს, რომელიც დღემდე მიუწვდომელია ჩემთვის. შორიდან, პირველი თოვლით დაფარული ქათქათა მთები მოჩანს, მასზე მოარული მატარებლები და სიცოცხლისთვის განწირული კვლავ საბჭოთა კავშირის კორპუსები. უცნაურია მათი აქამდე მოღწევა, მაგრამ ისინი უწინდებურად, მედგრად დგანან, კვლავ უძლებენ ამ რეალობას და მზად არიან უძრავად შეხვდნენ იმ მომავალს, რომელშიც ისინი კვლავ იარსებებენ. ახლა გაცილებით მძაფრად ვგრძნობ რამდენად შორს ვარ მათთგან და თანაც რამდენად ახლოს, იმდენად ახლოს რომ მათი სითბო ჩემ სხეულზე აისახება. მათ შეუძლიათ შეგიყვარონ. ისევ ვხედავ მოციმციმე ვარსკვლავებს, ამჟამად მათ საახალწლო იერი დასდევს. ჩემს წინ მარტოსული ნათებაა, ნათება, რომელიც აკვირდება მთელ ეზოს, თითეულ კორპუს, და მათ ბინადრებს. თითქოს ჰარმონიულ ფიგურას კრავდნენ ჩემს წინაშე. ჩემი უწინდელი უსაშველოდ ღრმა და მრავალფეროვანი ოკიანეები ამ სამყაროს შეიცავდა. გარე სამყაროსა და ჩემი სამყაროს თანხვედრას ხშირად ვკითხულობდი ჩემს ჩანაწერებში, მაგრამ ვერ ვიაზრებდი რომ შესაძლო იყო მასთან განშორება ყოფილიყო ყველაფრის დასასრული. მისგან მოწყვეტა ჩემს ოკეანეებს აორთქლებს და ჰაერში ფანტავს. ყოველთვის აღსანიშნავია ოქროს შუალედის დაცვა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ჩემი შინაგანი ავირჩიე და გარეგანი დავივიწყე, მათი შერწყმით კი იქმნება მარადიული რეალობა, ჭეშმარიტება. ფანჯრიდან მშვიდი ნიავი აღწევს, იხსნება პორტალი ორ სამყაროს შორის, შენ კი ზღურბლზე ხარ, შეგიძლია გადაეშვა მასში და სამუდამოდ დაივიწყო შენი თავი. შეგიძლია დაიხიო უკან და სამუდამოდ გახსოვდეს ის. მაგრამ ორივე მოითხოვს მსხვერპლს, ერთის დავიწყებას. მე მათზე ვსაუბრობ და ისინი ამას გრძნობენ. აზრებს სიგარეტის ცეცხლი და მთვარე ანათებს. ყველას აზრი ჩემშია, მთელი კაცობრიობის სევდა ჩემს გულში. გარეთ ყოფნისას გონება ჩარჩოებს მიღმა განაგრძნობს ყვითელი ავტობუსით მგზავრობას, ის უსასრულოა, როგორც მსოფლიოს წ....ბში ჩაძირული საიდუმლოებები. შიში მიპყრობს არავინ დაინახოს სახლის კიდეზე მჯდომი ჩემი თავი, მოელვარე ალით ხელში, მაგრამ ეს შიში მე არ მეხება ის უბრალოდ თავისთვის, ჩემი გონების რომელიღაც კუნჭულში არსებობს. სიგარეტის სუნი მთელს სახლში მკრთალად
ვრცელდება.

ლოცვა

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედი სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს და მოგვიტევე თანამდებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტებისაგან ამინ.


შენება

ლამპიონებში მცხოვრები სინათლეები მიმიძღვებიან შენს სამყაროებში. ფერთა მოელვარე გრადაციები, თვალთათვის უხილავნი, ერწყმიან საბჭოთა ცივ, უსახურ ფერებს. სპილოები,დათვები, ცირკის ატრაქციონები, ბავშვობის მოგონებები, მონაცვლეობით გაცნობენ საკუთარ თავებს. უხილავის დანახვით გამოწვეული უცხო გრძნობები სხეულში ერთიანად ვიბრირებენ. მათ უხმო მუსიკას აყოლილი საკუთარი ახალი თავი, ჩძირული მათში. თვალის მომჭრელი გამოსახულებების მქონე სინათლეები ათასობით ბინადარს უერთდებიან და მათთან ერთად იწყებენ სვლას, შინ სახლისკენ.
დროა შევიდეთ - ილუზიის რეალობიდან აღქმოქმული მჭახე სიტყვები. ხმა, რომელიც ჯუნგლების ჩიტებს აფრთხობს. ხმა, რომელიც უცხოა ედემის ბაღისთვის.
გვერდზე გახედვისას სკამზე მჯდომი თანამგზავრი შევნიშნე, რომელიც თავის კურს აშკარად აცდენილიყო და განუწყვეტლივ ცდილობდა ჩემს დინებას შეერთებოდა. ის ობობებისთვის კვამლის შებერვით გართულიყო. არსებებისთვის, რომლებიც ჩვენ არ გვეკუთვნიან. ერთია იცოდე, რომ მათ საკუთარი სამყარო აქვთ და მეორეა, როდესაც ამას იმდენად აცნობიერებდე, რომ თქვენს შორის გაუცხოეების კედელი იმართებოდეს. უეცრად შეხების აუტანელმა წყურვილმა მომიცვა. შეხების, რომლის განხორციელებამდე ათასობით სინათლის წელი გავიდა. შეხების, რომელიც ყველა გრძნობას ერთიანად გაუხსნიდა კარს. ოთახში შესვლისას მხოლოდ ცოდნა მქონდა, რომ გარეთ ციოდა, თუმც ამას საერთოდ ვერ ვგრძნობდი, მაგრამ იგრძნობოდა მზერა, მოლოდინის,დამოკიდებულების, სიყვარულის,მინდობის, დაკვირვების და ამოცნობის. მსგავს მზერებს მუდამ გავურბოდი და მათ საპირისპირო მხარეს მრავალი რამ მხვდებოდა.თეთრ ფონზე მოცეკვავე მწვანე სხეულები თავისთან მიხმობდნენ. ცისკენ მიმავალი,მცენარეების სიყვარულს ახლაც ისე ვგრძნობ, როგორც მაშინ. ისინი თავის სამყაროში მეპატიჟებოდნენ, რომ მეცეკვა სამუდამოდ მათთან.
მოგზაურობის შემდეგ ენერგიის აღდგენას დრო სჭირდება. მაგრამ, როდესაც მთელი ცხოვრება ოთხ კედელს შორის სუნთქვა შეკვრული მოუთმენლად ელოდები თავგადასავლებს, უსაზღვრო ენერგია იწყებს მიმოქცევას.
ჩემს ნარინჯისფრად განათებულ ოთახში ვიჯექი, ნელ-ნელა ვგრძნობდი, როგორ იწევდა სინათლის დონეები მაღლა და მაღლა, ვგრძნობდი როგორ მიპყრობდა სიყვარული. სრულ სიმშვიდეში სახლის კარი ქაოსმა შემოანგრია, შემოვიდა და შემოიტანა მთელი მისი გადაღლილი, ხმაურიანი, ბნელი აურა. მისი ქაოსის არეკვლის მაგივრად ყველანაირად ვეცადე ჩემი სიყვარული გამეყო მისთვის. ადამიანებთან საუბარი იშვიათად ჭრის, მათ მითითებებით დანახვა არ სურთ, თუ რათქმაუნდა ავტორიტეტი არ ხარ. ნდობის მოპოვება საკმაოდ რთული რამაა. ნდობა კეთილგანწყობაა, სიყვარული, რასაც ხელოვნურად ვერ მოიპოვებ. მთავარი გრძნობაა, რომ ვიღაცას უყვარხარ, არა სიტყვებით მითითებული სიყვარული, არა შეხებით და ვნებით, არა საკუთარი თავისთვის გაკეთებული სიკეთით. სიყვარული, რომელიც უანგაროა რომელიც ყოველ მოქმედებაში იმალება. გრძნობებია ის რაც გვჭირდება და არა დამოძღვრა, არა მითითება რა არის კარგი და რა ცუდი, არა ჩხუბი, არამედ ამყველაფრის ჩვენით შეგრძნება, გაგება. ყოველი ჩვენგანის ღიმილის უკან უდიდესი სევდა იმალება. ჩვენ გვეშინია მათი გამოჩენის და ზოგჯერ საკუთარ თავთანაც კი ვმალავთ. ცუდად ყოფნა ისეთივე ჩვეულებრივი რამაა, როგორც ბედნიერება. აუცილებელია მათზე ღიად საუბარი. სამწუხაროდ ადამიანები ადამიანებს სანანებელს უხდიან გულწრფელობას. არ ვიცით მოსმენა,გაგება, შეგრძნება, გააზრება, გაზიარება არ ვიცით, რომ, როგორც ჩვენ გვტკივა ისევე ტკივათ სხვებსაც. დროა დამთავრდეს ეს ყველაფერი, დროა გავიგოთ, რომ ისინიც ჩვენ ვართ. მათი ბრალი არაფერი არ არის, მათ უბრალოდ არ იციან. არ უნდა დავადანაშაულოთ ისინი, პირიქით ძალა მიტევებაშია, რომლის უკანაც კვლავ სიყვარული იმალება.

ცხოვრება

ცხოვრების ყოველ ეტაპზე გვიწევს გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილებების, რომლებიც საბოლოდ ჩვენს მომავალს აშენებენ. ყოველთვის იგრძნობა სამყაროს კავშირი. პირველ ეტაპზე სამყაროს გარშემომყოფები გვიშენებენ. გვანახებენ მას ისეთად როგორადაც ისინი აღიქვამენ. დროთა განმავლობაში კი იწყება სამყაროს ნგრევა, რაც ყველაზე ქაოტურია. მოზღვავებული გრძნობები. ნგრევის მომენტში მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის მცდარი და ემოციებზე დაყრდნობილია. ბევრი ჩვენგანი იკარგება ნგრევის პროცესში. ბევრი ჩვენგანი ირეკლავს იმ ქაოს რომელიც მათ გარშემო ხდება. ბევრი ჩვენგანი ვერ ინარჩუნებს სიმშვიდეს. და ბევრ ჩვენგანსაც ეკარგება რწმენა საკუთარი თავისა. ნგრევის პროცესის აყოლისას ჩვენც ნაწილებად ვიშლებით. ინგრევა სამყარო და ჩვენც მივყვებით მას. დროთა განმავლობაში თუ ნგრევას ვერ ვეგუებით ხდება ისე რომ ჩვენივე ფიქრებით ვანგრევთ ყველაფერს. და როდესაც პროცესი სრულდება საშუალებას აღარ ვაძლევთ აშენდეს ახალი. აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება ყველაფრის მიუხედავად. აუცილებელია იმის გააზრება რომ ჩვენი ცნობიერება აუღელვებელია. ესაა გასაღები სამოთხისა და ჯოჯოხეთის. სიკვდილის დროს გონება სრულად გაწმენდილი უნდა იყოს ყოველგვარი შიშისგან რომ მშვიდად განისვენოს ჩვენმა ცნობიერმა, რომ მშვიდად შევუერთდეთ სამყაროს ქსელს. რელიგიებში ხშირად დომინირებს ეშმაკის პერსონაჟი, რომელიც არეული ქაოტური გონებაა. ეშმაკები არ არიან ჯოჯოხეთში, ისინი დედამიწაზე განაგრძობენ ცხოვრებას. სწორედ მათმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანეს ისინი აქამდე. მათი დანახვისთანვე იგრძნობა დაბინძურებული სული. სწორი გადაწყვეტილებების შემთხვევაში კი სამყარო ყოველთვის გვასაჩუქრებს. სამყაროს კანონები არ მოიცავს სუბიექტურობას, ჩვენ კი ყოველთვის ვიცით რა არის კარგი და რა ცუდი, ეს ჩვენი შინაგანი მორალია, რომელსაც ჩვენში ღმერთს ვუწოდებთ. დროთა განმავლობაში ხდება ისე, რომ ჩვენვე ვხვდებით ღმერთები და ჩვენი მთავარი მოვალეობაა მოვუსმინოთ სამყაროს ძახილს.

სამოთხე

ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტები, როცა მთელი ძალით გვინდა გავიქცეთ. უაზრო გადაფარვის მცდელობებისგან დაქანცულები, ერთიანად გვინდა ვაღიაროთ ყველაფერი ის, რაც ჩვენს თავს ხდება. გვინდა გავიქცეთ უკან მოუხედავად. ისე თითქოს იქ აღარაფერი დაგვრჩენია. გავრბივართ ამოუსუნთქავად, დაუსვენებლად. გავურბივართ იმ სამყაროს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენგან დამოუკიდებლად იზრდებოდა. გავრბივართ იქ სადაც დაგვავიწყდება ყოველივე. მეც გავიქეცი, ძალიან დიდხანს გავრბოდი, მთელი გამბედაობით, რომ არ წავიქცეოდი. იმხელა გამბედაობით, რომ წაქცევისგან გამოწვეულ ტკივილს ვერც კი ვგრძნობდი. ვაგროვებდი ყველაფერს, რაც გზად მომწონდა, შენდებოდა ახალი სამყარო და დღითიდღე ვითარდებოდა. აზარტი გამიჩნდა მაგრამ არ ვიცოდი საითკენ მივრბოდი, არ ვიცოდი იქ რა მელოდა. აზარტმა ყველაფერი გადაფარა, იმდენად ძლიერ მინდოდა გაქცევა, რომ ჩემს სისწრაფეს თვალსაც ვერ ვადევნებდი. სულ რაღაც ორ თვეში სახლიდან ძალიან შორს აღმოვჩნდი. სრულიად მარტომ, სრულიად უსუსურმა გავახილე თვალები. გარშემო მიმოვიხედე და იქ არაფერი იყო. სიცარიელე,სიბნელე, რომელშიც მიზნიკსენ მიმავალი, სამყაროს ვაშენებდი. იქ არაფერი იყო ჩემი ოცნებების გარდა. იქ არსად იყო დარჩენილი მცირეოდენი რეალობაც კი. მხოლოდ მე, ისიც ნელ-ნელა ქრებოდა.ჩემი გული ცარიელდებოდა, ვეღარაფერს ვგრძნობდი უგრძნობლობის გარდა. აღარ ანათებდნენ ჩემი თვალები, ცრემლები ხელოვნურად მეჩვენებოდა. სინათლე სადღაც სიღრმეში შეუმჩნევლად ბჟუტავდა. ყველაფერი დაინგრა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვიცოდი რომ გზის გაგრძელება მინდოდა. მინდოდა ისევ მერბინა, ისევ შენება მინდოდა ჩემი ახლახანს დანგრეული სამყაროს. აზარტმა ისე ჩამითრია, ცოდნის მიუხედავად მაინც იმედი მქონდა მოგების. იმედი მქონდა, რომ ოდესღაც იქ რაღაც დამხვდებოდა. არადა დრო იყო უკან დაბრუნების.
დროთა განმავლობაში დაცემისგან გამოწვეულმა ტკივილმა ერთიანად იფეთქა. უგრძნობლობაც სადღაც გაქრა. მხოლოდ ტკივილი იყო, აღარც სურვილი, აღარც აზარტი და არც იმედი. ყოველი კორპუსის დანგრევა მტკიოდა. მათი აშენებაც მტკიოდა, რადგან განწირულნი იყვნენ ნგრევისთვის. დრო იყო შინ დაბრუნების.
იმის წარმოდგენამ თუ რა მელოდა სახლში, ყველა დამარხული გრძნობა გამიცოცხლა. გრძნობა იმისა, რომ იქ წასვლის დღიდან მელიან. გრძნობა იმისა, რომ სახლის კარი ჯერ კიდევ ღია იყო ჩემთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent