ბოლო შემოდგომა
დაღამდა. ცამ შავი სუსხი მოიფინა და არემარე დააბნელა..შემმოდგომის ცივი ნიავი არემარეს აგრილებდა..ციოდა და ციდან მოწყვეტილი სითბო გარეეთ მდგომ 'მე'-ს ათბობდა. მე კი შავ ცას ვუყურებდი,რომელზეც ნაზად ანათებდა ჩემი იმედი-ცაში გაშვებული. ვიდექი და ველოდებოდი..გაიარა უამრავმა წვიმამ...შემოდგომამ..იასამნის სურნელებამ.. 'მე' ისევ იდგა,გარეთ ისევ ციოდა და ისევ ათბობდა ციდან მოწყვეტილი სითბო.. გარშემო ყვავილებსაც სციოდათ, მთვარესაც და უსუსურ არსებასაც,ანუ მე.ვგრძნობდი როგორ ქროდა ქარი,როგორ ყრიდა ჩემს თმებს ჰაერში და როგორ ატანდა ვარსკვლავებს იასამნის სურნელებას. ვგრძნობდი როგორ ქროდა ქარი და როგორ ყინავდა ყველასა და ყველაფერს,მეც და ყველაზე პატარა არსებასაც. ვგრძნობდი როგორ ქროდა ქარი და როგორ იშლებოდა 'მე'..ვგრძნობდი როგორ ვიშლებოდი ქარის დროს.. წვიმაც იწყებოდა,ქარის სურნელებას პეტრიქორი ჩემამდე მოჰქონდა..ვიბერებოდი. ნელა,ნელა ვიბერებოდი..ქარისაგან დაშლილი პეტრიქორის სურნელებაში,წვიმის წვეთებსა და სიცივეში ვტივტივებდი..ჯერ ქარი მიტაცებდა..უსასრულოდ.შემდეგ კი ცის ფერმა შთანთქა ჩემი სილუეტი. იქნებ ვქრებოდი? სადღაც იმედი მაინც მქონდა,ჩემს ცაში გაშვებულ იმედსაც ვუყურებდიი და წვიმის წვეთებსაც,ზედ რომ ეცემოდა 'მე'-ს. იქნებ მე გაქრა? ვგრძნობდი როგორ მაწვიმდა..ჩემი სილუეტიც ნელ-ნელა ქრებოდა. სადმე მიდიოდა? თუ უსასრულობაში იფანტებოდა? იქნებ ისიც ცამ შთანთქა..როგორც 'მე'. მე კი უსასრულოდ ვიწექი იასამნების ბაღში. არ მციოდა..არ მტკიოდა..ან იქნებ მე ვერ ვგრძნობდი? მაგრამ იასანის სურნელებას ქარიც და წვიმის ხმაც მოჰქონდა..ვხვდებოდი რომ 'მე'-სთან მინდოდა. მონატრებით ვიჟღინდთებოდი და უსასრულობაში ვიძირებოდი..ახლა ტკივილსაც ვგრძნობდი,სიცივესაც.. 'მე' კი არ მოდიოდა..ვერ ვხედავდი..არ ჩანდა,მთვარის შუქზეც კი არ ჩანდა. თითქოს ცამ ისე შთანთქა,რომ მისგან მხოლოდ ძვლებიღა უნდა დარჩენილიყო. მე კი დავრჩი მარტოდ..წვიმის ამარა,უსასრულოდ მომლოდინე..ახლა 'მე'-ს ველოდებოდი თუ მის მწვანე თვალებს არ ვიცოდი..ვიწექი..ზოგჯერ კი ცაზე 'მე' მომეჩვენებოდა ხოლმე,ზოგჯერ ის..მე-მ იცოდა,რომ ის აქ აღარ იყო.. მხოლოდ მთვარეს მიენდობოდა და სადღაც შორს,ალბათ უსასრულობაში,ან მასთან მიჰყავდა..ცაზე კი მხოლოდ მთვარის ვერცხლისფერი შუქი და 'მე'-ს იასამნები ჩანდა,რომლების ერთხელ მის თმაში ჩააქსოვა ლუიმ..ახლა 'მე' ლუისთან წაიყვანა მთვარემ.. -წვიმამ გადაიღო,ცაზე კი ლუის დანატოვარი ორი ცისარტყელა გაჩნდა.. ერთი თვითონ იყო..მეორეს ლუის სახელი დაარქვა და მონატრებისას მის ფერებში ავლებდა იასამნის ყვავილებს ხან იისფრად,ხან კი ძირს უვარდებოდა..ლუისთან უვარდებოდა_და საღამოს მთვარის ვერცხლისფერი შუქი ღებავდა თეთრად..იმ მტრედის ფრად,რომელიც ლუის წასვლის დღეს ღამის ციდან_ლიოსთან მივიდა და უსასრულოდ,ციდან მოწყვეტილი წვიმის წვეთები მიუტანა.. ან ისევ თოვს და მოლოდინში წვიმა იწყება ფიფქები ციდან,ვერცხლისფრად რომ დაბლა იყრება ნუთუ ვერ ხედავთ? ფანტელები წვიმად იქცევა წვიმს..ქარი ქრის, სიცივისგან კი ფოთლები ტირის ოქროსფერ თმას ხომ ნელა,ნელა სიოღა არხევს? აქაც მოსულა წვიმის წვეთი შენით გამთბარი თითქოს ნიავსაც ნაზი ფერი ჩუმად ათეთრებს იქნებ წვიმა ვარ,ქარიც კი უკვე ჩემს ნაკვალევს ანგრევს. მარტოღა დარჩი? მთვარის შუქი სულ თან დაგყვება? სულ შენთან არის? სიცივეშიც და მთვარის ცივ გზაზეც? შემოდგომაა,შენი კანიც უკვე ყვითლდება ვერცხლისფერ მთვარეს ვერ ერევა ეს სინარნარე ვერც გაზაფხულს და შენ ცის თვალებს ვერ მოერევა... ცაზე კი ჩნდება ისევ, ისევ წვიმს წვეთები იაც აიყრის შეციებულს,თავის შავ მიწას ისევ დადგება ცაზე ფერი,ვარსკვლავთა მსგავსი ვერცხლისფერს გახდის შემოდგომას,ციდან იქცევა გაწვიმდება და დაასველებს ცივ არე-მარეს ციდან წამოვა ვერცხლისფერი მთვარის სინაზე და დაიწყება ფოთოლცვენა შემოდგომამდე... ------------- ვარსკვლავებს მიაქვს შენი მზერა,როგორც ცის იმ ფერს რომელმაც ფერი გაგიქრო და მარტო დაგტოვა მაგრამ მე მხოლოდ შენ გელი და მთვარის ნაკვალევს შემოდგომით კი ფოთოლცვენა ისევ იწყება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.