შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი საკუთარ თავს


29-01-2023, 14:15
ნანახია 1 450

Წერილი საკუთარ თავს...
-29:01:2021წ.

Იცი როგორი გულუბრყვილო ხარ ადამიანო? ალბათ ვერც კი წარმოიდგენდი იმდენად გულუბრყვილო ხარ,რომ გარშემო ყველა შენნაირი გგონია. Მიგაჩნია,რომ ადამიანები სიკეთით არიან სავსენი...გგონია,რომ შენი წარმატება,სიხარული,ბედნიერება უხარიათ ისე,როგორც შენ მათი. Რატომღაც ფიქრობ,რომ როგორც შენ ამხნევებ მათ, გვერდში უდგახარ,სტიმულს აძლევ და აძლიერებ მათი მხრიდან ეს უკუკავშირი იმავენაირად დაგიბრუნდება,მაგრამ არა, ძვირფასო, ცდები ცხოვრება თურმე სხვანაირი ყოფილა ცხოვრება კი არა, ადამიანები ყოფილან სხვანაირები ის კარგად იცოდი და იცი კიდეც,რომ ნიღბებს ატარებენ,თუმცა,ალბათ, შენ სამყაროში აქამდე არ ყოფილან ადამიანები მეგობრის წოდებითა თუ სტატუსით,რომელთა ღიმილის უკან ღვარძლი,შური იმალება. Დრო გადის და ამას დღითიდღე ხვდები,ნათელი ეფინება მათ დამოკიდებულებას შენდამი და ვინ ყოფილხარ შენ? Თურმე მათთვის არაფერს წარმოადგენდი, როცა შენი მარცხის დღე დადგა პასუხად რა მიიღე? Ღიმილი...მწარე ღიმილი...ცინიკური ღიმილი გამარჯვებისგან გამოწვეუული და დაივიწყეს ის ადამიანი მათ მარცხის დროს,რომ გვერდში ედგა უხეში დამოკიდებულების მიუხედავად,რომ ამშვიდებდა და აიმედებდა... ახლა როლები შეიცვალა მიპასუხე, ახლა შენ ვინ გამშვიდებს? Ვინ გარწმუნებს იმაში,რომ საუკეთესო ხარ? Არავინ...ისინი თავიანთი გამარჯვებით ტკბებიან და მიუხედავად მწარე სიცილის ნახვისა თუ მოსმენისა ,საკუთარი მარცხისა , გულის ტკივილისა შენ მათ მიულოცე, გაგიხარდა, შენც გაიღიმე მათი სიხარულის გამო,მაგრამ შენი მარცხი სულ დაგავიწყდა ასე, ყოველთვის ასე ხდება საკუთარ თავს ივიწყებ, სხვებზე ფიქრობ, მათზე ზრუნავ, ეხმარები და ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ...თუ მარცხი განიცადეს ცუდად არიან, ამას გაგრძნობინებენ და შენც გაიძულებენ იმავე განწყობაზე იყო, იგივე განიცადო და თუ გამარჯვება მოიპოვეს ამბიციებით, ამპარტავნებით ივსებიან ,მაგრამ შენ გამარჯვებისა თუ მარცხის მუხედავად მათთან ხარ...იცით რამდენჯერ გამიმარჯვია ცხოვრებაში საკუთარ თავზე Და ამასთან ერთად რამდენი მარცხი მქონია? Მაგრამ არასდროს მქონია ამბიცია,რომელიც ამპარტავნებაში გადაიზრდებოდა,არასდროს მითქვამს ხამაღლა ,,რა მაგარი ვარ’’,რადგან მიმაჩნია ეს საკუთარი თავისადმი დიდი დამცირება და შეცდომაცაა,რადგან საკუთარი თავი არ უნდა შეაფასო, ეს სიტყვები სხვამ უნდა გითხრას.მუდმივად არ უნდა უსვამდე იმას ხაზს,რომ ბევრი რამ შეგიძლია, მუდმივად არ უნდა აქებდე საკუთარ თავს. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს გასამხნევებლად,მოტივაციისთვის უნდა უთხრა ეს სიტყვები და ამას საჯაროდ, ხმამაღლა, ვიღაცის დასაკნინებლად არ უნდა აკეთებდე. Რატომ დაკნინება? Შენ გარშემო არ ბრუნავს სამყარო ძვირფასო. Მხოლოდ შენ არ ხარ ამ ცხოვრებაში ,,მაგარი’’,რადგან უამრავი ადამიანი არსებობს გარშემო, ყველას აქვს ის შესაძლებლობები,რითაც გამორჩეულია ამიტომ იმის ხაზგასმა,რომ მხოლოდ და მხოლოდ შენ გამორჩეული ხარ და მით უფრო, რეალურად შენ გვერდზე მყოფები არანაკლებ გამორჩეულები არიან თავისი უნარებით ვფიქრობ ასეთი საქციელი და ეს გამოხატულება არასწორია. Დიახ, სწორედ ასე იციან ადამიანებმა მხარდაჭერა იმის მტკიცებით,რომ ის-მაგარია,რომ მან შეძლო და ამ დროს შენ, როცა იმედგაცრუებული ხარ მის საკუთარი თავისადმი ქებას ისმენ,მაგრამ არ გშურს,პირიქით, გიხარია,თუმცა გული გწყდება ჭირში,რომ მარტო ხარ და ლხინში მათთვის საჭირო ხარ...როდი ხვდება ყველა ამას, ნუთუ ეს ადამიანობაა? Მეგობრობა რას ნიშნავს? Შურს, ერთმანეთისადმი შეჯიბრს ვინ უკეთ გამოიყურება,ვინ უკეთ გააკეთებს საქმეს? Თუ ჰუმანური ურთიერთობით, გაგებითა და ნდობით...ჩემთვის მეორე ვარიანტია მიზანშეწონილი...ხოლო მათთვის,ალბათ, პირველი მოსაზრებაა მისაღები,მაგრამ არ მესმის რატომ...რატომ უნდა გშურდეს ჩემი? Რატომ უნდა იყო უარყოფითი ზრახვით განსჭვალული? Რატომ იდებენ გულში ბოროტებას პატარა ასაკიდანვე? Ან ბუნებით არიან ასეთნი? Არ ვიცი...არ მესმის,რადგან მე მათთნაირი არა ვარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent