ცხოვრება
ძალიან დამღლელია ცხოვრება. მითუმეტეს თუ სხვა ადამიანად გიწევს თავის მიჩვენება .დამღლელია ემოციების დამალვა ძნელი ,რომ სულ იცინოდე ,მაგრამ სხვა ვერ ხვდებოდეს რომ ამ ღიმილის უკან დიდი ტკივილი იმალება .მომაბეზრებელია ერთი და იგივე ქცევები ,ყალბი ემოციები .ადამიანები ვერ ამჩნევენ ერთმანეთს ,მხოლოდ საკუთარ თავებზე ფიქრობენ .ყველას აქვ თავისი საიდუმლო გრძნობა და შინაგანი მე, რომელსაც ყველას უმალავს . შეიძლება იცინი, ბედნიერი ხარ, მაგრამ ვინ იცის ამ ყველაფრის უკან რა ტკივილი იმალება .ვერავინ გაიგებს შენსას ისე, როგორც შენ .დამღლელია ცხოვრება ხანდახან სუნთქვა გიჭირს ,გული გტკივა და ვერ ხვდები ისე იკვალავენ შენს სახეზე გზას მარილიანი წყლის წვეთები .ეს წვეთები ბევრ რამეს გამოხატავს: სიხარულს ,ტკენას, წყენას და შენს სისუსტეს. არასდროს იტიროთ სხვის წინაშე ! ყოველთვის ეცადეთ გამოხატოთ ის ემოცია ,რასაც იგრძნობთ . ასე უფრო ადვილია დაიმკვიდრო თავი საზოგადოებაში , მაგრამ არ ღირს ზედმეტი ემოციების გამომჟღავნება , რადგან არსებობენ ადამიანები , რომლებიც ამას შენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ . თუმცა მაინც დამღლელია ცხოვრება ასეთ გარემოში. არც კი იფიქროთ რომ ამ დაღლილობას ჩემი მომავალი შევწირო. მე არ ვაპირებ ცხოვრებას უფლება მივცე დამამარცხოს, ამიტომ ცხოვრებავ ნუ მექიშპები და გზიდან ჩამომეცალე . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.