შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მომაკვდინებელი გრძნობა


1-02-2023, 12:48
ავტორი Humanoid
ნანახია 7 141

მადლობა ყველას ვინც თქვენი სახლები, მიწები მთელი ქონება, საკუთარი ცხოვრებაც კი თქვენს საყვარელ ვაჟებს გადააბარეთ და ქალიშვილები საკუთარი სულის და ჩრდილის ამარა დატოვეთ, მადლობა ვინც საკუთარ სხეულში არსებული მდედრი ნაყოფი ჩაკალით რადგან მხოლოდ მამრი არსების გაჩენის სურვილი გკლავთ ან უბრალოდ გაიძულებდნენ.
მადლობა ყველას ვინც თქვენს ვაჟებს მხარში ამოუდექით და ზამთრის სიცივეში ქალიშვილებს ცხვირ წინ კარი მიუჯახუნეთ და თოვლზე ფეხშველა სიარულისთვის გაიმეტეთ.
მადლობა რომ თქვენს ვაჟებს ყოველთვის მხარში უდგახართ, მოგწონთ თუ არა მათი გადაწყვეთილებები და მადლობა რომ ქალიშვილები პირველივე არასწორ გადადგმულ ნაბიჯზე სილის ღირსად ჩათვალეთ. სწორედ ამ სილის სიმწარის შეგრძნებისთანავე, საკუთარი სისხლის გემოს შეგრძნებისთვის ყოველთვის მტკიცედ მიაბიჯებდნენ სხვისი ჭუჭყიანი ხელით დანგრეული, ჩაკლული,სურვილებისაკენ, უაროფრონი, გაყინული ფეხებით და უფრთო ოცნებებით, მათ გაცილებით მეტი ისწავლეს კარის მიჯახუნებით, თოვლის სიცივის შეგრძნებით და დაწითლებული ლოყით ვიდრე თქვენმა ვაჟებმა თმაზე ფერებით. რადგან ქალიშვილებმა იციან რომ თუ ცხოვრებაში რაღაც არ გამოსდით კიდევ უნდა სცადონ, მათ შეუძლიათ ფერფლიდან განადგურებული აღადგინონ და უბრალოდ ნაცარტუტად გქეულ ოცნებებს სული არ შეუბერონ და ქარს არ გაატანონ, ან უბრალოდ ფეხ ქვეშ გასათელად არ გაიმეტონ. თქვენი ვაჟები კი პირველივე შეცდომისას მხოლოდ და მხოლოდ თქვენ დაგადანაშაულებებ, მშობლებს, შეყვარებულებს ან ცოლებს რადგან არ იციან როგორ გაირონ შიშველი ფეხებით. და რადგან ისინი სწორედ ისე გამოზრდილები არიან როგორც თქვენ არასდროს დაადანაშაულებენ საკუთარ თავს რადგან იციან რომ სამყაროში არსებობენ მდედრები, აი ის "სუსტი" სქესები რომელთა გაქრობის სურვილი ჩასახვის თანავე გსურდათ.
და დიახ ამ ყველაფრის შემდგომ მე ბედნიერი ვარ, რომ თქვენი ქალიშვილი ვარ, გაცილებით ძლიერი, მტკიცე და შემდგარი ვიდრე თქვენი ნაფერები ვაჟები ქარში აქეთ იქით შერხეულები, თბილი გეტრებით, სახეზე ნირ წამხდრები. ჩემი ერთი წვეთი ცრემლიც კი იმაზე დიდი, მძიმე და ყველაფრის მთქმელია ვიდრე თქვენი შექმნილი უდიდესი რამ.
დიახ მე გიყურებთ მიყვარხართ, მძულხართ და მებრალებით.



№1  offline წევრი lilit

ასე მეგონა მე ვწერდი, დარწმუნებული ვარ ბევრი არამარტო ჩემი არამდე ბევრი გოგოს სათქმელი თქვი და ვფიქრობ ეს ყველა ეგეთმა მამამ თავისი ყურით უნდა მოისმინოს, რომ მიხვდნენ შეცდომას სად უშვებენ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent