შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურუსში არსებული მზე


19-02-2023, 20:04
ნანახია 678

ბნელა ჩემს ირგვლივ,ძალიან ბნელა, ადამიანების სულებში ბნელა, მათი გონება ნისლითაა მოცული… იცით,რა მაფიქრებს ყველაზე მეტად, რას ვჩივი ან განვიცდი? თეთრი ფერი არ მოჩანს,სიკეთის ფერი ბოროტებას ჩაუყლაპავს და ოდესღაც,შორეულ წარსულში, მე ამ სიბნელეში სუსტად მოციმციმე სინათლე ვიყავი გზის გაკვლევასა და სიბნელისგან თავის დაღწევის დიდი სურვილით,მაგრამ არა, იქ არ იყვნენ ჩემნაირები, სხვა სინათლეს თვალს ვერ მოჰკრავდით ან კი რა უნდა დაგენახათ? უკუნითი,ღრმა,ნახშისიფერი სინათლე,რომელიც სულში ამავე ფერის ლაქებს წარმოქმნიდა,მაგრამ გაგონილია ის,რომ ოდესმე ბოროტებას სიკეთე დაემარცხებინა ? ან თუ ჰქონია ბოროტებას მარადიული ძალა? არა, ის არსებულა,მაგრამ მარადჟამ არა, ერთ დღესაც გამქრალა და მე დღესაც მაქვს იმის იმედი,რომ მოვა დღე,როცა ის ორპირი ქარი,რაც ჩემს პიროვნებას გარშემო მწარედ,დაუნდობლად ებრძოდა დასუსტდება,უარს იტყვის, თამაშს დაასრულებს და ნიღაბს ჩამოიგლეჯს.
ველი ამ წამს,როცა სინათლე მოეფინება ყველა დამალულ,ზურგსუკან ჩადენილსა და ნათქვამს და დღე აღიარებისა ბნელთათვის ვიმედოვნებ,რომ ჭკუისსასწავლებელი იქნება. ან კი შავი ოდესმე თეთრად, ხოლო სიბნელე- სინათლედ გადაიქცევა? მე არ მწამს ამის…თავი დავაღწიე ჩემივე სინათლის წყალობით იმ ღრმა ოკეანეს,რომელშიც ჩაძირვას მიპირებდნენ,მაგრამ ფაქტია ის,რომ მე მათთნაირი არ აღმოვჩნდი სანამ ისინი მოიცილებდნენ სინათლეს თავიდან იქამდე სინათლემ დატოვა სიბნელე. ხედავთ,ხომ როგორი განსხვავებაა სიკეთესა და ბოროტებას, სიბნელესა და სინათლეს შორის? ჭკუა ყოველთვის სინათლის მხარისაა,რაც არ უნდა ამტიცოს იმავე მეორე მხარემ.

სინათლე ის სულიერი თავისუფლებაა,რომელიც ყველა ადამიანს არ გააჩნია და თუ შენც სინათლის ნაწილი ხარ მაშინ ბედნიერი ადამიანი ყოფილხარ,რადგან სიბნელისგან თავის დაღწევა რთულია. განა ადამიანი დაბადებიდანვე ბნელ ცხოვრებას ირჩევს? არა,რა თქმა უნდა, ცხოვრება, რთული პერიოდი,გარემო პირობები აყალიბებს მას ასეთად.ამიტომ გაუფრთხილდით თქვენში არსებულ თავისუფლებას,რომელსაც სინათლე ჰქვია დაე, მუდამ სიკეთის გზით გევლოთ და არასდროს დააყენოთ ეჭქვეშ საკუთარი პიროვნება, საკუთარი გადაწყვეტილება და მით უფრო საკუთარი-კეთილგანწყობა. სიკეთეა ის,რაც სასიკეთოა შენი და სხვისი ცხოვრებისთვის,რითაც საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს სიცოცხლის ძალას მისცემ, სამყაროში დადებით ენერგიასა და სითბოს გასცემ, ახალ შესაძლებლობას აჩუქებ ადამიანებს ან უბრალოდ საკუთარ თავს შანსს მისცემ,რომ ახლიდან სცადო, რაღაც ახალი შექმნა და ამით სხვებიც გააბედნიერო.
სიკეთე-ის სულიერი მდგომარეობაა,როცა შორდები ისეთ ადამიანებს,გარემოს ,რაც შენზე უარყოფით გავლენას ახდენდა საკუთარი თავის დაცვა, საკუთარი თავის კარგად ყოფნაც სიკეთეა ,გარდა იმისა,რომ სხვებს მიანიჭო იგივე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent