შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

* * *


29-01-2019, 19:38
ავტორი margaret
ნანახია 1 327

თავი ვერ მოვაბი რაიმეს წერა დამეწყო. თავს იმით ვიმართლებ ხოლმე, რომ ჯერ დრო არაა და რომ ეს დრო მოვა და ერთ დღესაც ძალიან მაგარ ამბავს დავწერ ჩემს ცხოვრებაზე. მაგრამ ეს დღე არა მგონია ოდესმე დადგეს იმიტომ, რომ ახლაც კი როცა ვცდილობ რაიმე დავბეჭდო, უეჭველად ვიცი, რომ როცა ამ ფაილს დავხურავ, მას მეორედ აღარასოდეს გავხსნი და ეს გულს მწყვეტს.
მაგრამ თუ კი მაინც გავქაჩე რომ ეს წერილი დაგიწერო, იმედს ვიქონიებ რომ ვერასოდეს ვერ იხილავ ამ სიტყვებს.

ჩემთვის მოკვდი. ეს უბრალოდ და უჩვეულოდ მოხდა. ორი წელი მოუნდი კვდომას და საბოლოოდ გამანთავისუფლე იმ ტვირთისგან, რომელიც შენმა წასვლამ დამიტოვა საზიდრად.
მძულხარ, მაგრამ იმდენადაც არა, რომ არ მენატრებოდე. შენმა დანამ იარა კი არა ყვავილოვანი ნაიარევები დამიტოვა ხელებზე და სახეზე. გაიკვირვებ რომ გულზე არაფერი მამჩნევია ხო? გაიკვირვე, ეს ასეა.
გული დაბერდა, შეიცვალა, გაიზარდა, გაიხრწნა, მაგრამ ტკივილებს ადგილი არ ჰქონიათ და არ აქვთ. იქ აღარ სახლობ, აღარ სუნთქავ, აღარ შრიალებ. იქ ბნელა, შენთვის ბნელა, შენთვის ბნელა, ბნელა, ბნელა. მინდა დაიხრჩო ამ სიბნელეში, მთხოვდე გადამარჩინეო და ხედავდე, რომ მძულხარ, რომ არ მოვალ, რომ არ გადაგარჩენ, რომ დავტკბები იმ სიბნელით რომელიც გახრჩობს. რომ არ მოვალ, არ მოვალ, არ მოვალ, არა. არ მოვალ. მე არ მოვალ. ვერ მოვალ. არ მინდა, განმშორდი, წადი. რატომ მტკივა ახლა მხრები, მკლავები, ხელები, რატომ? რატომ დავიღალე ესე უეცრად, შენი სიძულვილით. როგორ დავიღალე, ოჰ, ნეტავ იცოდე როგორ დავიღალე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent