შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინდიგო


6-03-2023, 18:20
ავტორი ვე რა
ნანახია 770

ინდიგო

_ გამარჯობა ,მე ინდიგო ვარ!_ მესალმება ვიღაც. ძლივს ვწყდები მდინარის დინებას და ხმის მიმართულებით ვიხედები. პატარა ექვსიოდე წლის გოგონაა,დიდი შავი ძაღლით. უჩვეულო სახელი სმენას მჭრის, ყურადღებით ვაკვირდები. ერთი შეხედვით ვხვდები თუ რატომ ჰქვია ინდიგო. თვალები აქვს უცნაური ცისფერი, არა ლურჯი, არა უფრო იისფერი.
საოცარი თვალები აქვს. ასეთი თვალები მხოლოდ ანგელოზებს შეიძლება ჰქონდეთ. ამ თვალებიდან სინათლე სულში მეღვრება. მაგრამ მე არ მიყურებს ინდიგო , სადღაც ჩემს მიღმა იყურება, თითქოს გამჭვირვალე ვარ, ჩემს მიღმა უხილავ სამყაროს უღიმის.
_ გამარჯობა_ ვპასუხობ დაბნეული და ხიდის მოაჯირს ვეყრდნობი ხელებით. ვატყობ დღესაც არაა ის დღე. შვებით ვსუნთქავ.
_ რა ცივი წყალია არა!_ ფიქრებიდან მაფხიზლებს გოგონას ხმა.
ცალი ხელი მოაჯირს მიღმა გადაუყვია და გაფარჩხული წვრილი თითებით თითქოს პატარა მორევს აკეთებს ჰაერში. ისევ სადღაც სხვაგან იყურება, ყოველ შემთხვევაში იმას არ ხედავს, რასაც მე .
და უცებ ვხვდები ის ბრმაა. გული უცნაურად მეკუმშება.
_ მე უსინათლო ვარ!_ თითქოს ფიქრებს მიმიხვდა.
მე შეცბუნებულმა ჩავახველე. ის კი იღიმის .
_ გინდა შენი მეგობარი ვიქნები!_ ანგელოზისთვალება გოგონა მეგობრობას მთავაზობს, ბავშვური პირდაპირობით და გულწრფელობით.
_ ჩემი? _ ვიოცებ და საკუთარ თავს ვათვალიერებ. მოუვლელი, დახეული, ჭუჭყიანი, დაკემსილი, ცალ_ცალი, უთვისტომო , ეს ვარ მე და მიხარია სადღაც გულის სიღრმეში, რომ ინდიგო ვერ მხედავს. ეგოისტიც ვყოფილვარ. იმ თითებიგაფარჩხულ ხელს მიწვდის, წეღან მორევს რომ აკეთებდა .
მოაჯირს ხელს ვუშვებ და ვშორდები.
მე ჩემს ხელისგულს დავცქერი, უხეშია, დახეთქილი, ბინძური.
სწრაფად ვისვავ იმ ძონძზე, რაც ოდესღაც პერანგი იყო .
ვითომ ვისუფთავებ და პატარა გამხდარ თითებზე თითებს ვუჭერ.
_ ანდრო!
_ დღეიდან ამ ხელს ათას ხელშიც კი ვიცნობ!
მიღიმის ინდიგო
და იცინის, ვიცინი მეც.
ახლა ვიცინი არადა წამის წინ ამ მოაჯირზე ავძვერი თავის მოკვ... სუიც... უბრალოდ ამ სამყაროდან გაღწევა მსურდა.
ვუყურებ, ინდიგო საოცრებაა, ინდიგო ჩემთვის ანგელოზია, ინდიგომ ჩემი სხეული და სული ერთროულად გადაარჩინა, თანაც მხოლოდ და მხოლოდ მოსალმებით! ჯადოსნურია აბა რაა!
მის აურას რომ ვხედავდე ისიც სახელის შესაფერისი ექნებოდა ალბათ.
_ ხვალ ისევ მოვალ! ხიდს იქით ჩემი სკოლაა!_ ხელით მანიშნებს.
_ მარტოს გიშვებენ ინდიგო? მშობლებს არ ეშინიათ?_ ვეკითხები გაოცებული.
მხრებს იჩეჩავს.
_ საშიში რაა? ჩარლიმ გზა იცის სპეციალურად ისწავლა სკოლაში, რომ მე დამეხმაროს. _ღამესავით შავ ყურებაცქვეტილ ნაგაზს თავზე ეფერება .

ვისთვის ვინაა ხსნა და გადარჩენა? ვისთვის ვინაა დასახმარებლად გაწვდილი ხელი? ვისთვის ვინაა საყრდენი? საოცარია იქნებ სწორედ ჩემი სულის ხსნა იყო ინდიგოს მისია.
იქნებ ინდიგო რომ სხვებივით ხედავდეს, მე ვეღარ დავენახე, როგორც ვერ მხედავს ადამიანების უმეტესობა? იქნებ უბრალოდ გვერდი აევლო და მაშინ....

ინდიგო გზას აგრძელებს..
_ მადლობა ინდიგო! _ ვეძახი უკვე წასულს.
ის კი გაფარჩხულთითებიან ხელს მოაჯირს მიღმა ყოფს და მორევივით ურევს.
_ ცივია წყალი მეგობარო, ძალიან ცივი!_ მპასუხობს მოუხედავად .
ინდიგო შეიძლება ვერ ხედავს იმას, რასაც მე, მაგრამ იმაზე მეტს ხედავს, ვიდრე მე შემიძლია დავინახო!

უსინათლოა ინდიგო, მაგრამ თავადაა სინათლე!

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი Mariko

თქვენს დამატებულ სიახლეებს რომ ვხედავ სულ მოლოდინი მაქვს,რომ,,ზღაპრები ძილის წინ" ატვირთეთ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent