შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იბრძოლე...


25-03-2023, 10:08
ავტორი PPO
ნანახია 886

Ყანჩელის მელოდიას უსმენდა,თვალგაშეშებით შესჩერებოდა ქარის სიმღერაძე ნაზად აცეკვებულ თეთრ,მთვრით შეფერადებულ ფარდას და საიდანღაც შვებას გრძნობდა.იმ შვებას ,რომელსაც ასე გამალებით ეძებდა.ვერ აღიარებდა დაღლას,ყველა ფასეულობისათვის,მრავალჯერადი მცდელობეისათვის ფეხი უნდა დაებიჯებინა მაშინ.სძულდა ეს მდგომარეობა.ფიქრებში გაუელვებდა ხოლმე-რამდენ ადამიანს აქვს პრობლემები?აბსოლიტურად ყველას,ყველას სხვა და სხვა დოზით/დონით.მაგრამ იქნებ ყველა პრობლემა ერთნაირად ტკივილის მიმყენებელია,მხოლოდ ჩვენ,დეტალისტი,მეწვრილმანე ადამიანები ვუწესებთ დოეებს და ბარიერებს.

-ნწ,იდიოტო,ისევ რაღაც სისულელეს ჩაკირკიტებ-ამბობს ერთი მხარე.

-მე ამით ვსულდგმულობ-ამბობს პესიმიზმითა და ერთ ადამიანში დაბუდებული მანკიერი თვისებების მქონე მხარე.

-არა,შენ ცდილობ რაიმეს წურბელასავით მიეკრა,რაღაც ფუჭ ფასეულობას,ფიქრს,ამით იკვებო და წამართვა პოტენციალი-ამბობს გაგულისებული.

-არ ვიცი რა უნდა გითხრა.მხოლოდ ის ვიცი რომ პიროვნების ცხოვრებაში საჭირო და აუცილებელი ვარ.

-გველის შხამს დოზირებულად იყენებენ მედიკამენტებში.შენ კი ამ შხამივით დამალპობელ იმპულსებს ყოველგვარი ნააზრევისა და ფირის გარეშე ანთხევ და აწამებ სულს-ამბობს მებრძოლი მხარე და მთელი სიმშვიდით შეჰყურებს,ფიზიკურად იდენტურ მაგრამ შინაგანობით განსხვავებულ მხარეს,რადგან იცის გამარჯვება მისია.

-მე...მე ხომ ამას შეგნებულად არ ვაკეთებ?!მე...მე...

-ხო,ზუსტად შენ,შენ ხარ ის ვინც მუდმივი ჯაჭვი უნდა გაარღვიოს,გარეთ გამოიხედოს,რაღაც კიდევ მასწავლოს.რაღაცისთვის შემამზადოს,გამაძლიეროს.ესაა შენი მოვალეობა,ეს კი სურვილის დონეზე გყავს დაყვანილი.ვინ მოგცა ამის უფლება?როგორ ბედავ? ...მაგრამ საქმე უკვე შენ კიარა მე მეხება ,არა?!-ჩაიცინა მწარედ,მაგრამ როგორც შეეფერებოდა დახრილი თავი მალევე წამოსწია- მართალია თუ მებრძოლი მხარე დავირქვი ბოლომდე ასე უნდა დავრჩე.

Ამის თქმაზე,წარბშეხრითა და გაკვირვებით შეხედა პესიმისტმა,რა ჯანდაბააო და იმ სხეულს რომელშიც ცხოვრობდა,წამით სუნთქვა შეუკრა.საკუთარი უსუსურობა იგრძნო,მიხვდა ,ამ აღიარებაში,პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაში,რა სიდიადის მქონე მეამბოხე იმალებოდა და მომენტალურად თვალწინ ისეთი სურათი წარმოუდგა ,მარწუხებივით შემოწოლილმა ემოციებმა რამის თვითონაც გაგუდა-- ნაბრძოლ-ნაომარ ველზე,სადაც ათას ფეხსა და ტანკს გაევლო(მეტაფორულად),ძაძებში შემოსილი იდგა,ფეხშიშველი, ფილტვებიდან და სხეულიდან წამოსულ ენერგიას კიარ გრძნობდა ,ხედავდა.ეს ენერგია ,ისედაც მოქუფრულ გარემოს კიდევ უფრო ნაცრისფერს ხდიდა.მიმოიხედა და ჩამომჭკნარი ,ავადმყოფური სახე დაანახა არემარეს.უკან მიტრიალდა და უსასრულობაში აპირებდა წასვლას,როცა ტალახში ამოსვრილი ნაბიჯი ჰაერში გაუშეშდა .რაღაც იგრძნო,უბრალოდ რაღაც კი არა ,ამ უსიცოხლო არემარეში ხმა მოესმა,ფრჩხილებით მიწის მფხოტავი არსების ხმა და შიშმა მოიცვა,დასასრულის შიშმა. Ჯერ გუგები მიიმწყვდია თვალის ჭრილის ნაპირში,შემდეგ კი თვითონაც მიტრიალდა და შედრკა,ხერხემალში წვა იგრძნო,აღარ სუნთქავდა.შემოტრიალების დროს წარმოდგენაში დახატული ყველა სურათი დაჯაბნა ნანახმა.მის წინ მისი იდენტური,არსებობისთვის ბრძოლობდა.არ იყო ეს უბრალო ბრძოლა-ქარიზმა,სიჯიუტე,გაუტეხლობა,ბრძოლის ჟინი ჩანდა მებრძოლის ჩასისხლიანებულ,მაგრამ მაინც ყველაზე კამკამა თვალებში.მიწაზე მკერდით მხოხველს,თითებიდან ფრჩხილები ასძრობოდა და სისხლი სდიოდა,ყბები მთელი ძალით დაეჭიმა და ცხვირის ნესტოები მატადორი ხარის მსგავსად უფართოვდებოდა.წინ მიმავალი მილიმეტრობით უახლოვდებოდა სანახაობით შემდრკალ,თითქმის გამჭირველედ გადაქცეულ “იდენტურს”.ის კი გახევებლი იდგა და შიშ,გაოცება უროსავით სცემდა მთელს ტანში.

მებრძოლმა წამოდგომა სცადა,მაგრამ ეს გაფართხალებას უფრო ჰგავდა.ჩაეცინა თავის მდგომარეობაზე და ალმაცერი მზერა შეავლო დამჭკნარ “მე”-ს,რომელსაც ზიზღი გადაჰფენოდა სახეზე და შიში უელავდა თვალებში.

Კიდევ ერთი ცდა,ტერფებმა ვერ გაუძლო,კიდევ ერთი,კანჩამოფხრეწილმა,ტალახით მოსვრილმა სუსტმა ხელებმა დამძიმებული სხეული ვერ აზიდა.კიდევ...კიდევ..კიდევ ჯანდაბა არ გამოდის,კვლავ უცინის სისხლიანი თვალები და შემდეგი ცდის ბოლოს თავით ასკდება ტალახს და ცოტახანი შეშდება.უნდა ამოისუნთქოს,სხეული ისევ დააკავშიროს ბობოქარ სულთან.ხარხარი ესმის,წყეული ხარხარი. Ძოძებში გამოწყობილს ,როგორც ჩანს პირველადმა ემოციამ გადაუარა...უცებ დასერიოზულდა,მოიქუფრა,ზემოდან დახედა თითქმის მის ფეხებთან მიგდებულ,სისხლისფრად შეღებილ საკუთარ თავს და თავის საქმეს შეუდგა,როცა ნაწამები უკანასკნელი ნაპერწკალის,თავისივე შავი ნისლით ჩაქრობა და შთანთქმა გადაწყვიტა.

Თვალები დახუჭა,სადაცაა ამ თვალებმოკამკამე არსების სულიც თავის მსგავსად უნდა აქციოს,ფერები უნდა წაართვას,რომ ღრიალი ესმის,სულის შემზარავი,სისხლის გამყინავი,გონების დამბინდველი ღრიალი.ისევ შიშმა მოიცვა თვალებ დახუჭული,ზემოთ აპყრობილი ხელები გაუშეშდა და ქუთუთოებს უფრო მძაფრად აჭერდა,თითქოს შიში იქიდანაც შეუძვრებოდა.დასასრულის დასაწყისი იყო. Გრძნობს მეორე არსების ენერგიას,რომელიც წვავს,აგიჟებს,გაქცევა სურს.

-თვალები...შემომხედე...-ჩახლეჩილი,ძლივს გასაგონი,სისხლის ცრემლშერეული ხმა გაჟღერდა საოცრება იყო,ეს ძლივს გასაგონად ამოთქვა მებრძოლმა, მისმა “მსხვერპლმა” კი მთელი ძლით მიიჭირა ხელის გულები ყურებზე.

-თვალები გაახილე...-კვლავ ღრიალს მიუბრუნდა მებრძოლი და შეამჩნია როგორ ჩაეღვარა სისხლის წვეთები სახელოებში,შეძრწუნებულ ძაძებში გამოწყობილ,მანკიერებას-…ჯანდაბა შემომხედე!

და უცებ თვალებს ახელს.სარკის წინ დგას,მაგრამ საკუთარ ანარეკლს ვერ ხედავს.უკვე სამყაროს ეთიშება ,როდესაც არსაიდან ესმის შემოძახილი “ისუნთქე ! Ჩვენ გავიმარჯვეთ!” და თითქოს ეს სიტყვები ერთად ჯარდება,ფრდებად ესხმევა სარკის წინ მდგარს და ისიც თითქოს მათთან შეხებას ცდილობს ,მთელი ძალით იხვევს დაცვარულ სხეულზე ხელებს.



№1 სტუმარი ნათია46

სულის შემძვრელი იყო, მეგონა მე ვიდექი სარკის წინ და ვუყურებდი მეორე მეს, დაუფიქრებლად რომ მითრევდა ჯოჯოხეთში????
არ შევმცდარვარ, კარგად წერ❤️
წერტილ-მძიმე რომ თავის ადგილზეა ეგეც მომწონს????

 


№2  offline წევრი PPO

ნათია46
სულის შემძვრელი იყო, მეგონა მე ვიდექი სარკის წინ და ვუყურებდი მეორე მეს, დაუფიქრებლად რომ მითრევდა ჯოჯოხეთში????
არ შევმცდარვარ, კარგად წერ❤️
წერტილ-მძიმე რომ თავის ადგილზეა ეგეც მომწონს????

თქვენ ხომ არ იცით რამდენს ნიშნავს ჩემთვის ,მკითხველის ნააზრევი relieved მადლობა მხარში დგომისთვის ნათია heart_eyes
პ.ს
ჩემი მიზანიც ეგ იყო ,რომთუნდაც ერთი ადამიანში მაინც დამებრუნებინა/გამეღვიძებინა ბრძოლის პოტენციალი.სათაურიც ხომ ამაზე მიანიშნებს...ანუ მიზანში მოვარტყი laughing smile მადლობა რომ მეხმაურები kissing_closed_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent