შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავვუცხოვდი.


26-04-2023, 23:49
ავტორი ანა გაბაიძე
ნანახია 833

გავვუცხოვდი. თითქოს სამყარომ წამართვა ფერები. შემეშინდა, რომ დავიკარგებოდი.
დავიკარგე. დამავიწყდა გზა და კვალი.
ამ ბოლო დროს ადამიანები მაშინებენ. ხშირად მათ რომ ვუყურებ ვერაფერს ვერ ვხედავ. განა
მეტაფორულად? მართლა ვერ ვხედავ. მათ ადგილას უფერო, უფორმა და უაზრო სხეულები
მეჩვენება, რომლებიც მზაფრავს.
……….
დილით გაღვიძებულმა საკუთარ თავს მინდა მადლობა ვუთხრა. მადლიერების მანიფესტაცია
მადლერ სამაროში გიშვებს,მაგრამ სარკის წინ დამდგარს თავზარი მეცემა - როგორ უნდა ვიყო
მადლიერი, მაშინ როცა უფერო ვარ, ვერ ვხედავ საკუთარ თავს?! ეგოისტიც ვარ, განა ყოველი
გათენებული ახალი დღე, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, მადლიერების მიზეზი არ უნდა იყოს?!
ხო,ეგოისტიც ვარ.
……
ცარიელი ადამიანი ცარიელ სივრცეს უფრო აცარიელებს და სამყაროს ამძიმებს თავისი
სიცარიელით, ისე როგრც, ახლა ჩემი ტავტოლოგიური შეცდომები ამ ნაწერს.
დრო გამოშვებით,ან იქნებ გამუდმებით, როცა ამ სამყაროდან გადაკარგვის მცდელოა მაქვს,
სულ მახსენდება: ადამიანი ისე არ უნდა მოკვდეს, რომ ქვეყნად რამე ღირებული არ
დატოვოს,ასე მის ამქვეყნად ყოფასაც არ აქვს მნიშვნელობა,რომ სიკვდილის მერე გულზე ფეხს
დააბიჯებენ, გადაუვლიან და დაივიწყებენ. თუკი დავით აღმაშენებელ გულზე ფეხს აბიჯებენ და
შემდეგ შედიან ეკლესიაში, მე,ცარიელ ფიტულს, ფეხს თუ დამაბიჯებენ იმასაც კი ვერ
მიხდებიან.
- ადამიანები ისე არ უნდა კვდებოდნენ, რომ ამ ქვეყნად არაფერი არ დატოვონ, ასე
უფალი ცოდოა, მან ხომ იშრომა, რათა მოვევლინეთ ამ ქვეყნად.
და როცა, მე ამ სამყაროდან გაქრობას ვფიქრობ,მახსენდება სიტყები: "შენ ისე გულიანი გოგო
ხარ, ყველაფერს მიაღწევ, რაც გულით გინდა."
მე ერთი უფერული, უსახური, გზააბნეული, მაგრამ გულიანი გოგო ვარ.
მე ერთი უფერული, , გზააბნეული, მაგრამ გულიანი გოგო ვარ….
მე ერთი უფერული, მაგრამ გულიანი გოგო ვარ...
მე ერთუ გულიანი გოგო ვარ…!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent