მიზიდულობის ძალა
დაუტკეპნავი უბიწო თოვლი ფეხქვეშ მოცეკვავე შადრევნებად ზავდებოდა, ჰაერში ნაწილაკებად აფანტულნი მზისგან ათასფრად იღებებოდნენ და დაბლა ფარფატით ეშვებოდნენ. ბურანი კი მიჰქროდა თავგამეტებით, ხან ცაში თავისუფალი ჩიტივით აიჭრებოდა ხან მიზიდულობის კანონს მიეჯაჭვებოდა და თეთრ ტალღებში იძირებოდა. სწორედ მიზიდულობის ძალა მიაქანებდა მწვერვალიდან მხედარს შინისკენ. შავი სათვალის მიღმა, ფერადად ჩანდა მათი შეხვედრა. გაყინულ ტუჩებზე გრძნობდა მის სითბოს, თავბრუს რომ ახვევდა. ნანატრი სხეულის მათრობელა სურნელიც უძლიერდებოდა ყოველ წამიერ და ყურებშიც ტკბილად ჩაესმოდა ნაზი ხმით ნათქვამი მისი სიტყვები ( გელოდებოდი )...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.