შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთი, რომელიც არ იყო არსად(სრულად)


31-07-2023, 22:23
ნანახია 1 478

ხუთი ღამეა თვალი არ მოუხუჭავს. ხუთი ღამეა ავადმყოფ შვილს სდარაჯობს სასთუმალთან. სიცხე ვერაფრით ჩაუქრო, წამლებიც გაუთავდა, ფულიც . იშვიათი დაავადების გამო დემეტრე განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, ამიტომ, სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მომზადებაც კი ვერ მოახერხა და ოთხი
თვის წინ მასწავლებლის სტატუსი შეუჩერეს. ცხოვრებას თავისი სერტიფიკატები და სტატუსები აქვს . ყოველ ჯერზე თუ არ აიღე და დაადასტურე , ამაოა ყოველივე , არაფერს გპატიობს...
დანაზოგით ბოლოჯერ გადაიხადა გადასახადები წინა თვეში და მორჩა...
,,ქრისტეშობა“ თენდებოდა. ფიქრებით დამძიმებული საწოლიდან ნაცემ- ნაგვემი სხეულით ადგა.
გაუსაძლისად ეწვოდა დაღლილი თვალები . შუქი და გაზი გათიშული დახვდა. სიცივე კი ძვალ-რბილში ატანდა.
- ბინა დაცალეთ! ერთი კვირაა ყოველდღე აკითხავს სახლის მეპატრონე. დემეს წითელი ლოყები და
გალურჯებული ტუჩები კი, კვლავ მაღალ ტემპერატურას ამცნობს. დაიხარა, შუბლზე აკოცა , შემდეგ
აცახცახებული ხელით პირჯვარი გადასახა და სასოწარკვეთილი გავარდა ქუჩაში.
ცრიდა, ცვიოდა ფიფქები დეკემბრის თვეს და ცრემლები ნიაღვრებად მოსდოიდა სისველეს შეჩვეული თვალებიდან.
-დამეხმარეთ, გთხოვთ, შვილი მყავს ავად!- გაჰყვიროდა ქალი, მაგრამ ქალაქის ხმაური მის უსასოო ხმას უგულოდ ნთქავდა. რით არ დასრულდა ამათი პირმოთნეობა, რას აღარ იგონებენ, ცრემლებსაც როგორ მსახიობებივით აფრქვევენ? ფეხდაფეხ მისდევდა ირონიული ხმები, ირონიული მზერა, ზიზღნარევი სიცილი...
გაიარა ბაზრობა, მაღაზიები, სკვერები, არ ითხოვდა საჭმელს, ჩასაცმელს, მხოლოდ ცოტაოდენი წამლის ფული სჭირდებოდა შვილისთვის. იმედი, ცრემლი, ორივე ერთად გამოელია. შედგა, ცხოვრების გზის გასაგრძელებლად ძალას იკრებდა, გამვლელებს აკვირდებოდა, ეძებდა ღმერთს ადამიანის თვალებში, ღმერთს, რომელიც არ იყო არსად... აქ, ამ ღვარძლიან, გულგრილ, სურით და ბოღმით გათანგულ გარემოში უბრალოდ არ იყო ღმერთის ადგილი...
ვიღაც ქუჩაში აკანკალებული ხელებით ნაკურთხ სანთლებს ჰყიდდა...
უცებ გონება გაუნათდა, შემობრუნდა, მთელი ძალით გაიქცა შინისაკენ. ოთხი წლის დემეტრეს , რაც შეეძლო თბილად ჩააცვა და სახლი დატოვა:
ეკლესიაში შევიდა. სიცხით გათანგული შვილი იქვე სკამზე დასვა, უკანასკნელად აკოცა . -
მაპატიე,უჩურჩულა და ტაძარი დატოვა...
-ბედნიერება უფალშია! დაბადეთ ქრისტე თქვენში , ერთმანეთის თვალებში. ესწრაფეთ სულიერს, ღირებულის შესაქმნელად! სიყვარული, თავმდაბლობა, მოწყალება, სინანული, აღსარება-ეს გადარჩენის გზაა! ჩაესმოდა ტაძრიდან გასულს გაცვეთილი და ფასდაკარგული სიტყვები ქადაგებისა...
ეკლესიის ზარები რეკდნენ, სადღაც კი ქალის ტანჯული სული სხეულს სტოვებდა.
...მეორე დღეს მდინარემ უცნობი ქალის ცხედარი გამორიყა. რეანიმაციის კედლებში კი ბავშვის აჩქარებული
სუნთვა ისმოდა :- მამაო , გილოცავთ, თქვენი ბიჭუნა როგორც იქნა გონს მოვიდა . ის დედას კითხულობს...



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან სევდიანი ისტორია ❤????

 


№2  offline წევრი ლურჯი მუზები

Ana-maria
ძალიან სევდიანი ისტორია ❤????

მადლობ რომ მოიცალეტ, წაიკითხეთ და შეაფასეთ.

 


№3 სტუმარი ნონიტა

მწარე რეალობაა ჩვენდა სამწუხაროდ????

 


№4 სტუმარი სტუმარი ლურჯი მუზები

ნონიტა
მწარე რეალობაა ჩვენდა სამწუხაროდ????

მადლობ რომ წაიკითხეთ და შეაფასეთ. ძვირფასო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent