ლამპიონი
კვლავაც ღამეა ზამთრის სიცივე, მე კი შემოვრჩი ფიქრებთან მარტო ღამის გათევა, დღესაც იგივე, დღესაც ჩურჩული მიწევს ფიფქებთან. როდის ჩაქვრება ეს ლამპიონი, ვუყურებ ჩუმად მორცხვად რო მიმზერს, უკან მოჰყვება კიდევ ათასი, თითქოს ყოველივე ჩემს დარდებს ისმენს. დაე ისმინონ ჩემი დუმილი, მე ხომ უსიტყვოდ მიმღერის მთვარე, როცა შეხედავ და გაბრწყინდები, გულში იფიქრებ გაჩერდეს ღამე. მე კი გახლავართ ფიქრებთან მარტო, როგორც ათასში ის ლამპიონი, ვუყურებ მშვიდად თბილისის მთვარეს, ყურში ჩამესმის გალაკტიონი. ხელებს მოადგა ზამთრის სიცივე, სიცივე ჩემგან გამონადენი, ვაგრძელებ წერას არ გათბა ხელი, დემკებერია თუმცა რას ველი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.