შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიიღე ჩემი გული


19-08-2023, 14:18
ავტორი Merricat
ნანახია 637

საბავშვო ბაღი არასდროს მიყვარდა. თუმცა ჩემი ცხოვრების ყველაზე ადრეულ და ცხად მოგონებად სწორედ მაშინდელი ყოფა მახსოვს. სიმართლე რომ ვთქვა, არც კი ვიცი მოგონებები ნამდვილად მე მეკუთვნის თუ არა. თითქოს მაშინ დრო არ არსებობდა, თითქოს ეს მე არ ვიყავი ვინც განიცდიდა. მახსოვს, რას ვფიქრობდი, რატომ ვფიქრობდი, რატომ ვიქცეოდი ასე. ვფიქრობდი ეს ჩემი კი არა სრულიად სხვა ადამიანის მოგონებები იყო, რადგან თავს სრულყოფილ ადამიანად ვერასდროს ვგრძნობდი. ეს იმას ჰგავს, როდესაც ცარიელ ალბომს უყურებ, არც იცი რა ფოტოები უნდა ჩასვა, იმიტომ რომ სხვა ალბომი უკვე გაქვს, მას კი ვერაფერში იყენებ.
ასეა თუ ისე, საბავშვო ბაღში შეიძლება ყველაზე არა, მაგრამ ჩემებურად უცნაური ბავშვი მეთქმეოდა. ყოველთვის დაჩაგრული, მარტოსული, მაგრამ კეთილი არასდროს. მარტო ვიყავი ხოლმე, ჩემთვის, შეიძლებოდა დამეხატა (როგორც ამბობდნენ ხატვის განსაკუთრებული ნიჭი დამყვა, ხელოვანი ვიყავი), ანდაც სხვებისთვის მიმებაძა. ისიც არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებდი. თითქოს მე ჩემი თვისებები არ მქონდა, ჩემი ქცევები არ მქონდა, ჩემი გემოვნება არ მქონდა, ჩემი აზრები არ მქონდა. მე არაფერი ვიყავი. ყოველთვის წარმოვიდგენდი რომ სხვა ვიყავი და ვცდილობდი ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ისე მოვქცეულიყავი როგორც ის. არ ვიცი ასე რატომ ვაკეთებდი. როცა მე "მე" ვიყავი, ამას ვერ ვგრძნობდი. თითქოს თავიდანვე რაღაც ვიცოდი რასაც ვერავის ვუზიარებდი. ვერაფერს ვგრძნობდი, მიჭირდა დანაშაულის გრძნობის ქონა. თავი ასე არასდროს მიგრძვნია. არადა ვიცოდი, ბევრ ცუდს ვაკეთებდი. ჩვეულებრივი ქურდი ვიყავი, ყველაფრის რაშიც სილამაზეს დავინახავდი. ისე ვიღებდი თითქოს ჩემი იყო, მაგრამ თუ შეამჩნევდნენ ვიტყუებოდი. ტყუილი ყოველთვის ჩვევად მქონდა. განა მთელი ჩემი არსებობაც ტყუილი არ იყო? თვითმარქვია და თვალთმაქცი ვიყავი. სხვის ქცევებს ვიმეორებდი ვინც თვალში მომხვდებოდა და მომწონდა. თითქოს მე უბრალო ჭურჭელი ვიყავი რომელიც უნდა გამოგეყენებინა. ამას ვიღაც სხვა აკეთებდა. არასდროს მესმოდა ვინ მმართავდა ასე. რატომ ვიტყუებოდი მუდმივად, რატომ ვიპარავდი პიროვნებებს, ნივთებს, მანერებს... ამას ისე ვისრუტავდი თითქოს სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. მეგონა ყველა ასე იქცეოდა. ყოველთვის ვგრძნობდი რომ რაღაც მაკლდა. რაღაცით არასწორი დავიბადე. რაღაცით არასრული. თუ ტყუილში გამომიჭერდნენ, ნივთებს უკან ვაბრუნებდი. სახის გამომეტყველებაც კი არ მეცვლებოდა. უბრალო, ჩამოშვებული, ცარიელი. არაფერი გამაჩნდა გარდა ტყუილისა.
მახსოვს ერთხელ ახალი გოგო როგორ შემოგვიერთდა ჯგუფში. ძალიან ლამაზი იყო. თეთრი და ფითქინა, ქამელეონის მსგავსი თვალები და ღია ყავისფერი, სწორი თმა ჰქონდა. ზემოდან კი ცისფერი თმისამაგრი ეკეთა უზარმაზარი ყვავილით. მართლა ძალიან მომეწონა. მეგობრებიც კი არ ყავდა, სრულიად მარტო იჯდა. ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორი სუსტი იყო. შემეძლო გამესრისა თუ მოვინდომებდი. მინდოდა ჩემზე დამოკიდებული გამეხადა. მგონი ერთადერთი გოგო იყო რომელსაც არ მოვპარე მიმიკები და მანერები. მისთვის ნივთიც კი არ მომიპარავს.
- ხომ იცი, დედიკო მალე არ მოვა. - ვუთხარი ერთხელ.
გულამოსკვნილი ტიროდა. თვალები სულ დასიებული ჰქონდა. ძალიან მომწონდა ასეთს რომ ვხედავდი. მინდოდა უფრო მეტად ეტირა. თავი ცუდად ეგრძნო. მინდოდა რომ მარტო ეგრძნო თავი, რომ მას არავინ მოაკითხავდა. ამის გამო თავი დამნაშავედ არ მიგრძვნია. ან რატომ უნდა მეგრძნო, მომწონდა როდესაც გულს ვტკენდი.
ხანდახან ისიც მსურდა, რომ ვინმესთვის ფიზიკური ტკივილი მიმეყენებინა. ფაქტია არ შემეძლო. ძალიან პატარა და სუსტი ვიყავი. მაგრამ ტკივილი უჩვეულო სიამოვნებას მგვრიდა. თითქოს ეს ჩემი იყო. ეს უნდა გამეკეთებინა.
სწორედ მაშინ მოხდა ის, რამაც ასე შემიპყრო და თავიდან ბოლომდე ამირია გონება. ერთ დღეს რატომღაც ყველა ვიღაც "ღმერთზე" ლაპარაკობდა. მესმოდა "იესო ქრისტე" და "ჯვარზე გაკვრა". ეს ყველაფერი უცნაური იყო. არ ვიცი რატომ არ ვიცოდი მე. არ მსმენოდა არაფერი მასზე. არც ის ვიცოდი ვინ იყო. არადა თითქოს ყველამ ყველაფერი იცოდა. ჯგუფად ისხდნენ და ამაზე ჯგუფელი გოგონა გაცხარებით საუბრობდა. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო როდესაც "ლურსმნები" გავიგონე. არ ვიცი ასე ძალიან რატომ დამაინტერესდა მაგრამ ვთხოვე კიდევ მოეყოლა. მითხრა, რომ ის აწამეს, თანაც ძალიან სასტიკად. ამან გულში სიამოვნება ჩამიღვარა. მინდოდა მეტი და მეტი მომესმინა. საკმარისი არასდროს იყო. მეუბნებოდა როგორ იტანჯებოდა, როგორ აცვამდნენ ჯვარზე, როგორ არჭობდნენ ლურსმნებს, როგორ გადიოდა გზას... და ეს მე მომწონდა. ბევრჯერ ვთხოვე რომ ჩემთვის მოეყოლა. თვითონ აშკარად შეშინებული ჩანდა. მაგრამ არ ვიცი ასე ძალიან რატომ მსიამოვნებდა ვინმეს ტკივილზე მოსმენა.
სინამდვილეში დაჩაგრულიც კი მეთქმეოდა. არავისთან არ ვიყავი ახლოს. მეგობრები არ მყავდა. ცუდად ვიქცეოდი, არ მომწონდა რელიგიური ისტორიების მოსმენა რომელსაც მასწავლებლები გვიყვებოდნენ. ბევრი მასწავლებელი არ მომწონდა, ზოგიც მაშინებდა. ყოველთვის კუთხეში ვიყავი, ჩემთვის. არც არავის არ მოვწონდი. საზიზღრად ვგრძნობდი თავს. ყველა ჩემი სიტყვა, ქცევა თუ მანერა არაბუნებრივი და გულისამრევად მეჩვენებოდა. აუტანელი იყო ის რომ "მე" არ მქონდა.
მაგრამ უცნაური ფანტაზიები მქონდა. წარმოვიდგენდი როგორ ვეხვეოდი მკვდარს, ვკოცნიდი, მაგრამ არა რომანტიკულად. უბრალოდ შუბლზე, ლოყებზე, თვალებზე, თითებზე, ყელზე... მომწონდა რომ ის ჩემი იყო. მინდოდა შიგნიდან მთლიანად დამეცარიელებინა. უბრალოდ მსურდა ის ლამაზ ნივთად მქონოდა შენახული. რომელიც არ განმსჯიდა, არც დამელაპარაკებოდა. მხოლოდ ნაზად შემეხებოდა. სულ ეს იყო. მინდოდა ფოტოები გადამეღო მისთვის. სილამაზე არ უნდა დაკარგულიყო. მეც არ ვიცი ასე რატომ ვფიქრობდი. მაგრამ მეგონა ასე ლამაზი იქნებოდა.
სილამაზის აღქმა ვფიქრობ სხვებზე ბევრად ძლიერად შემეძლო. ამას ვგრძნობდი ღრმად ჩემში. თითქოს ყოველჯერზე გრძელი და სქელი შუბი მესობოდა სხეულში რომ შუაზე გავეხლიჩე. ყველაფერში ვხედავდი სილამაზეს. ყველა ადამიანში მოვნახავდი რაღაც დეტალს რაც მას ჩემთვის ლამაზად აქცევდა. ყოველთვის ვფიქრობდი აქ რაღაც უფრო მეტი იყო, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი. რადგან ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური სამყაროს აღქმა ჩემში. ამას ბევრად აზრობრივად განვიცდიდი. ძალიან ადვილი იყო სილამაზე დამენახა. ასე მეგონა ყველაფერს მშვენიერს ვირეკლავდი და ჩემში იწყებდა დაბუდებას. ამიტომ ხდებოდა, რომ ჩემი პიროვნული თვისებები დამოკიდებული იყო იმ დროისთვის რით ვიქნებოდი მოხიბლული.
ხელოვნება ამ ყველაფერში მეხმარებოდა. შემეძლო საათობით მეყურებინა ნებისმიერი სახის ნახატებისთვის. იქნებოდა ეს ტილოზე, ქაღალდზე, შუშაზე თუ სად. თუ ქმნილება არსებითად დადებით მდგომარეობას გადმოსცემდა, შემდეგი რამდენიმე დღე, კვირა, თვე ან წელიც კი ჩემში ყველა დადებითი თვისება ფსკერიდან ამოტივტივდებოდა, აირეკლავდა რაღაც ჩემში და ერთიანად დადებით პიროვნებად შევიქმნებოდი. მაგრამ თუ ეს უარყოფითი იქნებოდა, ყველა შესაძლო ცუდი ჩემში დამარხული თავის გზას ზედაპირისკენ მაინც იპოვნიდა და წამიერად შეცვლიდა იმ მომენტისთვის არსებულ მდგომარეობას.
მინდოდა რამეს ისე შევხებოდი არ მომდომებოდა მე ვყოფილიყავი ის.
სად ვიყავი მე? არსად, მაგრამ თანაც ყველგან. ვგრძნობდი როგორ ვირეკლავდი სამყაროს ყოველ შერხევას ჩემს თვალწინ, ჩემს გარშემო. თითქოს არჩევანი არასდროს მქონია, ასეთი ვიყავი და ასე უნდა მეცხოვრა. საკუთარი თავის გარეშე. მუდმივად იმის სურვილით რომ ჩემი თავი მეპოვა. სადმე, სადმე უნდა ამომექექა, უნდა შემექმნა, რაღაც უნდა მეღონა... სად... სად ვიყავი მე? მინდოდა შემხებოდი, გეთქვა რას წარმოვადგენდი, ვინ არსებობდა ამ წარმოსახვითი მსახიობის ქვემოთ.
გთხოვ, გთხოვ, გთხოვ შემეხე... მითხარი რომ მე აქ ვარ. მიმიღე ისეთი როგორიც ვარ.
ბუნდოვნად, თითქოს შორიდან ყოველთვის ვიცოდი რომ ჩემს სიტყვებს ვიღაც ისმენდა. იცოდა რომ ვეხვეწებოდი ჩემთან მოსულიყო და ბურუსი გაეფანტა, დავებრუნებინე კრიალა სამყაროში. ყველაფერს გავაკეთებდი როგორმე სახე მქონოდა. ჩემი, მხოლოდ. და ვიცოდი ამას მარტო ვერ შევძლებდი. ყველაფერი ჩემში აკრძალული და მიუწვდომელს წარმოადგენდა. მეგონა ღრმად ისეთი რაღაც იყო არ უნდა შევხებოდი, ასე უნდა დამეტოვებინა სანამ თავად არ გამოიღვიძებდა.
იქნებ სწორედ მაშინ მივხვდი რომ ჩემში არა ერთი, მრავალნი ვიყავით.
ვიღაც ჩემში მაიძულებდა რომ მომეკლა და მირტყავდა თუ ვიყოყმანებდი. და ვიცოდი ეს ვიღაც მამა რომ იყო.
არაა რთული იყო ცუდი ადამიანი. სინამდვილეში ძალიან იოლია იყო ცუდი ადამიანი. მაგრამ კიდევ უფრო იოლია ცუდი ადამიანი იყო საკუთარი თავისთვის.
ვნანობდი? არ ვიცი. პირველ რამდენიმე წამში ყველაფერს ვნანობდი. ყურებში მესმოდა გულის ძგერის ხმა. გუგუნი პირდაპირ მკერდში მირტყავდა. თითქოს დამჭრეს და სისხლი მდინარესავით მოედინებოდა ჩემი გულიდან. ასე მეგონა ჩემივე შიგნეულობაში ვიწექი. საზიზღარ სუნსაც კი ვგრძნობდი თუ როგორ საშინელ ადამიანად ვიქეცი. "ესეც ასე. ყოჩაღი გოგო ხარ, მამას ძალიან მოსწონხარ." ჩამესმოდა ყურებში. მესმოდა როგორ მაქებდა მამაჩემი რადგან თითქოს ამ საქციელმა მისნაირად მაქცია. თითქოს ცხოვრების ამ მომენტებში ვიღებდი გადაწყვეტილებას, რომ მისი ცხოვრებით უნდა მეცხოვრა, რომელიც საერთოდ არ მინდოდა. რაც თავი მახსოვს მთელი ჩემი ძალით ვეწინააღმდეგებოდი, ყველაფერს ვაკეთებდი კარგი ვყოფილიყავი, საკუთარ თავსაც უამრავჯერ ვუღალატე, რომ ის არ ვყოფილიყავი. მაგრამ ახლა, თითქოს რეალობამ სახეში შემაფურთხა. "ხედავ? ეს ხარ, მეტი არაფერი. ახლა როგორ გრძნობ თავს, კარგია არა, როდესაც ჩემსავით იქცევი?!"
გულისრევას ვგრძნობდი.
ყელში საზიზღარი გემო მიგროვდებოდა. რაღაც ბლანტი კისერში მეჩხირებოდა და მეგონა თუ არ ამოვიღებდი სამუდამოდ ჩემს სხეულში დარჩებოდა, მომწამლავდა და მომკლავდა. ამას ველოდი.
მინდოდა იმ წამს მოვმკვდარიყავი როდესაც ყველა საშინელებას ვაკეთებდი, რითაც საბოოლოოდ ვუმტკიცებდი ჩემს თავს რაც ვიყავი, რაც მქონდა სისხლში. როგორც ვერ გავურბოდი ამას. თითქოს ჩემი ხელები და გონება ჩემს გარეშე მოქმედებდა. მე მარიონეტად ვგრძნობდი თავს, რომელსაც ვიღაც ჩემს სისხლში, ჩემს კანში, ღრმად ჩემში მაკონტროლებდა. მეუბნებოდა რომ ცუდი ვყოფილიყავი, რომ არავინ მადარდებდა, რომ მეც ისეთივე ვიყავი როგორც მამაჩემი.
არ ყოფილან მტყუანი. თავს ზუსტად ასე ვგრძნობდი.
სუნთქვა მიხშირდებოდა. მეგონა წამებში ესეც გაჩერდებოდა და გული სამუდამოდ შეწყვეტდა ფეთქვას. თითქოს ეს მინდოდა კიდეც.
ჩემს გარშემო სიბნელე იყო. ვერავის ვხედავდი. არავინ იყო. როგორც ყოველთვის მარტო ვიყავი. არაფერი შემეძლო. წამით მამაჩემის მიმართ სიმპატიათ კი ვიგრძენი. წარმოვიდგინე როგორ იყო ახლა სახლში მარტო და ფიქრობდა ოჯახზე რომელიც შეიძლებოდა ქონოდა თუ ასეთი საშინელი ადამიანი არ იქნებოდა. ვფიქრობდი ახლა რას აკეთებდა. შეიძლება ისიც ჩემზე ფიქრობდა? ყოველთვის ვგრძნობდი რომ არ ვადარდებდი. მაგრამ ახლა როდესაც მივხვდი მთელი ეს დრო რასაც გრძნობდა მთელი თანაგრძნობა შემომაწვა მის მიმართ. წამით მის მიმართ გაბრაზებული აღარ ვიყავი. წამით მე... ის ვიყავი. და ეს თავს ერთდროულად მაზიზღებდა და მაყვარებდა.
ამაზე საზიზღრობა ცხოვრებაში არაფერი მიგრძვნია.
ვგრძნობდი სხეული როგორ მიკანკალებდა. ჩემს თავს ვეუბნებოდი რომ გაჩერებულიყო, რომ არ მადარდებდა არავინ და არაფერი. ისიც ზუსტად ამას აკეთებდა. თუ ის დამემართებოდა რაც მას ვიცოდი რაც იყო დასასრული. გარდაუვალი, უსასრულო მარტოობა.
ვგრძნობდი რამხელა შეცდომასაც ვუშვებდი. ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა. მაგრამ არ გავჩერებულვარ.
საწოლიდან ავდექი. ჯერ კიდევ წარმოვიდგენდი რომ სველი იყო სისხლისგან. მაგრამ ასე არ ყოფილა. სრულიად ცარიელი იყო. ჩემს გარდა სახლშიც არავინ იმყოფებოდა. მარტო ვიყავი. როგორც ყოველთვის. გულისრევას ჯერ ისევ ვგრძნობდი. მეგონა მოვასწრებდი ამომეღო ჩემივე სიბინძურე, საზიზღრობა რასაც ჩემში დავათრევდი.
მრცხვენოდა. ძალიან მრცხვენოდა რაც მქონდა შიგნით. და მეშინოდა რომ დახმარება მჭირდებოდა. რადგან ვიცოდი არავინ მყავდა.
ყველა სხვა თავს დიდად მაშინ გრძნობს პირველად როდესაც სხვანაირად უნდა შეხება. იქ სადაც აკრძალულია. მაგრამ მე რატომ ვიგრძენი ეს როდესაც ფიზიკური ძალადობის ატანა პრობლემას აღარ წარმოადგენდა.
სექსუალური ფანტაზიები მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე. თავიდან სრულიად უბრალო, კოცნა. მეშინოდა რომ თუ ჩემი პარტნიორი ცოცხალი იქნებოდა ამას ვერ შევძლებდი. არ შემეძლო წავსულიყავი პაემანზე, დავლაპარაკებულიყავი ყოველდღიურ საკითხებზე, ხელი მომეხვია, მეკოცნა... ეს მე არასდროს ვყოფილვარ. მე მხოლოდ უძრავთან, აზრების მსგავსად შემეძლო ასე მოვქცეულიყავი. ეს უბრალო ფანტაზიები იყო სადაც წარმოვიდგენდი როგორი იქნებოდა ჩემი სექსუალური ცხოვრება. მაგრამ მეორეს მხრივ ამ ყველაფრის მიმართ ზიზღი მიჩნდებოდა. არ ვიცი, ხანაც მეზიზღებოდა, მაგრამ როდესაც კონტროლს ვკარგავდი, უკვე აღარ მომწონდა ნაზად, რბილად. მე სხვანაირი მინდოდა რომ ყოფილიყო. მაგრამ მხოლოდ ფანტაზიებში.
აი მხოლოდ ეს ვიყავი. ფანტაზიები.
მინდოდა რომ ვინმე მყვარებოდა. მართლა მინდოდა. მაგრამ არ შემეძლო. თითქოს საბოლოოდ ყოველთვის მინდოდა მათთვის მეტკინა. და ეს სიამოვნებას მანიჭებდა. ვერ ვიტყვი, რომ მათ გრძნობებზე ვზრუნავდი. ძალიან კარგად ვიტყუებოდი თითქოს ეს ასე იყო. უბრალოდ მინდოდა ჩემთან ყოფილიყო. არა. ჩემი ყოფილიყო. რომ არასდროს შემწინააღმდეგებოდა და მისი სურნელი, სინაზე შემეგრძნო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent