შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ წახვედი!


7-03-2019, 12:17
ავტორი Qetti_04
ნანახია 9 041

მენატრები!
იმაზე მეტად მენატრები ვიდრე წარმოგიდგენია,სიგიჟემდე მენატრები. მენატრება შენი ნათქვამი მიყვარხარ, მომენატრე, სიცოცხლევ. მენატრება ყველაფერი რაც შენ გეხება, შენი ღიმილი, თვალები,რომლებსაც როცა ვხედავდი სულ მეღიმებოდა, ახლაც ასეა მეღიმება როცა შენს თვალებს ან ღიმილს მოვკრავ თვალს, მაგრამ არ ვიმჩნევ. მენატრება თუ როგორ ჩამკიდებდი ხელს, როგორ მემშვიდობებოდი, როგორ მიყურებდი და ცდილობდი ჩემს გარდა ეს არავის დაენახა. მენატრები, ყოველ წამს უფრო და უფრო მენატრები. ყველაფერი მენატრება რაც შენ გეხება. შენი სურნელი, თმა, იუმორი, ყველაფერი. იმდენად მენატრები რომ მზად ვარ შენს დასაბრუნებლად ყველაფერი გავაკეთო. მაგრამ არ შემიძლია ერთი პატარა მიზეზის გამო...
ჩვენ შევთანხმდით.


ჩვენ შევთანხმდით და შენ წახვედი!
წახვედი და რა გააკეთე შენი წასვლით? რამე კარგი? რამე ისეთი რაც გულს არ გვატკენდა რომელიმეს? იქნებ შენ მიიღე ეს ისე როგორც კარგი, მაგრამ არ დაფიქრებიხარ იმაზე რას ვფიქრობდი მეე? იქნებ რამე სხვანაირად ყოფილიყო როცა ჩემს აზრს გაიგებდი, იქნებ ახლა უბრალო ნაცნობები კი არა თითით საჩვენებელი წყვილი ვყოფილიყავით.
მაგრამ წახვედი რადგან შევთანხმდით და ვილაპარაკეთ, არა მე არა შენ ილაპარაკე. ილაპარალე იმდენი რომ ჩემი აზრი აღარ გაინტერესებდა.
რა გააკეთა შეთანხმებამ? მე მოგონებები დამიტოვა რომლებიც მანადგურებენ,მგლეჯენ და თავს მახსენებენ, მოგონებები რომლებიც მეუბნებიან რომ არავის ვჭირდები რადგან შენ არც კი მომისმინე. შენ შეგცვალა,შეთანხმებამ შეგცვალა ძვირფასო, იცი ის ბიჭი არ ხარ ვინც მიყვარდა, ვის გამოც ცრემლები მომდიოდა, არ ხარ ის ადამიანი რომელიც სიგიჯემდე მიყვარდა, ახლა ვიღაც სხვა ხარ, უცნობი იმ ბიჭის სხეულში ვისაც ვიცნობდი. თითქოს გარეგნულად იგივე ხარ,მაგრამ შინაგანად კი შეგცვალეს. იციიი,ესეც მანადგურებს.
მოგონებები?
ოუუუ,არ შემიძლია მოგონებებზე ვილაპარაკო და ცრემლი არ წამომივიდეს. იციი გამორჩეული მოგონებებიც მაქვს, ყველაზე მეტად კი ის მოგონება მიყვარს როცა გაგიცანი, ყველა მოძრაობა,ყველა სიტყვა, ყველაფერი მახსოვს. ამას ერთად გასვლაც მოსდევს,როცა პირველად წავედით ერთად სადღაც. მოგონებებში ყველაზე განსაკუთრებული ისაა როცა პირველად მომხვიე შენი ხელები და გულში ჩამიკარი.
ცუდად ვარ, პირველად ვარ ასე ცუდად, მინდა გესმოდეს ჩემი, მინდა გამიგო,მომისმინო, მინდა თქმა და მოწერა შემეძლოს. მიყვარხარ სიგიჟემდე მიყვარხარ და მენატრები.
რა ანადგურებს ადამიანს?
მონატრება და სიყვარული რომელსაც ახლა მე ვგრძნობ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent