შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალის სურნელი


23-08-2023, 02:17
ავტორი sevdaeverywhere
ნანახია 912

თვალებს ვახელ, ვიღვიძებ და ბედნიერი ვარ, არვიცი რა მაბედნიერებს და სულ ესეთ განწყობაზე რატომ ვარ. საწოლიდან ვდგები აივანზე გავდივარ ვგრძნობ დილის ნამიანი ბალახების სურნელს, შემდეგ ქუჩაში გავდივარ თითქოს რაღაცას ვეძებ, დავდივარ და ვხედავ პატარა ბავშვებს, რომლებსაც მხოლოდ ის ფიქრები აქვთ რა ითამაშონ და როგორ გაერთონ, როცა მათ ვუყურებ მხიარულად ვგრძნობ თავს, მოხუცებს ვხედავ რომლებიც სულ მიღიმიან, როცა მათთან ჩავივლი მიხარია თუ როგორი თბილები და ტკბილები არიან. მათ ვუყურებ და შემდეგ პატარა ბავშვებს. ესე მგონია რაც უფრო ბერდები მით უფრო პატარა ხდები. ქუჩას მივუყვები, ვხედავ ახალგაზრდებს როგორი სულელები და ბედნიერები არიან, ყველაფერ ცუდს ჩადიან და მეცინება. საუკეთესო გრძნობა მათი ყურებაა, განვაგრძობ გზას და ბედნიერი ვარ ვუყურებ ცას და ვხედავ მზე როგორ მიღიმის თითქოს ისიც ძალიან პატარაა. შევდივარ სხვადასხვა უბნებში ბედნიერი სახით , ვხედავ როგორ ეწევიან მამაკაცები, ვუსმენ მათ საუბარს და ვხდები რომ ისინი რაღაცისგან გაქცევას ცდილობენ, მაგრამ მათში ისევ არსებობს ის პატარა ბავშვი და ის სულელი ახალგაზრდა. გზას ვაგრძელებ, ვუყურებ ირგვლივ ყველაფერს, არვიცი რამაბენირებს მაგრამ არვჩერდები. ვფიქრობ ამ ადამიანებზე და ვხდები რო ჩემს ადგილს ვერ ვპოულობ მათში. მოდის საღამო, წვიმა იწყებაა. ყველანი მიდიან, გზას მივუყვები და ვერ ვხედავ ვეღარავის, მხოლოდ ნათელი ღამის ცა და ცივი წვიმის წვეთები. შემდეგ კი ვხედავ ადამიანს, ზურგით, მარტოს წვიმაში, უეცრად ყველა გრძნობა გაქრა, ვუახლოვდები და ვეკითხები აქ წვიმაში მარტო რას აკეთებ?
-ვფიქრობ
ვუყურებ და ვეუბნები მეც შენთან ერთად ვიფიქრებ შეიძლება?
-რათქმაუნდა
წვიმიან ცას ვუყურებ და ვგრძნობ როგორ მეცემა წვიმის წვეთები სახეზე, სხვადასხვა გრძნობები მეუფლება და შემდეგ ვგრძნობ სურნელს რომელიც ჯერ არასოდეს მიგრძვნია, ვხდები რომ ეს სურნელი მისგან მოდის, თავი დავხარე და მისკენ გავიხედე, ვაკვირდები როგორ უსველდება თმები, როგორ ეცემა წვეთები მის თვალებს, სუნთქვა მინელდება და შიში მიბყრობს, ვფიქრობ რომ ის ადამიანები რომლებსაც ყოველ დილით ვხედავ, მუდამ იქ იქნებიან და მეშინია რომ ამ ადამიანს ვეღარ დავინახავ, არვიცი რატომ, არცკი ვიცნობ, მაგრამ ვერ ვწყვეტ ამაზე ფიქრს, მის სახეს ვაკვირდები, მის ლამაზ თითებს და ვხდები რომ ის ჩემზე ზემოქმედებს. ხელი მოვკიდე და ვუთხარი ჩემთან წამოსულიყო, ჩემი ქურთუკი მოვხვიე და სახლში წავედით. ძალიან მაგრად წავიმდა, ირგვლივ მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა, სახლში შევედით, მშრალი ტანსაცმელი მივეცი მეკი ბუხარი ავანთე. ვკითხე რამოგივიდა? ისკი მპასუხობს, არაფერი უბრალოდ ყოველ ღამით გამოვდივარ, ქუჩებს მივუყვები და ვფიქრობ. გავიღიმე, მხრებზე პლედი მოვაფარე, მითხრა რომ დაიღალა და ჩემს საწოლში დავაწვინე. ისევ ბუხართან დავჯექი და ვაკვირდებოდი თუ როგორ ტკბილად ეძინა და მივხვდი რომ ვიპოვნე ჩემი ბედნიერების მიზეზი. საათები გადის მეკიდევ უფროდა უფრო ვბედნიერდები მისი ყურებით. დილა მოდის და უკვე ვუყურებ თუ როგორ ახელს თვალებს. ეს ის არის რაც ქუჩებში არასოდეს მინახავს. ვუყურებ და ვიღიმი. ჩაი მოვუმზადე, ვუყურებ და ვაკვირდები მის შიშველ ფეხებს როგორ მაგიჟებს. მაგიჟებს თუ როგორ აცვია ჩემი ტანსაცმელი და ჩემს საწოლში მიირთმევს თავისი პატარა ხელებით.
ვგიჯდები იმაზე თუ როგორ მიყურებს. ის მე მაგიჯებს. დილით სველი ბალახის სურნელთან ერთად უკვე ქალის სურნელს ვგრძნობ. ეს საოცრებაა, ხელი მოვკიდე და თვალებში ჩავხედე, მისი ღიმილი დავინახე, როგორი მშვენიერია ღმერთო. ვუთხარი რომ ჩემთან დარჩენილიყო, პასუხი არგამცა. მეგონა რომ ეს ზღაპარი დამთავრდა. და ის სახლში შედის. კარებთან ჩერდება და მიღიმის. აი ის უსასრულო სივრცე რომელსაც ვეძებდი ვიპოვნე, ესარის ჩემი ქალის სურნელი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent