შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არტემისი და აპოლონი


2-09-2023, 22:38
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 549

ის ინსომნიიით გაჟღენთილ თავს
მხარზე დამადებს,
იგრძნობს ჩემს სუნთქვას,
მკერდში გაქცეულ გულის ცემას,
იგრძნობს უამინდობას
და არ დაიძინებს.
მას შეუჩნდება ძველი ცოდვა...
არ გამიხსენებს,
არ მომინატრებს - მაგრამ ეგ ჯერ არ ახსოვს.
მანამდე ის გაეგება,
გაენაბება გრძნებას
ის ცხოვრების აბსურდთან არც ბრძოლაში, არც ოხვრაში გატანჯულ თავს
მხარზე ჩამომადებს,
როგორც სიკვდილმისჯილი გილიოტინნას,
ის ვერ იგრძნობს როგორ აჩქარდება სუნთქვა,
როგორ გაგლეჯს მკერდს გულისცემა,
რადგან ეს არ მოხდება!
მე ხელში ბიბლია მიჭირავს და კვლავ პირველყოფილ ცოდვის ნაყოფს ვეპოტინები მასთან ერთად,
ბიბლია ძალიან დიდია, ის ძალიან მძიმეა, მას ძველი აღქმა ამძიმეს და ისეთი ძველია ამაყად და მდუმარედ სხვა წიგნებს შორის დიდხანს მძინარე, რომ თითებში მეშლება მისი ფურცლები; მისი ყდა ჩვენი სინდისია რომელსაც ცოტახნით გვერდით ვდებთ და ისე განვაგრძობთ კითხვას,,,
მე მის დაცვარულ შუბლზე ღამიფერ თმას მხოლოდ მე რომ ვიცი,
მხოლოდ მე რომ შემიძლია იმგვარ სინაზით და სიჯიუტით დავიჩემებ,
დავისაკუთრებ
სანამ ლავდიკიის ანგელოზი პირიდან გადმოაფურთხებს მას, არც ცივს, არც ცხელს...
ოო, ნეტავ თბილი ყოფილიყავ, ან ცივი, მაგრამ ვაი რომ ნელთბილი ხარ,
ვაი ლავდიკიის ანგელოზისთვის და ყველა ანგელოზისთვის,
მაგრამ ჩემთვის არა...ჩემთვის არა, ან როგორ როცა
ეგ ინსომნიით გახლეჩილი, ცოდვის ცისფერ სისხლში გატეხილი და სისხლის თქრიალისგან გონმიბნედილი თავი ზმანებათა სიმძიმით გიდევს ჩემს მხარზე და მე მომყვები, ჩემს სიტყვებს მიჰყვები აპოკალიფსის შეჩვენებებში,
და მე შენ მიყვარხარ იმაზე მეტად ვიდრე არტემისს უყვარს აპოლონი,
შენ ვერ იგრძნობ ჩემს სუნთქვას, ჩემს მაჯისცემას,
მაჯას მაჯაზე დამადებ რომ ის იგრძნნო მხოლოდ, რომ ჩვენ ერთნი ვართ,
შენ დაიბადე მარტში და მარტის არეულ ამინდებით , არა ცხელით ან ცივით, ელოდი ჩემს შეშლილ ამინდებს აპრილიდან და შენი ლოდინი იყო ხეების ქარით წეწვა და შენ ლოდინს უხმე,
ჩვენ ერთნი ვართ. რომელმა ოცდამეათემ გაგხვლიჩა, რომელმა ოცდამეთერთმეტემ გაგვყო?!
შენ დაგესიზმრა ლიუციფერი,
ქრისტეც გესიზმრა... შენ ამ ღამით ინსომნიით გაჟღენთილ თავს მოანდობ ჩემს მხარს, და როგორც ბავშვი
შენ დაიძინებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent