ცოდვა
ცოდვა ცოდვიდან გადმოიჟღენთა კუზი გაუჩნდა როცა საროველს და ამ ცოდვისთვის მოეკითხება დედამიწაზე გამვლელს გამომვლელს. ცოდვის ნაწრთობი გამოკრთის ხიბლი, დაიხშო თითქოს მონანიება და მერე გვიან ზიარების ჟამს იწყება უფლის,უფლის ძიება. ცოდვა ცოდვიდან გადმოიჟღენთა წიწამურს მოკლეს როცა ილია, ასე წვეთ წვეთად გადმონადენი თვით ცოდვის წყაროს დაშრეტილია. დაშრეტილია და მაინც წვეთავს დაუსაბამოდ დასაბამიდან, სამყაროს ათრობს სინესტე,ქოში სითეთრე კრთება ფერთა გამიდან. ცოდვა ცოდვიდან გადმოიჟღენთა მშიერი მოკვდა როცა გრანელი, შემოიფლითა ქართული მიწა შემოიფლითა მტკაველ,მტკაველი. შემოიფლითა დატოკავს ღვაწლი ქაოსში ხდება არევა გენთა, შფოთმა შეიპყრო როცა ადამი ცოდვა ცოდვიდან გადმოიჟღენთა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.