ვარდისფერი ხალათი
იმ დღეს,ვარდისფერი ხალათი მეცვა, როდესაც პირველად მოხვედი ჩემთან და მითხარი, რომ სიცოცხლეზე მეტად გიყვარდი, მე დაგიჯერე. ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ვინმეს სიცოცხლეზე მეტად ყვარებოდი, საკუთარ თავზე მეტად. ჰაერზე მეტად ყვარებოდი. დავიჯერე.. დავიჯერე რომ შენ იყავი ის ერთადერთი ადამიანი, ღმერთის გზავნილი ჩემი წლების წინ მოყენებული ტანჯვისა, შენ იყავი წვიმის შემდგომი ცისარტყელა და გამოდარება, შენ იყავი ვის გამოც სიყვარულისთვის უნდა დამეჯერებინა. დავიჯერე... დავიჯერე, რომ ღმერთმა ბედნიერება მარგუნა, სიყვარული გაიმეტა, მეტიც ლანგარით მომართვა და ცხვირწინ დამიდო თქო. დავიჯერე... დავიჯერე, რომ წლების წინ როდესაც ქერათმიან ბიჭზე და წითურ გოგოზე ვოცნებობდი შენ კი წითური იყავი, შენ იყავი ჩემი ბედი. დავიჯერე... დავიჯერე,რომ ვიღაც ვიღაცისთვის იბადება და ის ვიღაც ვინც ჩემთვის დაიბადა შენ იყავი. ყველაფერი წარმოვიდგინე და ვარდისფერი ხალათი მეცვა. მაშინაც ვარდისფერი ხალათი მეცვა როდესაც მითხარი ჩემს ცხოვრებას აზრი არაქვსო და ხელი გვკარი. ყველაფერი რომ გაგვინადგურე და სიცარიელეში დაგვტოვე,მაშინაც ვარდისფერი ხალათი მეცვა. ვარდისფერი ხალათი მეცვა, როდესაც მითხარი სხვა მიყვარსო და ზურგი გვაქცია, შენს შვილს აქციე. იცი?იმის შემდეგ ის ვარდისფერი ხალათი გავაქრე, აღარ გამახსენებს ყოველ დილით შენს თავს, და იქნებ როდესაც გულიდანაც ამოგშლი მაშინ უკვე სხვა , მაგრამ ისევ ვარდისფერი ხალათი მეცვას. კი იმდღეს ვარდისფერი ხალათი მეცვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.