შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღე რომელიც არ თენდება


9-09-2023, 14:53
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 573

ღმერთო,
ღმერთოოო, რად გინდა ამდენი სანთელი?!
შენ ერთი სანთელიც გეყოფა


ჰეი ღმერთი, გაიგე რა კარგად მუშაობს ჩვენი ელექტროსადგური? ეს სიძულვილი ელექტროენერგიად გარდავქმენით.

წინასწარმეტყველნი....ვინ არიან ისინი შენთვის? ან რა გიწინასწარმეტყველეს?
გამარჯობა, იცით რომ ერთ დღეს მოკვდებით? ეს ცხადია იცით, თქვენ ხომ ცხოვრებაზე შეყვარებული პატარა ფილოსოფოსი ხართ, იცით და გიხარიათ მისი არსებობა, რამეთუ თქვენ როგორც სიცოცხლეზე შეყვარებული ადამიანი სწორედ მასში ჰპოვებთ სიცოცხლის უმაღლეს გამოვლინებას...
რა სამწუხაროა, რომ ეგ წამი ხელიდან სხლტება.
ნახევრად ღიად დარჩენილ კარში არ არსებობაა და იქ შენ ადგილი არ დაგრჩება იმაზე იფიქრო, თუ რამდენად მაგარია არრარსებობა.
ჰოდა ეს თქვენნ ცხადია იცით,
მე ის მინდოდა მეკითა, გახსოვთ რომ ერთ დღეს მოკვდებით? დღე, რომელიც გათენდება შენი მეგობრებისთვის, შენი გლოვისთვის - მაგრამ მაინც დღე, სივრცეში იგივე დროის განმავლობაში გაირბენს თავის თავს ოცდაოთხი საათი და მადლობა ღმერთს მოვა დღე, მისგან სრულიად განსხვავებული...მაგრამ შენთვის არა. იმ ერთ დღეს ჯოჯოხეთი გათენდება იმათთვის, ვისაც ბრმად უყვარდი, თუ უყვარდი საერთოდ ვინმეს, მაგრამ მათთვის გათენდება სხვა დღეებიც, შენთვის კი მხოლოდ არრარსებობა.
მეც ამას გეკითხები,გახსოვს-მეთქი ეს? როცა ქუჩაში დადიხარ, იმ არსებებზე რომლებსაც შენი ფეხსაცმლის უხეში ძირების გამო ეგ დღე უდგებათ შენი აჩქარებული ნაბიჯისას,
არ გახსოვს და კიდევ კარგი თორემ მერე ვინ წავიდოდა სამსახურში კიდევ ერთი აგურის დასადებად როცა შენ უეცრად გახსენდებოდა რომ აქვე და ახლავე შეიძლება მოკვდე და ჩამოჯდებოდი სადმე ქუჩის კუთხეში, თავს ხელებში ჩარგავდი, ჯერ შლიაპას მოიხდიდი და მრგვალმინებიანი სათვალე ასფალტზე დაგივარდებოდა, თუმცა არ იდარდებდი დამსხვრეულ მინის ნაწილებს შენს ლაკის ფეხსაცმელთან, რადგან შენს თვალებში ცრემლები ისედაც დაამსხვრევდა გამოსახულება და პირველად ცხოვრებაში მოგინდებოდა მოგესმინა ჯაზისთვის, რომელში სიტყვებიც არ გესმის, ან გადმომხტარიყავი თვითმფრინავიდან და მიწიდან 100 მეტრზე გაგეხსნა პარაშუტი, რომელიც ან გაიხსნებოდა ან არა
ჰეი იუ,იცი რა მიყვარს ასეთ მძაფრ ტანჯვაში მე? ის რომ ის მთლიანად მოიცავს სამყაროს და თან რეალობიდან გაყავხარ. ,ერე მასეთი ხელებში თავჩარგული ფიქრების დროსაც რა ნაბოზვრულად არ აღიქმება გამოსახულება - ხედავ, მაგრამ ფიქრები უფრო ცხადია, შეგრძნებები ყველა გრძნობით ორგანოს იპყრობს, ვიდრე ნებისმიერი ხმაური და აქ არის მხოლოდ უეცარი სიცივე როგორც უნდა აჭერდეს მზე. მხოლოდ ასეთ დამთრგუნველ ფიქრებს გაყავხარ რეალობიდან და მისი საზიზღარი, შემაწუხებელი პრეტენზიებისგან რომლებიცაა შეგრძნებები და რა უსამართლობაა, რომ მაშინ ჩვენ ტვინში გაჩაღებული ნამდვილი ომის გამო ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. არადა ასეთი ღრმა ტანჯვის გარდა ვერაფერი წაგიყვანს იქ, სუფთა ტკივილში, სადაც ტკივილი იმდენად მასშტაბურია რომ შენ არც კი გტკივა, პირიქით შენ თვითონ ხარ მის გაყინულ ზღვაში ჩაყინულ თოლიასავით.
მზე... მზე შენც რა მონდომებით ანათებ ამ შუადღეს, როცა მე მახსენდება, რომ უნდა მოვკვდე,
მზე, ნუთუ არ გრცხვენია, ცოტა ადამიანობა გამოიჩინე, ვკვდები ბოლო ბოლო, მარა დღეს არა
იმ დღეს კი მე თუ თვალებს დავხუჭავ შენც ჩაქრები მზე, ეს რატომ არ გახსოვს?
ანათებ მანდ და გგონია კიდე მილიარდობით წელი გეყოფა საწვავი, გეყოლება შენზე დიდი თუ პატარა მეგობრები, გექნება იმედი... იცი რომ შენც, ჩემსავით უბრალოდ ატომი ხარ მთელი შენი მზის სისტემით, როგორც მე ჩემი იდეალური იმუნური სისტემით და უფრო დიდ ორგანიზმებს ჩვენი წვა, ნათება და გონებაში დაძრული ქარები ფეხებზე ჰკიდიათ?
მზე, ძმაი ჩემი.
ჩვენ ერთნაირი ზომები გვაქვს, ზუსტად ერთნაირი, მაგრამ არა ამ თანაფარდობაში,
ჩემი ტვინი მზეა, მანამდე იმ ძველი ღმერთის იყო, თავისი ტვინის ხატად შექმნა ის,
დღეს კი მე ის თვალებში მიჭყიტინებს და როცა ის თვალებში მიჭყიტინებს შემიძლია ფარდები უბრალოდ ჩამოვაფარო,
მზე ანათე და გამათბე, მაგრამ როცა მომინდებდა დაგაიგნორებ და არ გეწყინოს,
მაგრამ მე არასდროს მაღიზიანებდა შენი ნათება, არც ის მზე, რომელიც კიარ ანათებს - წვავს
როცა მომინდება შენ ქვეშ მწვანე ბალახზე დავწვები და დამწვი,
შენი ცხელი ქარები მეზიზღება დედამიწაზე რადგან თვალებს მტვრით მივსებს დამწვარ ქუჩაში და მიყვარს შენი შტორმები, რომელთაც ძალუძს შეცვალოს მაგნიტური ველის ძალწირების მიმართულება.
აქ ბევრი სიძულვილია მზე, ჩვენ კი როგორც ყველანაირად განვითარებულმა და პრაქტიკულად მოაზროვნე რასამ, ეს ენერგია რომ არ დაიკარგოს, ვიპოვეთ გზა როგორ გარდავქმნად ელექტროენერგიად და მთელ ქალაქს ვაჩახჩახებთ,
ამ სიძულვილით გაჩახჩახებულ ქალაქში მე ღამე დავაბიჯებ ღამენათევი, ტვინში ნამდივლი ომით თავისი მაუზერებით და ტანკებით რომლებიც თავიანთ მხაურში სრესენ ჩემს ტვინს, გატანჯული და გარემოს წნევასთან შეუსაბამო წნევით, მაგრამ მაშინაც კი, მე სიკვდილზე არცერთი წამით არ ვფიქრობ,
იმიტო მზე, რო საკუთარ თავთან ომში მყოფი ადამიანები, რომელსაც ჭეშმარიტად ნარწყევის გემო აქვს, სულაც არ ფიქრობენ სიკვდილზე,
არც ისინი, რომელიმე მოტელის ბინძურ იატაკზე საკუთარ ნარწყევში რომ ძინავთ,
არამედ იმაზე, თუ როგორ უნდათ სიცოცხლე,
ჰოდა მაშინაც კი, არა, მათ არ ახსოვთ რომ ერთ დღეს აღარ გათენდება...
დაე არ ახსოვდეთ.
ისინი მოსიარულე მკვდრები არიან...დადიან და სიცოცხლე სურთ
დაე სურდეთ,
ხედავ ყოველდღე მათ კლასიკურ ტანჯვას და პათოსურ ირონიას
როდესაც სადღაც სიშორეზე ისმის როიალის გოდება -
ბევრს ეშინოდეს მათი კლავიშების დამტვრევის,
მე კი, როგორც იმ ერთ დღეს რომელიც არ თენდება ხოლმე, ვხედავ ცხადად თუ როგორ ვიცოცხლო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent