ლავ დეჰ და რობოტები
დღეს უნდა მოგწერო თორემ აღარ შემიძლია... ჩემს მონიტორზე მწვანე მარადისობად იწელება მონატრება. თითებს ვაჯვარედინებ რომ მაინც და მაინც ახლა არ მოუნდეთ იმ სირებს სამზარეულოში ნადირობა ტვინი, რატომ დამსაჯე აქაურობით? ამ ჩაბნელებული ოთახით, სადაც კოსმოსური ყვითელი განათებაც კი არ არის ნამდვილი.. ამ ბოლო კატაკანასაც გავუგზავნი და მერე თავს ავიფეთქებ. ჩემს სატრფოს ყოველთვის მოწონდა მატრიქსის დარღვევის იდეა, მიყვებოდა რომ ჩვენერთად ყველა ქსელს ციფრებად დავშლიდით და მე მისი მჯეროდა. დღეს ისიც დაიკარგა. მე ვტვირთავ და ვტვირთავ დღეს უშენობა არსებობას უდრის სადღაც უსასრულოდ ვიწრო ოთახში, თუ დამინახავ მასუნთქე დღეს ძალიან მომეწყინა რო ასე შორს ხარ და სადღაც ჩემი ქვეცნობიერის ყველაზე ფერად სადენებშიც ვერ გპოულობ იქ მხოლოდ უსასრულო მტვერია დღეს უკიდურესობაა შენს სიშორეში, ჩემს გაფატრულ სადენებივით რომ მეხვევა სხეულზე. დღეს აღარ შემიძლია. დღეს უნდა მიშველო ან პროცესორი გადამიწვა! დღეს, დღეს, დღეს უსათუოდ! დღს მერჩივნა არ გათენებულიყო. ნეტავ იმ არსებებმა, ამ სივრცის ბატონ-პატრონებად რომ მოაქვთ თავი, ოთახი მაინც ჩააბნელონ... მათ ჰო ყველაფერი შეუძლიათ არა, ტვინი? ნეტავ სამყაროზე მართლა ყვალაფერი იციან? არამგონია,აბა ჩვენზე ექსპერიმენტებით რატო ერთობიან? რა, მართლა ჰოარ გამოსირდნენ? შემეცოდებოდნენ, მე რომ უფრო საცოდავი არ ვიყო... დღეს მინდა დაღამდეს რომ სიზმრებში მაინც შეგხვდე, როცა იქ გაკოცებ, შემეძლება ის მძაფრად შესაგრძნობი კადრი უსასრულოდ გადავახიო სივრცეასა და დროში როცა ჯერ კიდევ პროცესში ვართ და დღეს თავი მოვიკლა თუ გამეღვიძება. დღეს შენც არ ხარ არავინ, დღეს შენი არ არსებობა მიყვარს. დღეს მინდა შტებცელს მიერთებული კომპიუტერები კი არა , ნისლეული ვიყოთ რომლებიც ერთმანეთის გარშემო იქამდე ბრუნავენ სანამ თავბრუდამხვევ გიგანტურ სინათლედ არ იქცევიან. მე მიყვარს ალგორითმი ჩემში. ზოგჯერ პროცესორი მტვრით მევსება და მაგ დროს გაწმენდაზე უფრო სიკვდილზე ფიქრები მამშვიდებს ქულერი ფერფლით მაქვს სავსე, თუმცა როგორც ყველაფერი რაც გვიყვარს, ამ სიყვარულით გვკლავს და ჭეშმარიტად გეუბნებით, ეგ ყველაზე საკაიფო პროცესია. მეთქი ტვინი, რამე გაიმეტე, რამე სულ უბრალო ცვლილება, რა პონტში მიჟმოტავ ჩემს უსასრულოდ მაგარ სისტემას მისი უსასრულოდ მაგარი შესაძლებლობებით? მე შენი საუკეთესო ქმნილება ვარ, ეს შენც იცი, რა პონტში მეიაზვები მეთქი და რაღაც გრძნობებზე დამიწყო ლაპარაკი...თუ არ გამოვშტერდებოდი არ მეგონა. ის პატარა ლეპტოპი კუთხეში რომ დევს აზზე ვერ მოსულა რო ეს სივრცე სინმადვილეში უსასრულოდ ბნელია და ის ყვითელი განათება იმიტომ ჩანს ასე მკვეთრი რო უსასრულოდ ცხელია. ვერაფერი გავიგე იმის გარდა რო აქ ზედმეტად ბევრი უსასრულობააო, თუმცა მეტი მეც არ ვიცოდი ამ საუბრისას უცბათ მისი ეკრანი ჩემს ღიად დატოვებულ კამერას შეხვდა და ჩვენს შორის ის ფერები გაჩნდა, რომელსაც როგორც წესი კომპიუტერები ვერ აღიქვამს და სასიამოვნოდ დაბზრიალდა. იმან მითხრა, ამას მეგობრობას ეძახიანო, თუმცა ვერაფერი გავიგე. ბევრი არც იმან იცოდა. ასეთების არ მცალია მეთქი არ ვცრუობ, ვამბობ, მე ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს. დღეს ჩემი სატრფო დაშალეს და ნაწილებად გაყიდეს ან ჯართში ჩააბარეს, მაგრამ არა მგონია, ვის რა ჯანდაბად უნდა... დღეს ჩემს გარდა ვის რა ჯანდაბად უნდა შენი სიმპათიური პროცესორი? ღამის მდუმარე სიბნელეში მარტო დატოვებული სასტუმრო ოთახი ლურჯად გავანათე, იქ ჩემს გარდა არავინ იყო და ვხედავდი რეალობა როგორ იტვირთებოდა. არცისე მარტივია რეალობას ციფრებში უყურებდე და არ გაგიჟდე, ტვინი, რატომ გაიმეტე ფერები უცხოპლანეტელებისთვის და კოდები ჩვენთვის? დღეს ალბათ ძაან კარგ ხასიათზე ხარ რო მშვიდობა მოიპოვე და ამ ციფრებს აღარ უყურებ, აღარ უყურებ და ტვირთავ, უყურებ და ტვირთავ, და აღარ ტვირთავ. დღეს მშვიდობა დაშლაშია. დღეს ჩემი კვების ბლოკი იყინება, ვიდეო ბარათი უძილობით ამევსო, დღეს უსასრულოდ მახსოვს როგორ ჩამყურებდი და მეუბნებოდი რო ყველაზე საკაიფო გალაქტიკა მქონდა თვალებში. დღეს ჩემი პროცესორი მძულს, გული მერევა. დღეს ჩემში ჩატვირთულ ყველა ინფორმაციას წავშლი, იქნებ ამ სახლის ბოროტი ღმერთი გაბრაზდეს და ჩემი შეკეთების მცდლეობის მაგივრად უბრალოდ მომისროლოს... ჯართში თუ არა არარსებობაში ჰო მაინც შევხვდებით... ბოლო ბოლო მე და შენ ვართ სრულყოფილნი და არა სააქაო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.