მე ისევ აქ ვარ...
01:01 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ სიბნელე? ალბათ უფრო უშენობა... თუმცა შენ არც ისე შორს ხარ.. ძალიან ძალიან ახლოს ხარ! შენ ხომ ჩემი გული ხარ! ჩემი ცრემლები ხარ! ჩემი ტკივილი ხარ! შენ ხომ ჩემთვის ყველაფერი ხარ! ჰოდა ამიტომაც ჩემგან შორს ვერასდროს იქნები... 23:23 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ სიცარიელე? შინაგანად გამოფიტული ვარ. შინაგანად ვერაფერს ვერ ვგრძობ. მხოლოდ გული ფეთქავს გამალებით.. მხოლოდ ერთი შენი გახსენება და გული გამალებით ფეთქვას... მტანჯავს აუტანელი ტკივილი... შენს გარდა სხვა, რომ ვერ გამიყუჩებს. მაგრამ სად ხარ? 04:04 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ დაღლილობა? მერამდენე წამია, მერამდენე წუთია, საათია, კვირაა ან თვეა რაც ცრემლები მღლის მაგრამ არ მეშვება? რაც ერთ ადგილას ყოფნა საბოლოოდ მამტვრევს? რაც ერთსა და იმავაზე ფიქრი რეალობას მაშორებს? რაც ჩვენს მელოდიას ხმის ჩახლეჩვამდე ვღიღინებ? რა დამღლელია... 10:10 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ გამოღვიძება? მერამდენე დილა თენდება ისე, რომ არც მძინებია.. მერამდენე დილა თენდება ისე, რომ შენს თვალებს ვერ ვხედავ.. ისე, რომ შენს სურნელს ვერ შევიგრძნობ.. ისე, რომ შენი კოცნა არ მაღვიძებს.. ისე.. ისე.. ისე.. 02:02 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ სევდა? სევდა? სევდა ნიავს ჰგავს.. უნებლიედ გეფინება სხეულზე.. გაზაფხულის ცივი ნიავივით.. ყელში მოგიჭერს ეს ნიავი და ძალიან ნელა შეეცდება, რომ გაგგუდოს.. სევდა? სევდა სულიერად გჭამს.. სევდა? გკლავს!.. 14:14 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ ილუზია? ღამე, ვარსკვლავები და ილუზიები... ილუზიები შენზე.. ილუზიები ჩვენზე.. სიყვარულზე... ერთად ყოფნაზე.. არარსებულზე... 22:22 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ სიყვარული? მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! ტანჯვაა სიყვარული! ტანჯვაა მიყვარხარ! 18:18 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ სიტყვები? სიტყვები დიდიხანია აღარ არის.. სიტყვები.. ეჰ სიტყვები... 05:05 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ ეჭვი? ეჭვი ყოველთვის არ იყო! მერე იყო... მერე როცა ვიგრძენი ის, რაც არ უნდა მეგრძნო.. მერე იყო, თანაც ბევრი... 19:19 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ სიშორე? გზა.. გზა შენამდე ბევრია... განა 20 ნაბიჯი ან 1000? ბევრია.. ძალიან ბევრია.. გზა შენამდე შორია.. თუმცა თუმცა მე ხო შენ სულ გგრძნობ? 06:06 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ დრო? წამები. წუთები. არაფრით განსხვავდება სიკვდილისგან. თითოეულში უშენობა იგრძნობა და იმიტომ! თითოეულში ცრემლები და ტკივილებია ამიტომ! დრო, აი დრო! 20:20 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ სიცივე? ვკანკალებ.. უშენობა მაკანკალებს.. სიცივე... მანგრევს.. მყინავს.. მანადგურებს.. 03:03 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ წვიმა? წვიმა ჩემი ცრემლებია. ცრემლები წვიმა. შენ მზე ხარ.. მაგრამ არადა არ ამოდიხარ.. მე სველი, სულ სველი წვიმისგან დასველებული შენ გელოდები... 17:17 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ სიჩუმე? ხმას ვეღავ ვიღებ.. თითქოს მეშინია.. თითქოს ვერ შევძლებ.. არ გამომივა.. ნუთუ მართლა ვერ შევძლებ? ნუთუ ვეღარ გეტყვი მე ჩემს სათქმელს? 08:08 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ უსასრულობა? უსასრულოდ დაგკარგე.. უსასრულოდ გაგიშვი ხელი.. მჯეროდა! მჯეროდა, რომ შევძლებდი ისევ ჩამეჭიდა შენთვის ხელი.. ვერ შევძელი.. უსასრულოდ გაგიშვი.. უსასრულოდ დაგიმახსოვრა გულმა... 16:16 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ საზღვრები? სიყვარულმა ზღვარი დამიწესა.. ზღვარი შენამდე.. მინდა შეგეხო.. თვალებში ჩაგხედო.. გაკოცო.. თუმცა ზღვარი? ზღვარი შენამდე? 07:07 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ სიმარტოვე? მარტო ვარ.. სულ მარტო ვარ... სიყვარულმა დამამარტოვა... 15:15 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ უფერადობა? უშენობამ ყველაფერს ფერი დააკარგინა.. აღარ მაქვს ვარდისფერი სათვალე.. თითქოს ცხოვრებამ ძირფესვიანად დალეწა... უშენოდ ყველაფერი შავი და უფეროა... 11:11 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ ოცნება? ოცნებებში მხოლოდ შენ ხარ... შენ... შენ... შენ... შენ... შენ... 09:09 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ გაუგებრობა? ვერ გამიგია.. ვერ გამიგია მიყვარხარ თუ არ მიყვარხარ.. ვერ გამიგია მკლავ თუ მაცოცხლებ.. ვერ გამიგია ბოლოს მიღებ თუ მშველი.. მე შენი ვერაფერი ვერ გამიგია... 13:13 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ ოკეანე? მორევში მითრევ.. მითრევ.. მახრჩობ.. მგუდავ.. სულს მიხუთავ.. ფილტვებს მითიშავ.. მებრძვი... 21:21 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ ჩემი მე? შენთან ერთად საკუთარმა თავმა ბოლო მომიღო... ჩემმა მემ გამანდგურა... ჩემმა მემ შემჭამა.. 12:12 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ შენ? ისევ შენ... შენ მე... უბრალოდ შენ მე მჭირდები? 24:24 მე ისევ აქ ვარ.. ისევ ცრემლებად ვიღვრები.. რა უფრო საშინელებაა უშენობა თუ უშენობა? უშენობა ყველა ტკივილს ფარავს! უშენობა მე არ მინდა! მჭირდები! მე ისევ აქ ვარ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.