შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშნოდ დაპარკინგებული მანქანები


13-09-2023, 02:22
ნანახია 620

მეშვიდე სართულის ფანჯრიდან კარგად ჩანს როგორ მახინჯად აპარკინგებენ მანქანებს ისედაც ვიწრო გზაზე. ვუყურებ როგორი მახინჯია ბეტონის შენობები და თან ვსვამ მაცივრიდან ახლახანს გამოღებულ წყალს საჭრუპიანი ჭიქიდან, რომელიც იდეაში ჩემი შეყვარებულისთვის იყო გათვლილი. კრიტიკის გარეშე, ზოგს სიგარეტი უსწორდება სექსის შემდეგ, ზოგს — ცივი წყალი.

ორი წელი გავიდა, რაც სახლიდან წამოვედი და თან ბედნიერი, თან ცარიელი, თან უხალისო და მოტივირებული, რომ ღამის 4 საათზე ავდგე და ცხოვრება შევცვალო, ვტრიალებ წრეზე. სამყაროსაც ერთი ადამიანის გარშემო ვატრიალებ. სიყვარული ასწორებს, თუ თვითონაც გიჟდება ეგ კონკრეტული შენზე. ჩემს შემთხვევაში, ერთადერთი რამე რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ვუყვარვარ, მაგრამ ძალიან ტეხავს რომ გიყვარს და თან უტაქტო, გაუაზრებელი, მწარე სიტყვებით უფრთხობ სიმშვიდეს ადამიანს, რომელიც ისედაც იშვიათადაა მშვიდად. საბედნიეროდ, საფერფლეების სროლის, ისტერიკების და ცემა-ტყეპის გარდა ოჯახში მოთმინება და ერთგულება მასწავლეს, ან დამტრამვეს, რა ვიცი.

ადამიანი როცა გიყვარს, გიყვარს ყველაფრით, ცუდითაც (გისწორდება თუ არა არ აქვს მნიშვნელობა) და კარგითაც. თუ შენ მეტყვი, რომ გიყვარვარ, მაგრამ ცდილობ შეცვალო ჩემი ფიქრები, აზრები, ლაპარაკის მანერა, როგორი ვარ ხალხთან ურთიერთობისას, შენ მე არ გიყვარვარ. ერთია კომპრომისი, მეორეა უბრალოდ ერთ ჰაერს რომ ვსუნთქავთ მაგაზე ღიზიანდებოდე…

ისევ ვდგავარ ახლა ამ ფანჯარასთან და ვფიქრობ, რა მახინჯად აპარკინგებენ მანქანებს ამ ვიწრო გზაზე, უფრო მეტად იმაზე ვფიქრობ, როგორი სი*ია მამაჩემი, რომ სამი შვილი დაგვტრამვა და ჩაგვინერგა, რომ ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება ვიმსახურებთ. დედაჩემს რომ სცემდა, გვეუბნებოდა, რომ დაიმსახურა და სანამ თინეიჯერები არ გავხდით, მანამდე ვერ ჩავდექით მაგათ შორის, თუმცა ყოველი ასეთი დანის ფრიალი ისევ შერიგებით და ოჯახობანათი მთავრდებოდა, დედაჩემი ძალიან მშიშარა და სუსტია. მე ახლა კიდევ, მგონია, რომ თუ ვინმე (ჩემი შეყვარებული) უხეშად მეტყვის მეტყვის რამეს, რომ საუბრის დროს რაღაც ისეთი ვთქვი, რაც არ უნდა მეთქვა ან ისე ვიქცეოდი მეგობრებთან, როგორც არ უნდა მოვქცეულიყავი, დავიმსახურე. იმ მომენტში ბოღმასთან ერთად ცრემლებს ვყლაპავ, ძალიან მშრალი ლიკმა რომ არ იყოს და მერე ქათამივით ონლაინ ვწერ, ძალიან მატკინე გული-მეთქი. ის ან მეტყვის ბოდიშიო (საბოლოოდ არაფერი შეიცვლება), ან კარგიო, მე დავსინავ და მორჩა კინო მორიგ პატიებამდე.

სხვათა შორის, ორი წლის წინანდელი მე დაშორდებოდა ამ ბიჭს, მაგრამ ახლანდელს ძალიან უყვარს და თითქოს, არც არავინ ჰყავს მეტი მის გარდა. მამაჩემმა რომ გაიგო ამ ბიჭზე, შენ ჩემი შვილი აღარ-ხარო, მეც პაკა-მეთქი. რაც არ უნდა სი*რი მამა გყავდეს, გული მაინც გეტკინება, რომ არ გყავს შენი თავის გარდა არავინ, განსაკუთრებით ის, ვინც მოგცემდა მაგალითს როგორი უნდა იყოს სწორი მამაკაცი ჩემნაირი ქალისთვის. მეც არ ვიცოდი როგორი მამაკაცი მინდოდა და არც დავფიქრდი და ყველაზე ჩვეულებრივი ავარჩიე. ჩემი შეყვარებული დინჯია, სერიოზული, ჭკვიანია და მიზანდასახული. ჭადრაკში იქამდე ივარჯიშა, სანამ ყველას არ მოგვიგო სამეგობროში, არადა ყველა მაგრად ვთამაშობდით. ყველასგან პატივისცემას იმსახურებს, ზედმეტს არ ლაპარაკობს, ისეთს არაფერს დაგპირდება თუ ვერ შეასრულებს. მზრუნველია, ჩემს სურვილებსაც ყურადღებას აქცევს, მაქსიმალურად ცდილობს ამიტანოს.
თეთრი ბიჭია, ლამაზი, სწორი ცხვირით და წითელი, დიდი ტუჩებით. ჭაობისფერი თვალები აქვს თაფლისფერში შერეული, გრძელი შავი წამწამები, ხშირი, ლამაზი წარბები, და ჩემნაირი, ხვეული თმა აქვს. არც ძალიან მაღალია, არც დაბალი. განიერი მხრები და ლამაზი ხელები აქვს. კარგი მოფერება იცის, ძალიან უხეში საუბარი, თუ ნერვებმოშლილია.
ვფიქრობ, კაცი ძლიერი მაშინ არის, თუ თავის ქალთან თავს იკავებს, როცა გაღიზიანებულია და არ ამბობს იმას, რასაც ინანებს. მეორე მხრივ, ძალიან რთულია ტრამვირებული ოცი წლის ბავშვის ატანა. მგრძნობიარე, მტირალა და ცვალებადხასიათიანი ადამიანის, რომელიც რაზე გაჭედავს ვერ მიხვდები. წითელი დროშები ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ, თეთრის დანახვა ჯობია ხოლმე, ან შეყვარება — ყველაფრით.

ხოდა, მე ისევ ამ ფანჯარასთან ვდგავარ, მართლა მახინჯად დაპარკინგებულ მანქანებს ვუყურებ და უცნაურია, რომ არ ვგრძნობ არც გაბრაზებას, არც სინანულს და არაფერს, სიყვარულის გარდა, რომელიც მე ხშირად მატირებს და უფრო ხშირად მაბედნიერებს.

საწრუპიან ჭიქაში წყალი აღარ მაქვს…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent