შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები


19-10-2023, 22:33
ავტორი ANnula
ნანახია 619

არის მომენტები როდესაც სიტყვები სულაც არაა საჭირო რადგან თვალები უკეთ ამბობენ სათქმელს, ყველა სიტყვის შელამაზება და შეფუთვა შეგვიძლია ისე როგორც ჩვენ გვინდა მაგრამ თვალებს ვერ შეცვლი მზერა ყოველთვის გასცემს შენი სულის მდგომარეობას, თვალები ჩვენი სულის ანარეკლია ყოველი ტკივილის,დაცემის,იმედგაცრუების,ღალატის შემდეგ ნელნელა ქრება ჩვენს სულში ნათელი წერტილი რაც ჩვენს თვალებზე აისახება,აღარასოდეს დაუბრუნდება ის სიკაშკაშე მზერას რომელიც ადრე მიმზერდა სარკიდან თითოეულმა მტკივილიანმა დღემ თავისი კვალი დატოვა და ნელნელა ჩაქრა თვალები რომელიც ადრე ბედნიერებისგან ციმციმებდნენ,ისე დავიღალე ზოგჯერ მინდა უბრალოდ დავიძინო და იმ სიზმრების სამყაროში ჩავრჩე სამუდამოდ სადაც არ ცკივილი და არც დარდია.გულის ტკივილზე უფრო ცუდი სულის ტკივილი ყოფილა რომელიც შიგნიდან განგრევს მთელი ძალით გირტყამს რომ გარეთ გამოაღწიოს თავისუფლება პოვოს და მთელ სამყაროს გააგებინოს მისი სულისშემძვრელი მყვირალა ხმა, მაგრამ ჩვენ ამას შიგნით ვიკლავთ მოგუდულად ვყვირით და ღამით მხოლოდ ბალიშს ვიზიარებთ იმ ტკივილს ცრემლების სახით რომელიც წამიერ სიმშვიდეს გვაძლევს გულს და სულს მალამოდ ედება თითოეული თვალს გადმოდენილი ცრემლი და თითქოს მხრებიდან დიდი უზარმაზარი ლოდები გვცილდება მაგრამ ესეც ხომ წამიერი ილუზიაა და მეტი არაფერი, რა ადვილია ვიღაცის ღიმილიან სახეს შეხედავ მის ფოტოებს გადავავლებ თვალს და ეს სრულიად საკმარის ხდება იმისთვის გაიფიქრო ნეტაი მას რა ბედნიერია,მაგრამ იმღიმილის უკან რამდენი ტკივილია ვინდათვლის ნეტა.ცხოვრება ზოგჯერ ისე მწარედ გვირტამს სახეში რომ გამოვფხიზლდეთ მაგრამ ვაი რომ საკმარისი არაა და ზოგჯერ საჭიროა ფსკერამდე ჩახვიდ რადგან შემდეგ მთელი ძალით დაიწყო მაღლა სვლა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent