შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყის ხმა


31-10-2023, 05:18
ავტორი The Alien
ნანახია 687

პატარა ქალაქში,რომელსაც დიდი უღრანი ტყე ესაზღვრებოდა,დიდი ხანია გავრცელებული იყო ლეგენდა არსების შესახებ,რომელიც ღამით დაძრწოდა იქ და თუ ვინმე შევიდოდა სამუდამოდ იკაგებოდა,ამ ლეგენდას საფუძველს რამდენიმე მოვლენა უდებდა,წლების წინ რამდენიმე ადამიანი დაიკარგა იქ და დრო და დრო ამ ქალაქის მკვიდრებს ესმოდათ ტყიდან ექოდ გამომავალი ჩურჩულის და ქვითინის ხმა,რომელსაც დაკარგულს ადამიანებს მიაწერდნენ.ადგილობრივები ერიდებოდნენ ტყესთან ახლოს გავლას და შიგნით შესვლას,მითუმეტეს ღამით და თავიანთ ბავშვებსაც უკრძალავდნენ იქ შესვლას,მაგრამ ცნობისმოყვარეობა მეტად ძლიერია,ამიტომაც მშობლებისგან მალულად რამდენიმე თინეიჯერი შეიკრიბა და ღამით ტყეში გაიპარნენ.წყნარი ღამე იყო,გარემოს სავსე მთვარე ანათებდა,ქალაქს მშვიდად ეძინა,ტყეში გამეფებულ სიჩუმეს ბავშვების ფეხის ხმა არღვევდა და დრო და დრ სუსტი ნიავი,რომელიც ფოთლებს აშრიალებდა.ბავშვები აღელვებულები იყვნენ,თითქოს წინასწარი განწყობა ჰქონდათ,რომ რამე მოხდებოდა,ჩუმად ხითხითებდნენ თან გულის სიღრმეში ყველას ეშინოდა,თუმცა ამის თქმას ვერცერთი ბედავდა.რაც უფრო ღრმად შედიოდნენ ტყეში,მით უფრო ბნელდებოდა,ამას ისიც დაემატა,რომ მთვარე ღრუბლებმა დაფარა და უკუნი სიბნელე იყო,ამ დროს ერთ-ერთი ბავშვის ფანარმა ციმციმი დაიწყო და ჩაქვრა.რიგ-რიგობით მიყვა ანარჩენებისაც და საბოლოოდ სრულ სიბნელეში აღმოჩდნენ.ნიავიც აღარ ქროდა,სამარისებური სიჩუმე კიდევ უფრო საზარელ გარემოს ქმნიდა.ბავშვებს გამალებით უცემდათ გული,შიშისგან ხმას ვერ იღებდნენ.ამ დროს ქალის კისკისის ხმა გაიგეს,რომელიც ექოდ მოედო მთელ ტყეს,სიცილ არ წყდებოდა,ამას ნაბიჯების ხმაც დაემატა.ხმა უახლოვდებოდათ.ბავშვები პანიკაში ჩავარდნენ და კივილი დაიწყეს.გარბოდნენ,მაგრამ სიბნელის გამო ვერ ხვდებოდნენ საით მიდიოდნენ.ერთ-ერთი მათგანი დანარჩენებს ჩამორჩა და მარტო დარჩა.ყვიროდა,თუმცა არავინ სცემდა ხმას,ისევ სიჩუმე იყო,აღარც სიცილი ისმოდა და აღარც დანარჩენი ბავშვების ხმა,სრულიად მარტო იყო,გოგონა მიწაზე დაჯდა და ატირდა.უეცრად ნაბიჯების ხმა მოესმა,ტირილი შეწყვიტა და შიშიგან სუნთქვა შეეკრა,ვიღაც უახლოვდებოდა,შიშიგან ხმას ვერ იღებდა,სიბნელეს ოდნავ შეაჩვია თვალი და სივრცეში ადამიანის სილუეტი გაარჩია.შვებით ამოისუნთქამ,როდესაც მისი ერთ-ერთი მეგობარი დაინახა ,ბიჭმა ხელი მოკიდა და დაამშვიდა,უთხრა,რომ დანარჩენებიც აქვე იყვნენ და მათთან წაიყვანდა,გაუხარდა და უკან გაყვა.ხმაამოუღებლად მიდიოდნენ,უცებ გოგონას უკნიდან ჩურჩულის ხმა მოესმა,მოიხედა თუმცა ვერავინ დაინახა და როდესაც წინ გაიხედა მისი მეგობარი იქ აღარ იყო.შიშისგან აკანკალდა,დაიყვირა,ხმა არავინ გასცა.გაქცევა სცადა თუმცა იგრძნო როგორც ეფლობოდა ჭაობში,ნაბიჯს ვეღარ დგამდა,უკნიდან კი ვიღაცის სუნთქვის ხმა გაიგონა,მხარზე ხელი ვიღაცამ მაგრად ჩასჭიდა,შიშისგან გაშეშდა,თავი ნელ-ნელა შემოატრიალა და მისი მზერა წითლად ანთებულ თვალებს წააწყდა.


...
მოკლე საშინელებატა მოთხრობა.იმედი მაქვს,მოგეწონებათ. გილოცავთ ჰელუინს .



№1 სტუმარი Th.E.Th

ძალიან მაგარია.მაგრამ ნეტავ დღე წამეკითხაა ❤️❤️❤️???????????? შემეშინდა.

 


№2  offline წევრი The Alien

Th.E.Th
ძალიან მაგარია.მაგრამ ნეტავ დღე წამეკითხაა ❤️❤️❤️???????????? შემეშინდა.

მადლობთ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent