შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ


13-11-2023, 19:26
ავტორი noe
ნანახია 811

იმედი მაქვს ,როდესაც დანგრეული იქნება შენი სამყარო ,გიპოვნის ვინმე და აგაწყობს. ეს უბრალოდ მოქმედებს .
– ტიტე, ოთხჯერ დაგიძახე ,ნამდვილად არ გესმის?
– ბოდიში ,გისმენთ
– ლექტორი გიბარებს კაბინეტში, ახლავე

არასდროს მყავდა ეს გოგონა ნანახი მანამდე , არაამქვეყნიურად უცხო კი იყო . არც ისე მაღალი იყო ,თუმცა არც დაბალს ვიტყოდი , უჩვეულოდ მუქი შავი თვალები ჰქონდა , ქაოსურად ,მაგრამ უაზროდ ლამაზად აწეული კულულები და არც ისე დიდი ,თუმცა ძალიან ლამაზი წითლად შეფერილი ტუჩები . გულგრილი მზერა ჰქონდა ,მაგრამ იყო მასში რაღაც განსაკუთრებული . ლექტორმა დამსახურებული სტუდენტივით მე მომაბარა ეს უჩვეულო გოგონა , მე უნდა დავხმარებოდი ამ სემესტრში ,ჯერ კიდევ ვერ ვიგებდი მაინცდამაინც მე რატომ ,მაგრამ მოსაწყენად არ მეჩვენებოდა , ამიტომაც უპრობლემოდ დავთანხმდი .
დასაწყისისთვის გაცნობით დავიწყეთ ,ამიტომ გადავწყვიტე სადმე მშვიდ ადგილას გვესაუბრა , პირველივე დღეს რომ არ ჰგონებოდა მის შებმას ვცდილობდი ,გადავწყვიტე უნივერსიტეტის მიდამოებში გავსულიყავით . დაკიდებული ბაღების მსგავსად გვქონდა კუთხე ,ულამაზესი წითელი და თოვლის ფიფქის ფერი ყვავილებით ,სწორედ აქ წავიყვანე პირველად ჩემი ძვირფასი თანაკურსელი ქალბატონი არიადნა .რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს მისი სახელი ძველი მითოლოგიის თანახმად ნიშნავდა ძლიერ მოსაწონს , თუმცა ქალიშვილს ისეთი მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა , თითქმის დარწმუნებული ვიყავი , ვინმე ენით აღუწერელი თვითდაჯერებული თუ შეძლებდა მხოლოდ მისთვის თავის მოწონებას. საუბარი რომ დავიწყეთ , ჩემდა გასაკვირად თქვა
- ტიტე ,ნამდვილად ღირსების დამცველი ხარ?
გაოგნებული ვუყურებდი, არ ვიცოდი რა პასუხი უნდა გამეცა ,სწორედ ამიტომ უხერხული სიჩუმის დასარღვევად წამოიწყო თავად საუბარი .
- შენი სახელი ვიგულისხმე ,მაპატიე თუ დაგაბნიე ,მე არიადნა ვარ
- ახლა მივხვდი რის თქმასაც ცდილობდა . მე ტიტე ,როგორც უკვე იცი , ვეცდები პასუხ გაუცემელი კითხვა არ დაგიტოვო .
ნაზმა ქარმა დაუბერა , თმის კულულები მხრებზე ნაზად ეყრებოდა , მის სურნელს კი ყვავილების სურნელებაც გადაეფარათ . სასიამოვნო ალუბლის ყვავილის სუნს აფრქვევდა ,გაზაფხულზე რომ ყვავის და ყველაფერს ფარავს. თითქოს ვანილის სუნსაც ვგრძნობდი და იმის გარკვევაში თუ რომელ სუნი დომინანტობდა , დავინახე ,რომ კუნაპეტივით შავი თვალები კიარა , მზის შუქს მათთვის ჭაობისფერი სილამაზე მიეცათ . თითქმის საათზე მეტ ხანს ვსაუბრობდით, ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი ,რაც, კი აინტერესებდა ,შემდეგ სემინარი დაგვეწყო და უნდა წავსულიყავით . ამ ჩუმი და მკაცრი სახის მიღმა იმალებოდა რაღაც , რამაც უცნაური შეგრძნება დამიტოვა .
აღმოცენება ,გააზრება ,შეყვარება და დასასრული.
სკამზე ვიჯექი და მზის სხივებს ვგრძნობდი სხეულზე , როდესაც ჩემი სახელის ყვირილით ვიღაც მორბოდა , განა რა ძნელი მისახვედრი იქნება ვინ იქნებოდა ,დავხურე წიგნი და ფეხზე წამოვდექი ,ვიცოდი რის გაკეთებასაც აპირებდა .გავუშალე ხელები და დაველოდე როდის დაიწყებდა ამბის მოყოლას .ჩახუტება რომ დაასრულა , კომფორტულად მოთავსდა სკამზე და დაიწყო მოყოლაც. ის ისეთი აფორიაქებული და აღტაცებული იყო , პატარა ბავშვს ჰგავდა ,კანფეტს რომ მიაწოდებ და ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავს . სულმოუთქმელად მომიყვა , როგორ ჩაიარა მისმა გასაუბრებამ , ყველა დეტალი ვიცოდი მისი , რომელი სიტყვის მერე გაიცინებდა ,რომელ ემოციას გამოუშვებდა სახის მიმიკებით .როდის წარბს შეხრიდა და გაბრაზებით იტყოდა , ,,და იცი რა?! ‘’ .
მე მას ვიცნობდი , ის კი ,მე .
ხალხს მუდამ ბედნიერად აჩვენებდა თავს , მაგრამ ნაწილებად იყო დაშლილი მისი გონება და სული . ხშირად იცინოდა ამაზე ,თვითირონიისა და სარკაზმის დამსახურებით ,ყველას მარტივად იცილებდა თავიდან ,თუმცა ვიცოდი სინამდვილეში რასაც გრძნობდა .სულ მინდოდა დავხმარებოდი ,მაგრამ არ ვიცოდი რა გზით უნდა გამეკეთებინა ეს. ამიტომ არასდროს ვტოვებდი მარტო ,ვცდილობდი მაინც. შევისწავლე ყველაფერი ,ალბათ თავადაც მომცა საშუალება მასთან დაახლოების და ჩვენ თითქმის უწყვეტი დიალოებით ვფლობდით ერთმანეთის ცხოვრების დიდ ნაწილს, მაგრამ საკითხავიც სწორედ ეს იყო ,ვფლობდით კი?! გადავწყვიტეთ ერთმანეთისთვის წერილები მიგვეწერა ხოლმე ( სინამდვილეში მისი სურვილი იყო ,მაგრამ წინააღმდეგი სრულებითაც არ ვყოფილვარ) , როდესაც მოგვესურვებოდა ,ამიტომ ოთახში მისი გამოგზავნილი წერილების დიდი ყუთი დევს ,მარტოსულად როცა ვგრძნობ თავს მათ თავიდან ვკითხულობ და ასე გრძელდება უსასრულოდ . ხშირად თავის გონებაში მიმდინარე მოვლენებს უმკლავდებოდა , მაგრამ როცა კი მისი გვერდით დგომა დაგჭირდებოდა ,ყველაფერს ივიწყებდა ,ნაწყენიც რომ ყოფილიყო . ის ისეთი აგრესიული და ამპარტავანი ჩანდა ,მაგრამ ისეთი სათუთი და წმინდა სული ჰქონდა , იმაზეც კი იდარდებდა ფუტკარი რომ მკბენდა მე მოვკალი და არ ვაცადე ეკბინა , განა რა დამემართებოდაო .
მე ის მიყვარდა ისეთი სიყვარულით ,მოკვდავთა ლექსიკონი რომ ვერ აღწერდა ,მაგრამ არ შემეძლო მეთქვა მისთვის ,ვიცოდი ჩვენ აღარ იარსებებდა , გავხდებოდით ტიტე და არიადნა. ერთმანეთისთვის უცნობი ორი ადამიანი . ეს ორივემ ძალიან კარგად ვიცოდით. ყველა ქალის სულიერი ინსტიქტი იგებს კაცს რომ უყვარს ,როგორც ჩემი ქალბატონი იტყოდა , კაცების ყურადღებაში ბევრი რამ იკვეთება , მზრუნველობასა და დაკვირვებაშიო .
-იცი ქალი როგორ ხვდება ,კაცს რომ უყვარს?
- საიდან მეცოდინება ,არც კი მქონია რაიმე მაგდაგვარი
- მე გასწავლი მაშინ . როცა ქალს კაცი შეუყვარდება ,მისგან გაუცნობიერებლად ყველა მამრზე ეჭვიანობს , მის ყველა ქცევას აკვირდება ,მილიონ ქალში კი მხოლოდ მისი სურნელი და სახე ელანდება . არ მოუწევს ქალის საყვედურების მოსმენა , რომ მეტი ყურადღება , პატივისცემა და ჯელტმენობა უნდა გამოიჩინოს მის მიმართ ,ის უბრალოდ აკეთებს ამას და ქალს შეუმჩნეველი ნამდვილად არაფერი რჩება .
-გასაგებია
-გასაგებია ?! ამდენი რამ გითხარი და ფიქრობ ერთი სიტყვით დაასრულებ ჩემს მოკრძალებულ საუბარს?
- სრულებით გეთანხმები ,შესაძლოა ნამდვილად ეგრე იყოს ,როგორც თავად აღნიშნე. ამ დიალოგისას ვიაზრებდი ,რომ ის ჩემზე საუბრობდა ან მე ნამდვილად ვიქცეოდი ისე ,როგორც ამიხსნა და ვიგრძენი ,რომ ის მართალი იყო.
ჯანდაბა ,ის ნამდვილად მართალი იყო , სულ ველოდებოდი მის ნახვას ,ერთი სული მქონდა მის სათუთ სურნელს როდის შევიგრძნობდი და თუნდაც შორს ,მაგრამ ერთ ოთახში ვმსხდარიყავით ყველაზე ბედნიერი მეგონა თავი .ის ისეთი ბავშვური და ლაღი იყო , მისი გულწრფელობა სულში მეღვრებოდა ,ხანდახან მაინტერესებდა კიდეც ამ გოგოს სიბოროტეზე თუ სმენია მეთქი რამე ,მაგრამ ისეთი ბოროტი ხუმრობები ჰქონდა , მოიბოდიშებდა კიდეც .
ალბათ ის და მე ვიყავით სადღაც ვარსკვლავებში გადაკვეთილი ,მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცოდით , ღვიოდა ეს ცხელი ლავა ჩვენში . და მან დაგვწვა ორივე , თუმცა არცერთხელ გვითქვამს რას ვგრძნობდით ,იმის შიშით ,რომ ერთმანეთი არ დაგვეკარგა ,სინამდვილეში კი ერმანეთი სავსე სიყვარულის ცარიელი სიტყვებით დავკარგეთ .
ჩვენ ერთმანეთი სიყვარულით დავკარგეთ , სიყვარულით ,რომელიც არ გამოვთქვით .

ეს დასასრული განაჩენი არ არის ,აუცილებლად დავუბრუნდებით ბედნიერ სამყაროს , არა როგორც ტიტე და არიადნა ,არამედ ჩვენ .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent