შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი მალბორო


13-01-2024, 00:16
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 613

თოვლისგან წატრუსული ბალახები ჭირხლში მოკვდნენ. სიცივე არ თმობს ჩემს ცხელ ამოსუნთქვებს და მე ბალახები არ მეხუტებიან, რომ მზეში გამდნარი ბობის ხავერდოვანმა ხმამ სამოციანების ზაფხულში მისროლოს. აბა აქ როგორ გავბედო ლეი ლეიდი ლეი ჩავრთო, ან რივერსაიდი, როცა ყველა მდინარე გაიყინა, ჩემს გულში რომ არი ისიც
მე ახლა წითელი მარლბოროსი თუ გამათბობს კვამლი მხოლოდ რომლის სუნსაც ვერ ვიტან,მოკიდებამდეც კი გულს მირევს. ნეტავ ისევ მქონდეს ის სიმთვრალე და თავხედობა ტუჩებიდან ნაით ბლუ წავართვა... მე თავდადებულად ვამბობ რომ თავი არ მაქვს და ზურგს ვაქცევ: შენით ამოიღე. ის მშვიდია, როგორც ქვა, რომელსაც არაყის ორიოდ წვეთის დაქცევასაც არ შევუნდობ მაგრამ ჰა,ვიღაცამ დააქცია...და ახლა ცეცხლი ეკიდება.
ის ამბობს, არა, მე მეუბნება, მეუბნება და მე მინდა მჯეროდეს რომ მეუბნება მე,
რომ ეს მისი საყვარელი სიმღერა არის I love Her So და მე ვიცი,ღმერთო საიდან, რომ მას არავინ,
არავინ,
არავინ, არავინ უყვარს ამ ქვეყნად... ეს სულაც არ არის ირონიული, არამედ ცხადია და გნებავთ, ფსიქოლოგიურიც: მას უნდა ვიღაც უყვარდეს,
მე მინდა მას მე ვუყვარდე... ცოტახნით, სანამ მოვა ზაფხული და დავტოვებთ მზეში გამთბარ ტვინ პიკსს, - სანამ ის წავა მაგრამ ჩემგან არა. ახლა კი მე მივდივარ მაგრამ არა მისგან - ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა იყო არაფრისგან,
მზეში კვამლისგან,
არაყისგან,
ბეტონსა და დაჟანგულ ღობეში გატარებულ ოქტომბრის სიცხეში ყოფისგან და
არყოფნისგან.
_იცი რატო გაქვს ეგრე ყვითელი თვალები გოგო? მზეს თვალს რომ უსწორებ ის ლაქებს გიტოვებს, ეგ ლაქები უფსკრულებია და მე ყველა მათგანში ჩავარდნა და უკან არამოსვლა მინდა.
შენ სიტყვა არ გითქვამს ჩემთვის.
მე ლეი ლეიდი ლეი მაინც ჩავრთე, რადგან ოცნებას ვერავის აუკრძალავ, შენ კი აი ლავ ჰერ სოუს უსმენ და არავის ეუბნები. რჩეულებს შეუძლია მხოლოდ ქონდეს ბევრი უყვარდეს
იღბლიანებს კი - არავინ.



№1 სტუმარი ofUz

YbgY,")(')..,,

YbgY'moWVeS<'">MKQEJx

 


№2  offline წევრი ლოლლიტა

ofUz
YbgY,")(')..,,

YbgY'moWVeS<'">MKQEJx

გმადლობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent