იქნებ გავბედო!
იქნებ გავბედო ფეხქვეშ გაგეგო ან ფიანდაზად ანდაც იებად? იქნებ გავბედო ჩემო გამჩენო ყინულად ვიქცე და გაციებად?! იქნებ გავბედო სულში ჩაგხედო, თუმცა ვიცი,რომ გძულვარ ძლიერად; ნუ იტყვი ოღონდ რომ მე ვთავხედობ დღეს გავგიჟდი და მეპატიება! ან იქნებ ძალმიძს ცეცხლად ავენთო დღეს უნდა ვცადო ხვალ გვიანდება; დღეს უნდა კიდევ იმას ვეცეკვო ვისაც არ უყვარს დაგვიანება! იქნებ გავბედო სული შთავბერო ჩემს მოგონებებს თითქმის მომაკვდავს, იქნებ ერთ-ერთმა მათგანმა მაინც გზას დამაყენოს სახლში მომავალს! იქნებ გავბედო და მზეს ავხედო, იქნებ დღეს თვალი სულ აღარ მომჭრას; იქნებ თამამად შევსდგე ეშაფოტს ხომ შეიძლება თავიც არ მომჭრან?! იქნებ გავბედო და დავასრულო რაც რომ დავიწყე ბევრი წლის წინათ, იქნებ გავბედო და აღვასრულო ის წმინდა ფიცი,რაც დავდე წინათ! იქნებ გავბედო ლექსიც დავწერო ჩემი ცხოვრების გასახსენებლად; იქნებ გავბედო და ის ვახსენო, ვისიც არ მინდა იყოს ხსენებაც?! იქნებ გავბედო ყველას ვაჩვენო, რომ აღარა ვარ მე მოჩვენება, და ან იქნება სხვებსაც გავანდო, რაც რომ სიზმრებში მომეჩვენება?! უნდა გავბედო და ავაშენო სახლი,რომელიც სხვის არ იქნება. დღესვე,ახლავე უნდა ვაშენო, თორემ ხვალ უკვე გვიან იქნება! ნეტავ გავბედო და ზღვას გავენდო, რომ მსურს ტალღების მე მოფერება; ნეტავ თუ დარჩა ამ ქვეყნად ვინმე, ვინც ერთხელ მაინც მომეფერება?! უნდა გავბედო და ავაძგერო გული,რომელიც აღარ მიეთქავს; სადღაც მივარდნილ ნანგრევებს შორის ციცქნა,ლურჯთვალა იამ იფეთქა! ნეტავ გავვბედო ჩემო გამჩენო ამ ყოველივეს მე აღსრულება, და მერე იცი?ეს ჩემი სული როგორ სილაღით აღესრულება!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.