შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამჭირვალება


21-01-2024, 00:40
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 329

ოო როგორია მთვარეზე გადაქცეული არაყი
ლურჯად გაიყო საღამომ ღამესთან სიბნელე
ცოტა არაყი გაურია, გამჭირვალდა, ცა ცისფერს დაემგვანა.

ლურჯად შეღამდა ...
გათენდება მალე ლურჯად ...
მერე გადაჯდება მალე სავარძელში და იქედან გახედავს ვერცხლისფერ ტყვიის გუბეებს.
მერე მოვიდა ამ სახლში რადგან წუხელ მთელი საღამო სვამდა,
მთელი საღამო სვამდა და
მთელი ღამე ვერ იძინებდა.
სიზმარიც თვალებღიამ ნახა,
ვითომ, თუმცა იმაზე მართლა არაფერი მეგულება, მაია იჯდა ჩემს თავთან;ისეთი კუთხით იჯდა რომლის დამახვასაც კისრის მობრუნება უნდა რწყევამდე მაგრამ ძვლები იყო და აღარ იყო.
მაია ლურჯ განთიადში ზის აჩრდილივით და სამარადჟამო, მაგრამ პირადი სევდით, გულუბრყვილო სიამაყით და დაბნეული გულგრილობით მიყვება რომ იცის ისე ნახევარი გულწრფელოფბით:
_მე ბოროტი ვარ და ამაყი.ყველაფერი მშურს ან თუ არ მშურს ყველაფერს დავცინი.
_მე კიდე პირიქით ვარ ყველაფერში მაია:მწყინს, უფრო ის , სხვას რომ ვაწყენინებ ხოლმე რამეს.
_ ვგავართ ერთამენთს. უფრო ვიდრე ღვინო და არაყი. ძალიან ვგავართ.
სიზმარში თუ ცხადში, რაც თავი მახსოვს, ყველა დემონი მე ეუბნება:ვგავართ ერთმანეთს.
მაია მიდის
და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წუწუნი ტრაბახი იყო სინამდვილეში,
მაგრამ სინამდვილე არ ყოფილა თითქმის..
მაიას ლანდი გაქრა.
სამაგიეროდ დამრჩა ორგანოები სხეულში, რომლებმაც ნელნელა დაიწყეს ჩემთვის იმის შეტყობინება, რომ არსებობენ.
წუხელ მთელი ღამე ოთახში ტრიალებდა, სანამ მე არ შევწყვიტე ტრიალი.
მე გამახსენდა მაიას შვილიშვილი, ნამდვილი ბავშვი მაიკო. მე და თინათინი პადიეზდში ვეწეოდით, როცა მაიკოს ვუთხარი
"მართლა კი არ ამბობს ბებიაშენი, მაიკო, რა გიჟები! მაგრამ აი არის, 13 წელი, ცუდი ასაკია გოგოსთვის, მაიკო, და ნახავ... მაგ დროს იწყება... თინათინ, სინონიმი!"
თინათინი ჩამუხლულია და გადატეხილი ღერით მეორე ნახევარს ცდილობს მოუკიდოს. შელი დუვალის თვალებს სიმთვრალეში ნაბავს. მინდა შიგ იმ თვალებში ვაკოცო, მაგრამ ვერ გაიგებს...
ან არასწორად გაიგებს...
თან მე ჯორჯი უფრო მომწონს,მაგრამ მისი თვალები არ ჩანან.
ის კეთილი, სხარტი პასუხით რაღაც სიტყვას ლუღლუღებს, რომელიც საეჭვო ინფინიტივია, მაგრამ ცხადია არსებობს და მაიაც და მაიკოც იცინიან.
მინდა ცოტახანს თავი დავაჯერო რომ მეც განვიცადე ეგ რაღაც როცა 13 წლის ვიყავი,
მაგრამ მე მაშინ არ ვიყავი.
მერე მოდის ჯორჯი და არ სვამს,
მერე ყველა მოდის და ჩემს გარდა არავინ არ სვამს.
არადა გაიხედავ ყველა მთვრალია.
მერე ყველა მიდის და მე ვრჩები - ლოთი.
ისინი მიდიან ერთად და მიდიან სახლებში,
მე მივდივარ მარტო და ვკვდები სხვის სახლში.
მე ვიხუტებ იმ ქალის ხელს, რომელიც დედაჩემი არ არის და ვეუბნები, რომ მე გადავარჩენ მას,ოღონდ უნდა დამიჯეროს რა, თორე ისე არაფერი არ გამოვა...
ჰოდა მე ეგ ქალი არ მეცოდება, რატომღაც მაიაზე უფრო ვდარდობ
რომელიც არც დედაა ჩემი, არც ბებია, მასწავლებელიც არ ყოფილა წელიწადზე მეტი.
მაგრამ დედაჩემი რომ იდარდებს ამას მთელი ცხოვრება, რა ვქნა, ფეხებზე და
მაია რომ ერთი ღამით გაგიჟდება ეგ კი რაღაც სისხლში ატომებს მიფორიაქებს.
მე მახსენდება ყველა ერთად,
მაია,ჯორჯის თვალები, ხუთლარიანი სიგარეტი, ჯორჯის თითები, მისი თითები ჩემს უკანა ჯიბეში, ჩემი თითები ჯორჯის თითებზე და სიგარეტის ნამწვები გავცვალეთ, თინათინის თვალები,
როგორ ვეუბნები თინას,
თინათინ, რა ლამაზი სახელი გაქვს, ვინც შენ თინა დაგიძახოს იმის დედა ვატირე!
გვერდით მიზის ლანა, კეთილი და თინასნაირი ღიმილით:
იმას ვეკითხები, შენ უსმენ ლანას?
მაგრამ მინდა სინამდვილეში ვკითხო: შენ ჩემს თავში ხარ თუ მეგობარი ხარ ჩემი ?
და ჯორჯი ისე ჩუმად ზის რომ მოვკლა არაფერი შეიცვლება.
მე ვფიქრობ ყველაფერზე ერთად:
მაიკო, ლეოს სანთებელა, ნაზი რომელსაც გულზე არ ვეხატები მაგრამ ბესედკაში რომ შემოვიდა გულზე მიმიკრა,
და ჩემგან გასაოცრად მენატრება ყველა,
ან უბრალოდ არაყი
მეტი არაფერი, ან მეტი რა არის ნამდვილი?
ეე ჯორჯ რატო დამიძახე იმ დღეს ქუჩის მეორე მხრიდან,
რატო წამოხვედი ჩემსკენ პარკში
მერე იმ პარკში სხვა გოგოს მხარზე დაყრდნობილი რომ დამენახე?
მე მაშინ ისე ცხადად და იდეალურად დამეცა თავში რომ მე გამოგინგონე, სიცილი ამიტყდა.
საღამოს, ღრმა ლურჯ სუფთა ცაზე
მახსენდება შენი თვალები და გამჭირვალე სიცხე, რომელსაც ყველანი ჩვენს სიღრმეში მივყავართ, მის გამჭირვალობაში გვაიძულებს ავირეკლოთ
მე - სიცოცხლე...
შენ - თურმე არ სვამ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent