შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა შეგღებო


13-12-2020, 08:16
ავტორი lost alien
ნანახია 1 088

მინდა შეგღებო ლურჯად,
დაგაჭერინო ქაღალდის გემი.
მინდა მკლავებში გამაქრო
და ჩამითრიო ფსკერისკენ
საშიშად ლამაზი ოკეანისა.

მინდა შეგღებო მწვანედ,
რათა მინდორი გახდე ნანატრი,
ტყის შუაგულს რომ გადაეფინა.
ფერადი ფუნჯი გაგისვა ნაზად
და ყვავილების მდელოდ გაქციო.

მინდა შეგღებო ცის’ფრად,
ზედ დაგახატო ღრუბლები;
დაისის მზეც ამოგაქარგო,
სამყაროს ცეცხლის ფერებში
რომ ღებავს დაძინებისას.

მინდა შეგღებო ყვითლად,
ღამის ცაზე რომ დაგკიდო.
მხრებზე ვარსკვლავებს დაგასვამ,
ყურში ჩუმად რომ ჩაგმღერონ:
“მფარველო ჩვენო, მთვარეო.”

იქნებ შეგღებო შავად?
გადაგმალავდი წყვდიადში.
ალბათ მე ვერ გიმეტებ,
სხვას რომ მზედ დაენათო,
მან კი ძირს ჩრდილად დაგფინოს.

ბოლოს კი შეგღებავ წითლად,
გრძნობების რომ ჰქვია ფერი.
გულის მაგივრად ჩაგისვამ,
მასსავით გაგიფრთხილდები...
სანამ ერთხელაც, სიზმარში
საგულედან არ გამიფრინდები.



№1 სტუმარი Life is beautiful

♥️^_^კაი იყო♥️

 


№2  offline წევრი lost alien

Life is beautiful
♥️^_^კაი იყო♥️

მადლობა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent