შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპარი


22-02-2024, 23:36
ავტორი _samanta_samanta
ნანახია 469

დაბიდებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა,მაგრამ ამის მიუხედავად,შიშის ჟრუანტელი მივლის სხეულში და არ მაძლევს მოსვენების საშუალებას.ეს გრძნობა დღითი დღე იზრდება,ძლიერდება და ფესვებს იდგამს.ხშირად მისი ატანა იმდენად გაუსაძლისი ხდება,რომ ჭკუიდან ვიშლები და საღი აზროვნების უნარს ვკარგავ.ამ წამსაც ვგრძნობ,როგორ ვუახლოვდები გაგიჟების ზღვარს, არადა არ მინდა ჩემი ამ მხრის ნახვა მოუწიოს მას! მის თვალში ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ- მოწესრიგებული,სიცოცხლით აღსავსე და ცნობისმოყვარე და რა მოხდება თუ იმ ბნელ სიმართლეს გაიგებს,რის დამალვასაც ასე გამეტებით ვცდილობ?
უბრალო წარმოდგენაც კი მზარავს, ამიტომ ვცდილობ ადამიანურ სახეს დავუბრუნდე,რაც ნამდვილად არაა მარტივი საქმე.

ამ უზარმაზარ სახლში თავს უსუსურ ადამიანად ვგრძნობ. საოცარია არა?როგორ ავსებს ის ერთი ადამიანი იმ სიცარიელეს, რაც ახლა თვალში მეჩხირება.ეს სიმდიდრეც კარგავს თავის ფასს მის გარეშე,ოღონდ არ ვიცი ჯერ ეს ყველაფერი კარგია თუ არა. ერთის მხრივ საშინელებაა,როცა ყველა და ყველაფერი აზრს კარგავს და მხოლოდ იმ ერთადერთზე ხდები მიჯაჭვული,ყველა ღირებული უფერულდება.ფერს კი მხოლოდ მაშინ იძენს,როცა ის ჩნდება თვალთახედვაში,უფრო მეტიც კაშკაშებს ირგვლივ გარემო.მეორეს მხრივ,დიდი ბედნიერებაა,როცა გყავს შენი ადამიანი წამალი, რომელიც მალამოსავით გედება რთულ დროს და ყველა იარას წამში გიშუშებს.მისი ხმის გაგონებაც კი საკმარისია და სამყარო შენს ირგვლივ იწყებს ბრუნვას.მისი სურნელის შეგრძნებისას იაზრებ,როგორ კარგავს ყველა სუნამო თავის ფასს და მხოლოდ ამ არომატზე ხდები დამოკიდებული.ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა რატომ აღვნიშნავ ამ გრძნობას ერთის მხრივ,საშინელებად-როცა ადამიანი ღირებული ხდება ჩვენთვის ზედმეტად მიმდობი ვხდებით.ვეჩვევით მათთან ერთად სირთულეების გადატანას და უნებურად დამოუკიდებლობას ვკარგავთ.არცერთი ურთიერთობა არაა მუდმივი-ყველა განწირულია დასრულებისთვის,ოღონდ ეს დასასრული ინდივიდუალურია- ზოგის დიდხანს გრძელდება და გვაფიქრებინებს,თითქოსდა ყველაფერი კარგადაა,ზოგი ურთიერთობა კი დაწყებისთანავე განწირულია ტკივილისთვის, აქედან გამომდინარე ყველა ადამიანს საკუთარი სუბიექტური თუ ობიექტური აზრი ექნება ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ,რომ ყველა მართლები ხართ!ხოლო როცა ადამიანები გვტოვებენ მასთან ერთად გვტოვებს მოგონებები, კომფორტი,გრძნობები,სილაღე და გვიჭირს ჩვენი მეს პოვნა,რათა ვიპოვოთ ძალა გზის გაგრძელებისთვის.ამიტომაც მეშინოდა ასე ძლიერ მასზე მიკედლება,რას არ ვაკეთებდი რითი არ ვცდილობდი და ბოლოს მაინც დავმარცხდი-ეს გრძნობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

-ქრისტინე,აქ რას აკეთებ?-ფიქრებმა ისე წამიღო ვერც კი შევნიშნე,როგორ მომიახლოვდა ის პიროვნება,რომლის მოსვლასას მთელი დღეა ველოდებოდი და წამებს ვითვლიდი.მის სახეს ვაკვირდები და ერთი შეხედვაც კი საკმარისია,იმის მისახვედრად, რომ დაღლილია.აჩეჩილი თმის, ჩაშავებული და ჩაწითლებული თვალების,გაფემრკთალებული კანის მიუხედავად,მაინც საშინლად მიმზიდველად მიმაჩნია.მისი მწვანე თვალები მატყვევებს და საუბრის უნარს მაკარგვინებს.

-კარგად ხარ?-რადგანაც პასუხი ვერ მიიღო ნერვიულობა დაეტყო და მომიახლოვდა.ამ დროი განმავლობაში მაინც ვერ შეეჩვია ჩემს ასეთ ქცევას.მეც უტიფრად ვიქცევი და როგორც კი საშუალება მომეცემა ვაფორიაქებ. მიხარია,როცა მის თვალებში ჩემი დაკარგვისგან გამოწვეულ შიშს ვამჩნევ,რადგან ეს მარწმუნებს ჩემს სწორ გადაწტვეტილებაში,
რაც მემგონი ცხოვრებაში პირველად მივიღე.

-კარგად ვარ ვაჩე-ჩემი ხმის ტონს თავად ვერ ვცნობ.მთელი დღის განმავლობაში,სახლში მარტო ყოფნამ გადამაჩვია საუბარს და ახლა როცა ამის აუცილებლობაა გამიჭირდა ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა.პატარა ბავშვივით თავიდან ვცდილობ ლაპარაკის სწავლას.

-მოგენატრე?-ეს კითხვა ჭკუიდან მშლის.მისი ეს ფლირტნარევი ტონი ამ ემოციური დღის ფონზე საუკეთესო საჩუქარია.მის მინიშნებას ვიჭერ ხმის ტემბრში
და აღარ ვაწვალებ პირდაპირ ვკოცნი.

-დროა დავისვენოთ,რაც ნამდვილად დავიმსახურეთ ორივემ!-ბუმბულივით მიტაცებს ხელში და საძინებლისკენ მიემართება.ყოველთვის ახერხებს ეს ადამიანი ჩემს გაოცებას. არასდროს არ წყვეტს მცდელობას, რომელიც თითქმის ყოველთვის წარმატებით სრულდება. შეყვარებული ადამიანისთის რთული არაა მისი პარტნიორის გაბედნიერება,მთავარია სურვილი,მონდომება და ყველაზე მთავარი ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობა,რაც იშვიათია.არადა ამ გრძნობის გაყალბებას უამრავი ცდილობს და თვალს უხვევს საწყალ მსხვერპლს.კურთხეული ვარ,რადგან სიყალბე ჩვენს ურთიერთობისგან ზედმეტად შორსაა და ჭეშმარიტია თითეული ფაქიზი გრძნობა,რაც ორივეს გვაკავშირებს.

-გინდა ხვალ მუზეუმში გავიდეთ საღამოს?-ასეთ უეცარ ცვლილებას ამ ცალმხრივ დიალოგში არ ველოდი.არ ვარ იდეალური შეყვარებული და ხშირად ვფიქრობ
იქნებ ჩემზე უკეთეს იმსახურებს ასეთი საოცარი ადამიანი. ჩემი უამრავი დაავადება,რომელიც ბავშობიდან თანმდევს ხელს გვიშლის ვიყოთ ერთი ჩვეულებრივი წყვილი.ჩემს გამო უამრავ რამეზე უწევს უარის თქმა.
არ შეუძლია ჩემთან ერთად უბრალოდ სასეირნოდ წასვლა, ფილმის ყურება კინოთეატრში, ვერც პიკნიკებს ვაწყობთ ხშირად,
ერთი დიასახლისი ქალი ვარ,რომელიც ქმარს ყოველ ღამით გულისფანქცვალით ელოდება. სახლის გარეთ ერთად გასულები კი არავის ვუნახივართ.

-ვიცი პეპელავ,ბევრს ვითხოვ შენგან,მაგრამ მინდა პირველი ნაბიჯი ერთად გადავდგათ და დაუვიწყარი მოგონებები შევქმნათ.
არ ვამბობ,რომ არ მომწონს ჩვენი ყოველდღიურობა:დილით როგორ ვიღვიძებ და შენი სახით ვტკბები.
ვაკვირდები,როგორ მიმზადებ საუზმეს,როგორ მემშვიდობები სანამ სახლიდან გავალ და როგორი სიხარულით მხვდები საღამოს.წამიერად მიქრება დაღლილობა.ის დროც მახსოვს და მიყვარს,როცა ჩვენი ხელით ვაშენებდით ამ ჩვენ პატარა ბუდეს, ვღებავდით,ვაწყობდით და უბრალოდ ვტკბებოდით ერთმანეთით.ის იშვიათი მაგრამ დაუვიწყარი პაემნებიც მახსოვს საღამოს სახლში მყუდროდ,რომ ვატარებდით,საუბარს რომ გავაბამდით მთვარის ქვეშ აივანზე და ღრმა ფიქრებშიც ჩავიძირებოდით ხოლმე.ყველაფერი მიყვარს,რაც შენ გიკავშირდება,მაგრამ მინდა რაღაც ახალი ვცადოთ,არაქვს მნიშვნელობა როგორი შედეგი გვექნება მთავარია ამ მცდელობაში ერთად ვიქნებით. ხელიხელ ჩაკიდებულები გავიართ იმ გზას, რაც გაშინებს.მინდა ის სამყარო რომელიც მე მიყვარს ჩემი თვალით შეხედო,შეიყვარო.

-ვაჩე წამომყევი-ხელს ვკიდებ და აივნისკენ "მივათრევ".მისმა მონოლოგმა გული ამიჩუყა და ქოსი გამოიწვია მთელ გონებასა და სხეულში,ისედაც დაბნეული ვიყავი და ახლა უკვე აღარც ვიცი რა ვილაპარაკო.ვერ ვხვდები მარტივად,როგორ გადმოვცე ის ემოციები რასაც ამ წამს განვიცდი.
არადა ვაჩემ ეს საკმაოდ კარგად შეძლო და მშურს მისი.ნერვები მეშლება,რომ იგივეთი ვერ ვპასუხობ.

-უამრავი შიშითა და კომპლექსით აწყობილი ადამიანი ვარ და ეს ჩემზე უკეთესად იცი.ვერ მოგცემ იმის გარანტიას,რომ ისეთივე ემოციურ მონოლოგს შემოგთავაზებ,როგორიც შენი იყო.
იცი როგორ მიჭირს ემოციების გამოხატვა,მათ შორის შენთანაც
ადამიანთან,რომელიც მთელი არსებით მიყვარს.საკუთარ თავს ხშირად ვეჩხუბები ამის თაობაზე,მაგრამ რა გავაკეთო არ გამომდის,მაგრამ ვფიცავ შენს გამო ვცდილობ ხოლმე.დიდი ხანია გარე სამყაროსა და ცივილიზაციას მოვწყდი და აი აქ შენთან ერთად დავიწყე ჰარმონიული ცხოვრება. ხშირად მღრღნის ფიქრები ნეტავ ვაჩე ბედნიერია ჩემთან?იქნებ უკეთეს ცხოვრებას უკეთეს ცოლს იმსახურებს?ხოლო როცა სახლში მოსვლა გაგვიანდება ეს ფიქრები შიგნიდან ორმაგად მჭამს და მოსვენებას მაკარგვინებს, ამიტომაცაა ხშირად მოსულს აცრემლიანებული,რომ დაგვხვედრილვარ.ჩემი მინუსების მიუხედავად არ შემიძლია ეგოისტობა ამოვიგდო თავიდან და სხვას დავუთმო შენი თავი.ეს აზრი არც კი განიხილება ფიქრებშიც კი.
იმდენად მივეჩვიე ამ მყუდრო და ერთფეროვან ცხოვრებას,არც კი დავფიქრებულვარ შენ გრძნობებზე.
არც კი გამიელვებია გონებაში,რომ შემიძლია გავბედო უკეთ ყოფნა, შენთან ერთად ცხოვრების გაფერადება.ვერ ვიტყვი,რომ უბედური ვარ ამ ემოციური ფონის მიუხედავად.რაც არუნდა,მძიმე და ფიქრით დატვირთული დღე მქონდეს შენი უბრალო არსებობა მხრებიდან მაცლის ამ ძლიერ ტვირთს.

-ახლა ვხვდები,რა გრძნობაცაა, როცა უამრავი რამ გაქვს სათქმელი მაგრამ ენა გივარდება და ყველა სიტყვა ქრება აზროვნებიდან.რა შემიძლია ვთქვა გარდა იმისა,რომ მიყვარხარ უზომოდ და გაღმერთებ?რა სანუკვარი და ღვთაებრივი სიტყვა უნდა დამცდეს ბაგედან ამაზე უკეთესი?-ხელის ერთი მოსმით მაახლოვებს მასთან და ხელის მოძრაობებით ცდილობს ყველა ჩემი ნაკვთი შეიგრძნოს.

-მიყვარხარ ვაჩე!ბოლოს როდის გითხარი ეს ფრაზა აღარ მახსოვს.
ნეტავ იმ წამების დაბრუბება შემეძლოს,როცა შემეძლო მეთქვა და ვერ გამოვიყენე.

-მეც მიყვარხარ ქრისტინე!-ორ სულელ არსებას ზემოდან მთვარე დაჰნათის და ალბათ მიულოცავდა სულიერი,რომ იყოს.

-მინდა მესაუბრო,არააქვს მნიშვნელობა რა თემაზე უბრალოდ მინდა ყოველ საღამოს შენი ხმის მოსმენით დავტკბე.-მისი ხელების ნაზი ალერსი მიბრუებს თავს და კატასავით გატრუნვა მინდება.

-არ ვიცი რატომ გამახსენდა ეს ამბავი ახლა,მაგრამ მინდა ჩემი ფიქრები გაგიზიარო იმ მოვლენის შესახებ.გახსოვს ის დღე,როცა პირველად გავიგეთ,რომ შვილი არ გვეყოლებოდა?ეს დღე ჩემთვის საზარელ მოგონებად ჩაიბეჭდა გონებაში.არ დამავიწყდება შენი იმედგაცრუებული სახე იმ მომენტში.ვიცი როგორ ძლიერ ოცნებობდი მამობაზე,როგორ ვგეგმავდით პაწაწინა არსების ერთად გაზრდას,როგორ ვარჩევდით მისთვის სახელს, ვგეგმავდით მისი ოთახის მოწყობაზე მაგრამ ჩემს გამო ამ ოცნებაზე მოგიწია უარის თქმა და დავიწყება.თითეული სიტყვა,რაც მაშინ მითხარი,როგორც დამამშვიდე და მანუგეშე ახლაც ჩამესმის ყურში,მაგრამ ვიგრძენი ის იმედგაცრუება,ტკივილი და სევდა რაც მაშინ განიცადე და ალბათ ამ ეტაპს ახლაც გადიხარ.

-ოჰ ჩემო გოგონა,ეს აქამდეც რატომ არ მითხარი?რატომ არ გამიმხილე ეს ფიქრები?ჩემო პატარავ თურმე რამდენ რამეს იტან ამ პატარა საგულეში.ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი,რომ ამ ამბავმა გამახარა და ის დღე კარგად მახსოვს.მართლაც ვიგრძენი იმედგაცრუება მაგრამ ეს შენგან არ ყოფილა გამოწვეული. არამარტო მე,შენც დიდი ენთუზიაზმით გეგმავდი ყოველ ნაბიჯს,რაც ჩვენ სამომავლო პატარას ეხებოდა.მახსოვს ის გაბრწყინებული თვალები,რომლითაც არჩევდი პაწაწინას ტანისამოს ამიტომაც გულში საზარელი ტკივილი ვიგრძენი,როცა ეს ამბავი გავიგე.

-მართალია ვაჩე,მინდოდა იდელური დედა ვყოფილიყავი ისევე,როგორც შენ მამა.

-ეს პრობლემა მარტივად შეგვიძლია მოვაგვაროთ-ვაჩეს ამ სიტყვებმა გული ამიჩქარა

-მოიცა რის თქმას ცდილობ ამით?

-შეგვიძლია ხვალ მუზეუმის სტუმრობის შემდეგ ბავშვთა სახლს ვეწვიოთ.ეს აზრი დიდი ხანია ტრიალებს ჩემს გონებაში,მაგრამ არ ვიცოდი როგორ ამეხსნა შენთვის.მერე რა,რომ ჩვენი ბიოლოგიური შვილი არ იქნება?ისე გავუფრთხილდებით და შევიყვარებთ,როგორც ვგეგმავდით.

ვაჩეს სიტყვების არსს ძვლივს ვწვდები და ვცდილობ დავეწიო აზროვნებით.მოვიტყუები თუ ვიტყვი,რომ ამაზე არ მაქვს ნაფიქრი მეც,მაგრამ არასდროს გამჩენია უფრო მეტის სურვილი გარდა ფიქრისა.რომ მცოდნოდა ვაჩესაც ქონდა მსგავსი გულისთქმა
ნამდვილად არ დავიხევდი უკან და ამჯერად პირველ ნაბიჯს მე გადავდგამდი,მაგრამ ის ფაქტი,რომ ვაჩე ფრთხილად არჩევს სიტყვებს საუბრისას, ცდილობს მტკივნეულ თემას რაც გვაკავშირებს არ შეეხოს,ცდილობს ის გააკეთოს რაც გვსურს და მანამდე ჩემი აზრიც გაითვალისწინოს,ძალზე მაბედნიერებს.

-ვერც კი გადმოვცემ იმ აღელვებას რასაც ახლა ვგრძნობ და მინდა ყოველი ნაწილი გაგიზიარო. იმის ფიქრი,რომ მალე ბავშვი გვეყოლება უცნაურ მუხტს მძენს მთელ სხეულში.მაგრამ განა შევძლებ იმ პასუხისმგებლობის აღებას,რასაც დედობა ქვია?

-ჩემო პატარავ,მსგავი ფიქრები ამოიგდე გონებიდან და სადღაც შორს მოისროლე.წინ ისეთი რთული მოვალეობა გვეკისრება, რომ აუცილებელია მანამდე ყველა ნეგატიური აზრი გავაქროთ, რათა ჰარმონიული და სრულყოფილი ოჯახი გვქონდეს.

-შენთვის...მხოლოდ შენთვის გადავდგამ ამ ნაბიჯს და ვცდი- ამ წამს უსაზღვრო ენერგიას ვგრძნობ სხეულში.აი რა არის სიყვარული და როგორი ძალა აქვს,ნუთუ არსებობს რაიმე,რაც მას არ შესწევს?

-ჩვენთვის! ჩვენთვის უნდა შეძლო და გპირდები ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ.ყველა რთულ ეტაპს ერთად გავივლით,რაც არუნდა შეუძლებელი იყოს.ჩვენი ერთობლივი ძალით,ყველა დაბრკოლება მარტივად გადაიქცევა და წინსვლის პროცესიც სახალისო გახდება.

ეს პიროვნება რატომ არის საოცრება?როგორ ახერხებს ჩემს მოჯადოვებას.როგორ შეუძლია ჩვეულებრივი სიტყვებით გამიქროს ყველა სატკივარი და ბედნიერ ქალად მაქციოს.

-ჩამეხუტე და არც არასდროს გამიშვა ხელი,რაცარუნდა რთული და აუტანელი ხასიათის მატარებელი გავხდე.-მთელი არსებით მსურს შევიგრძნო ეს ადამიანი ყოველი უჯრედით სანამ მისი სურნელი არ აირევა ჩემს სხეულზე და ერთ მთლიანობად გადავიქცევით.აღარ მაინტერესებს ხვალინდელი დღე,მომავალი და ის თუ რა გველის.მთავარია ამ წამს შემიძლია მისით ტკბობა და ეს საკმარისია ჩემი ბედნიერებისათვის.სამყარო გაქრა ჩვენს ირგვლის,დავრჩით მხოლოდ მე,ვაჩე და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,რომელიც ამაყად დაჰნათის ორ მოსიყვარულე არსებას.

ღამე სწრაფად გაილია
აღარც კი მახსოვს ბოლოს,როდის გავატარეთ ასე შეხმატკბილებულად დრო,დრო რომელიც ძვირფასია ყველა ადამიანისთვის.აივნის ემოციურ საუბრიდან მალევე გადავინაცვლეთ საძინებელში. მთელი ღამე არ მოგვიხუჭია თვალი,ვცდილობდით ის დაკარგული დრო,რაც სულელურად გამოვტოვეთ აგვენაზღაურებინა ერთიანად.ამ სიამ-ტკბილობით ვცდილობდით გაგვეფანტა ის ნერვიულობა,რაც ხვალინდელ დღეს უნდა მოყოლოდა.

-დილა მშვიდობისა ჩემო ქალბატონო! როგორ გეძინა?-ამაზე უკეთეს დილას ვერც კი ვინატრებდი.გვერდს მიმშვენებს მამაკაცი,რომელიც მთელი არსებით მიყვარს.

-დილა მშვიდობისა ჩემი გულის მეუფევ! საოცარი საღამო იყო,მაგრამ ვერაფერს ვიტყვი ძილზე თუ არ ჩავთვლით იმ ნახევარ საათს,როცა ჩამეძინა და ჩუმად,მალულად მათვალიერებდით.

-მაშ კოცნით,ხომარ გამომესყიდა ეს დანაშაული?-გაისმა კითხვა, მაგრამ პასუხის გაცემა არავინ მაცალა.

-დილით ნებივრობა უმშვენიერეს ქალბატონთან ერთად ნამდვილად ნეტარებაა,მაგრამ დროა მოვემზადოთ ჩვენი დაუვიწყარი დღის დასაწყებად-კიდევ დამაჯილდოვა კოცნით და წამოდგა საწოლიდან.

ასეთი ჰაეროვანი და ნაზი დღე მგონი ჯერ არ მქონია,მაგრამ მაინც ამაფორიაქებელია.ისეთ ნაბიჯს ვდგამ წინ,რომელზეც მთელი ჩემი მომავალია დამოკიდებული და არა მარტო ჩემი.

-არ შემომიერთდები სააბაზანოში?- ეს ბიჭი არ ჩერდება,ახლაც კი ჩემს შებმას ცდილობს.მაგრამ მე ვინ ვარ უარი,რომ გავუბედო?

-მოვდივარ!- საწოლიდან წამოვდექი და მისკენ დავიძარი.
ეს დღე არის მოწმე იმისა,რომ სულ მალე სანუკვარ ოცნებას ავიხდენთ.
არც კი მჯერა ამ ყველაფრის სისწორე,ჯერ კიდევ სიზმარში მგონია თავი.

ერთ ნაბიჯს ვდგამ

მერე მეორეს

მესამეს

მეოთხეს

და უკვე სასურველ შედეგთან ვარ!

ეს ნაბიჯები მართალია პირველია, მაგრამ არა უკანასკნელი.არ შევწყვეტ წინსვლას საყვარელ ადამიანების გამო!



დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი Ninit nini

ძალიან გამიხარდა ასეთი კარგი და მართლაც რომ სასწაული მოთხრობის მომსწრე რომ გავხდი, და რომ წავიკითხე !

 


№2  offline წევრი _samanta_samanta

Ninit nini
ძალიან გამიხარდა ასეთი კარგი და მართლაც რომ სასწაული მოთხრობის მომსწრე რომ გავხდი, და რომ წავიკითხე !

ძაან დიდი მადლობა პირველ რიგში,დრო რომ დაუთმე ჩემს პატარა ნაშრომს და თანაც შთაბეჭდილების გაზიარება არ დაგეზარა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent