შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ადამიანები"


11-03-2024, 17:04
ავტორი Ninit nini
ნანახია 513

დრო გადის... ჩემს ცხოვრებაში კი არაფერი იცვლება. გაგიგიათ?
"ცხოვრება ერთ წერტილში ვერ გაჩერდება"-ამ ფრაზას სასტიკად არ ვეთანხმები.
და მაინც სადამდე მიდის ცხოვრების სისასტიკე? თუმცა აზრი არ აქვს, მაინც გიწევს ბრძოლა, ცხოვრებას არ აინტერესებს რომ სიკვდილი გინდა, მაინც გაწამებს, იმის იმედით რომ სხვა გზა აღარ გრჩება, იბრძოლო და იბრძოლო. მაგრამ რისთვის? ბედნიერება ხომ არც არსებობს, მთელი შენი სიცოცხლე იბრძვი, მაგრამ ფრაზის ანტაგონისტურად დაუსრულებელი ბრძოლის შემდეგ ისევ უსაშველო ტკივილია და არა ნანატრი ბედნიერება. უკვე ყველაფერი ყელში ამოგივიდა, ადამიანები შეგზიზღდნენ, არა მარტო, ამ სამყაროში უკვე ყველაფერი გძულს, ჰაერიც კი. როგორ შეიძლება ისუნთქო ჰაერი, სადაც ფიქრები, ბედნიერება და ემოციების გამოხატვა "ტეხავს", სადაც არ არსებობს სამართალი, ბედნიერება, სიკეთე და მთელი დედამიწა მოცულია უაზრო არაფრის მომცველი არსებებით, საკუთარ კმაყოფაზე ორიენტირებულებს არაფერი ადარდებთ ირგვლივ მათ გარდა. ამბობ რომ ღარიბებზე გული შეგტკივა, ამ დროს კი რესტორანში შედიხარ და იმდენ ფულს ხარჯავ, მაშინ როცა გარეთ ათასი ადამიანი, ბავშვიც კი შიმშილით იტანჯება, მაშინ როცა შეგიძლია ისინი დააპურო და არ აკეთებ. ადამიანები ყოველთვის ამბობენ მაგრამ არასდროს ამტკიცებენ. რატომ ჰქვიათ მათ ადამიანები და ცხოველებს ცხოველები? მაშინ როცა ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ცხოველი ადამიანია!!!!!!
ამბობენ სიკვდილი გამოსავალი არ არისო. და მაშინ რა არის? განა სიკვდილი თავისუფლება არ არის თვით?! და მაშინ როცა ამ ქვეყნად არაფერი დაგრჩენია ტანჯვის მეტი, რა ვუწოდოთ თვითმკვლელობას ცოდვა? შეიძლება ეს ცოდვაა, მაგრამ ეს დიდი ტკივილისგან განთავისუფლებაცაა და ეს უკვე გამოსავალია, რადგან სიცოცხლეშიც ხომ ეს გინდოდა მაგრამ რახან სიცოცხლეში ამას ვერ მიაღწიე, სადაც შეგეძლო მიგეღწია იქ წახვედი, სიკვდილის საშუალებით. სიკვდილი ხსნაა, სასტიკი დააავადებისგან სახელად "სიცოცხლე".....
არ შემიძლია ვუყურო ადამიანებს და ვიყო ბედნიერი, როცა ვუყურებ რას ემსგავსება ადამიანი.....და თანდათან სამყაროც, სადაც ვცხოვრობთ მათ მიერვე განიცდის გადაგვარებას....მათ ეს შეუძლიათ, მაგრამ არ შეუძლიათ სიყვარული.....ესააა ადამიანის ყველაზე დიდი უბედურება: მათ შეუძლიათ ბოროტება მაგრამ არა სიყვარული.....და როგორ ვწუხვარ რაც დრო გადის: რას ემსგავსება ადამიანი?!!!!



პ.ს ჩემი დაწერილი არ არის




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent