სამყარომ კარზე მომიკაკუნა
ხშირად ვამბობთ ხოლმე ადამიანები, ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ და ამ სამყაროს შვილები ვართო. ისიც კი არ ვიცით, თუ როგორი არის სამყარო თვალითაც კი არ გვაქვს დანახული.უბრალოდ, ვამბობთ, რომ სამყაროში ვცხოვრობთ სადაც სიკეთე და სიყვარულია ან პირიქით ქიშპობა და ბოროტება რა მნიშვნელობა აქვს, სამყარო ხომ უდიდესი, მძიმე, ძვირფასი თასია სადაც ყველაფერია მათ შორის ადამიანები, სიკეთე და ბოროტებაც კი.რამდენს უძლებს, რამხელა ტვირთი აწევს მხრებზე, შეიძლება თასი ძვირფასი და გამძლე იყოს მაგრამ ერთხელაც რომელიმე ნაწილი დაუზიანდება და აღარ იქნება ისეთი როგორიც თავდაპირველად იყო რადგან, ცხოვრებაში დროთა განმავლობაში რამე ან ვინმე სახეს იცვლის და იცვლება.პატარა დრტალმაც კი, შეიძლება ესა თუ ის ნივთი შეცვალოს და რომ იცვლება როგორი სხვანაირი თვალით ვუყურებთ ხოლმე არა? ამ დროს ჩვენი შთაბეჭდილება, თვალთახედვა სულ სხვანაირია.ასეა, ქვეყნად გამძლე და ძლიერი არსება არსებობს, შეიძლება დიდხანს იარსებოს მაგრამ ვაი, მის გაძლებას და სიცოცხლეს რომელიც ფუჭია.ფუჭი, ეს მისთვის არის, ყოველშემთხვევაში ასე ფიქრობს მაგრამ ამის გარდა აქვს მყარი მიზეზები, რომ ცხოვრება განაგრძოს რადგან იცის, ირგვლიც სხვა მნიშვნელოვანი ფიგურებიც არსებობს და მხოლოდ ის არ არის ასე.რისი თქმა მსურს? ჩვენ, იქ ვცხოვრობთ რაზეც წარმოდგენა საერთოდ არ გვაქვს, მხოლოდ სახელი ვიცით მისი შინაგანი ხასიათი თუ თავისებურებები კი არა.ერთი რამ ყველამ ვიცით, რომ ყველას ჩვენი დრო გვაქვს როგორც დაბადების ისე გარდაცვალების და არსებობის ცალკდ დრო რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენო, ცხოვრებას ფეხი უნდა აუწყო მასთან ერთად უნდა იარო, ფერხულში ჩაება და ბოლოს იმ ვაგონს გაჰყვე რომლისკენაც გული მიგიწევს.ვაგონი, იქ დაგტოვებს სადავ საჭიროა და იქიდან შენი გული იქ მოგიყვანს სადაც ადრე თუ გვიან ყველა მიდის.ან პირიქით ეცნობი ახალ ცხოვრებას რომელიც სილამაზით მოცულია და ახალ, შენთვის უცნობ ადამიანებთან, ოჯახთან მიდიხარ.მათ ეჩვევი, პირველ ნაბიჯებს დგამ და შემდეგ საუბარსაც იწყებ...ეს, კი დაბადებაა...იმ ადგილას სადაც იმსახურებ და სიკვდილი იქ სადაც ბედისწერა...და ბედისწერა სად არის? რაღაც დროია ნაწილში, დრო ხომ ბედისწერა? ბედი და იღბალი არ არის დრო? დრო ზოგს უხანგრძლივებს დღეებს ზოგს კი აკლებს ზუსტად ეს არის ბედისწერა.ბედისწერა კი ჩვენ უნდს შევცვალოთ, სიცოცხლის ბოლო წუთამდე მაინც, რომ რაღაც ისეთი ვიგრძნოთ რასაც ამ სამყაროში ცხოვრება ჰქვია..მოდი, ვიპოვნოთ კარი, რომელსაც კარგად შევიცნოთ...მოდით, ვეძიოთ ცხოვრება...ჩვენი სიცოცხლე...ჩვენი თავი, პირადი "მე", ვეძიოთ ერთმანეთი, ვეძიოთ ბედნიერება, ვეძიოთ ღიმილი და სამყაროს კარი...ერთხელდაც დავაკაკუნებთ სამყაროს კარზე და კარს ვინმე გაგვიღებს...სიცოცხლე, არსებობა ან სიკვდილი...ერთხელ თვით სამყარო მოგიკაკუნებს კარზე და მიიღე ის, ირწმუნე მისი არსებობა, რომ ის შენი მფარველი ცაა რომელიც წვიმისგან და ჭექა-ქუხილისგან დაგიცავს.ირწმუნე საკუთარი თავის, რომელიც გასწავლის ცხოვრებას და გიკვალავს გზას რეალობისკენ...რეალობა, კი თვით ჩვენ ვართ, საკუთარი "მე" რეალობაა. ყველამ გულში ჩავიხედოთ და სიმართლე ვეძიოთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.