შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუპი


23-03-2024, 20:01
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 385

გაზაფხულის არეული თვითდიაგნოზისგან ვიშვით როგორც ამინდების დილედანტიზმი
და ბავშვობიდან გვძულდა ფანატიზმი.
მე და შენ არ ვსვამდით კითხვებს "რატომ, რატომ, დედა, რატომ?"
თითქოს ბავშვები შობიდანვე გლოვობენ ამ უკუღმართ ფიზიკას,
მე და შენ ვსვამდით კითხვას "როგორ, მარე, როგორ, რეი, როგორ, ღმერთო?"
ეს
ღმერთული კითხვაა, რეი, ახლა უბრალოდ
არაყს ვსვამთ და ღვინოს,
კითხვებს კი უფრო მეტს, უფრო ხშირად, რადგან სამყარო გაფართოვდა,
ისევ ერთმანეთს ვუსვამთ ყოველთვის,
ყოველთვის რეი.
ჯერ დაუმთავრებელ აღქმის ცეცხლში ვიხილე შენი პორტრეტები,
იაგოს სახელოსნოში დახატულს ჰგავდა მაღლა სამოთხის შუქი, დედამიწის სიმწვანის ხორცში შემოგლეჯილი,
რკინის ჭრიალა ჰამაკის ზემოთ ლურჯის ნაგლეჯებში
რეი, ბიჭო,
რა უშნოდ გხატავს იაგო
მან უეჭველად იცის შენი სული.
წითელ ოთხკუთხედებად მედება ზურგზე, მეწვის და მაინც შენს დაბუჟებულ მკლავზე ვწევარ,
შენ უეცრად იცი ხოლმე თქმა - ჩამეხუტე, თითქოს ამოწმებ რეალური თუ ვარ,
არა ვარ რეი, არა, ხომ იცი,
არსაიდან და მაინც რა ნაცნობია რომ
ყოველთვის მარცხენა მხარეს მკოცნი თავზე ,ჩემგან ან შენგან, რა მნიშვნელობა აქვს, და
ამბობ
რა ძლიერი ჩახუტება იცი, გოგო,
მე ვამოწმებ თუ შეგვიძლია ისევ ერთნი ვიყოთ როგორც დედის მუცელში,
მერე უხერხულად ვშორდებით ერთმანეთს, როგორც ერთდროს დაგვაშორა სამყარომ
ძალიან უხერხულად რადგან ფიზიონომიური ერორი გვაქვს,
მე და შენ ერთნი ვართ, რეი, ხომ გახსოვს
რეი, ხომ გახსოვს, ერთად დავიბადეთ.
გახსოვს? ჰომ გახსოვს ბიბლიას რომ გიკითხავდი,
ზაფხული გახსოვს?
შენ ქრისტე გესიზმრებოდა, მერე
ლიუციფერი...
მიყვებოდი შენს სიზმრებს,
ბავშვობიდან ერთი რამე გვინდოდა:არსად წასულიყო ბავშვობა
და შენ ყოველთვის ტიროდი, როცა ეთიკურ დილემებს გიყენებდი
და შენს ცრემლებს ვაგროვებდი ემპათიურად.
ოპტიკური ილუზიებიდან ნეტავ თუ გამოვაღწიეთ,
გახსოვს ერთდროულად რომ გვაწუხებდა შიმშილი?
ახლა რაღაც სხვა გვშია, რაღაც სხვა, უნაპირო...

მე ღმერთობაში გადავეშვი,
რეი ზღვაზეა და არ მგონია უკან დაბრუნდეს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent