Nymphetamine
ჩვენ ვჭამდით დედამიწის თითო ბინადარს ყოველ დილით და ვიჩიჩქნიდით კბილებში გაჩხერილ ხორცს, სისხლის გამოდენამდე ღრძილიდან. ჩვენ ვსვამდით დედამიწის წიაღიდან ამონთხეულ ბინძურ წყალს, რომელსაც უფრო მეტი თევზის გემო ჰქონდა ვიდრე თევზი ცოცხლობდა მასში. ჩვენ გვქონდა სექსი, მაგრამ არასდროს ვმრავლდებოდით. ჩვენ ვწერდით ასანთის ღერებით ტანზე, ნაიარევ ბუშტუკებს ვხეთქავდით და ჩაგუბებულ სითხეს ვუსვამდით კედლებს, ის მალევე შრებოდა. ჩვენ დავდიოდით და თითო ფოთოლს ვწყვეტდით ყოველ შემხვედრ ხეს. ჩვენ ვითვლიდით ნაბიჯებს გამოსვლის წერტილიდან ქუჩის გადასასვლელამდე და არა დანიშნულების ადგილამდე და ყოველთვის გვავიწყებდა პირველი შუქნიშანი. ჩვენ ვწვავდით ტყეში მოგროვილ სველ ფიჩხებს და გვიხაროდა თითო კვამლის გამოვარდნა გამსკდარი მერქნიდან. ჩვენ ვაწამებდით ყველას საკუთარი თავის გარდა იმით, რომ არავის ვაწამებდით საკუთარი თავის გარდა. ჩვენ გვეცოდებოდა ყველა არგამოჩეკილი წიწილი ტაფაზე შემწვარი კვერცხის სიყვითლეში და ყველა ჩარეცხილი ტოზოიდი. ჩვენ ვუსმენდით დუმ მეტალს და მუსიკასთან ერთად ვიხრჩობდით თავებს. ჩვენ ვკბენდით ერთმანეთს ბეჭზე და მერე თითებს ვყოფდით ნაკბენ ფოსოებში. ჩვენ ვწოვდით ერთმანეთს სულს გენიტალიებიდან და არასოდეს ვლოკავდით მას. ჩვენ ვებრძოდით ღმერთებს და არასოდეს გვჯეროდა ჯოჯოხეთის. ჩვენ არასოდეს ვანთებდით შუქს იქ, სადაც მთვარე ანათებდა და არასოდეს ვუყურებდით მთვარეს როდესაც ვსეირნობდით. ჩვენ გვეძინა ცალ-ცალკე ლოგინში და გვესიზმრებოდა ერთმანეთი. ჩვენ ენით ვწერდით ერთმანეთის სხეულზე ლექსებს და არასოდეს ვსვამდით წერტილს. ჩვენ სისხლის გამოდენამდე ვკაწრავდით ერთმანეთს, მაგრამ არასოდეს ვსვამდით ერთმანეთის სისხლს. ჩვენ არასოდეს გვყვარებია ერთმანეთი, მაგრამ ყოველთვის გვიყვარდა ჩვენი თავები ერთმანეთში. ჩვენ ღმერთები ვართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.