ვსვამთ...
ვსვამთ, ისევ ისე ურევს ამინდი თავში და კარშიც დიდი თოვლია, –არ ჩამოხვალო?! –შენ მწერ, რა ვიცი... თან ვჭვრეტ ცეცხლის პირს, ციცას ზოლიანს. ვსვამთ,ორნი, ხან კი სრულიად მარტო პურის ჭამაში, თითო–ოროლას, ხანდახან ისე შლეგივით გნატრობ გნატრობ, ჩვენ ორნი, ახლა ბოროლას ვისხდეთ და ფეხქვეშ გვეგოს სამყარო შავი და ჩვენზე უფრო მცირედი, მთებიდან მინდა ნისლი ავყარო და მერე ერთად დავიყვირებდით –ჩვენ თქვენ გვიყვარხართ! –მე შენ მიყვარხარ, მეც და ნათელი ციდან მიწამდე ჩვენ ყველა ერთად ჩვენ, მე და შენ და გთხოვ ჩამეხუტე გულის ფიცრამდე. -მერაბ არაბული- |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.